Sunday, 8 December 2019

ძვირფასო მეგობრებო,

დღეს 8 დეკემბერს გადავიღე ფოტოები. გთავაზობთ ექსკურსიას მშენებლობის ირგვლივ.

1. ყიფშიძის ქუჩიდან ღობის გაკეთება დასრულებულია















2. აბულაძის ქუჩაზე გაკეთდა რკინის სამაგრები, რომელზეც აიკვრება ღობე







3. თითქმის დასრულდა ღობის გაკეთება თვალის კლინიკა „მზერას“ მხრიდან








Wednesday, 27 November 2019

სიახლე 27 ნოემბრისთვის

სიახლე 27 ნოემბრისთვის



მიუხედავად სიცივისა, გრძელდება ჩვენი სახლის ღობის კეთება.
ყიფშიძის მხრიდან, ნაცვლად აცა-ბაცა მიკრული ფიცრებისა გ აკეთდა ჭიშკარი. 
დაიწყო ღობის დასამაგრებელ ჩარჩოებზე სპეციალური მასალის აკვრა, რათა იზოლირება მოხდეს ეზოსი გარე პირებისაგან .
როგორც დარაჯი აცხადებს, ჯერ კიდევ შემოდიან არასრულწლოვნები სიგარეტის მოსაწევად და ისიც მაქსიმალურად ცდილობს, რომ დაატოვებინოს ტერიტორია და აუკრძალოს განმეორებითი შემოსვლა. ეს ალბათ შეწყდება ღობის გაკეთებისთანავე.
გთავაზობთ, ყიფშიძის ქუჩიდან ღობის დღეს გადაღებულ ფოტოებს დამცავი მასალის აკვრამდე და შემდეგ.








Wednesday, 20 November 2019

ინფორმაცია ბაგები 502-სა და ბაგები 504-ის წევრებისათვის

რამდენიმე დღის წინ დაგპირდით, რომ წარმოგიდგენდით ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას.

დასკვნა ჩაწერილიიყო ისეთ პროგრამაში, რომელიც საიტზე არ იტვირთებოდა.
საიტზე წასაკითხ პროგრამაში ჩასაწერად მივმართეთ კომპიუტერული პროგრამის სპეციალისტებს, რომლებმაც დღეს დაამთავრეს და გამომიგზავნეს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ექსპერტიზის დასკვნის შედეგად ყიფშიძის ქუჩიდან მარჯვენა მხარეს, თვალის კლინიკა „მზერას“ მიმართულებით პირველი კორპუსი დასანგრევია საძირკვლის დონემდე, ხოლო დანარჩენი ექვემდებარება აღდგენა-გაძლიერებას.

































Monday, 18 November 2019

18 ნოემბრის სიახლეები

ძვირფასო ბეგობრებო,

დღეს, 18 ნოემბერს შემატყობინეს, რომ 13 საათზე საპატრულო პოლიცია მივიდა მშენებლობაზე და მშენებლებს შეაჩერებინა მსაქმიანობის გაგრძელება.
დაახლოებით 15 წუთში იქ ვიყავი და გავერკვიე სიტუაციაში. აღმოჩნდა, რომ მოპირდაპირე მაღალსართულიანი ძველი სახლიდან (ყიფშიძის მხრიდან) ერთ-ერთ მოსახლეს დაურეკავს პატრულში და გაუპროტესტებია ძველი ღობის აღება და ახლის კეთება. ოქმი შედგა და მოვახერხეთ დაძაბულობის მშვიდობიანად დამთავრება.
მშენებლობა გაგრძელდა.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცივა, ხელოსნები მთელი კვირა იმუშავებენ (ჯერ-ჯერობით კვირის გარდა). კარგი იქნება, თუ ქველმოქმედების სახით ვისაც რა შეგიძლიათ მიუტანოთ მათ. მაგალითად ჭაჭა, პური და ა.შ.
ვისარგებლე მშენებლობაზე მისვლით და გადავიღე ფოტოები. ღობის კეთება დამთავრდა მხატვრების (ყოფილი ბარაკების) მხრიდან. ყიფშიძის ქუჩის მხრიდან კი, ბოლომდე გასუფთავდა ეზო. იხ. ფოტოები: