Saturday, 19 February 2022

 მოგესალმებით მეგობრებო,


კვირის ბოლოა და გაგაცნობთ მშენებლობის მიმდინარეობას დღევანდელი დღისთვის. 

თითქმის დამთავრდა (დარჩენილია წვრილმანები) „ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოების ადგილზე ფილის დასაგებად არმატურის დაწნა:









ბეტონის ამოჭრამ გადაინაცვლა „ლ“ სადარბაზოსკენ:







ხიმინჯებისთვის ორმოების ამოჭრამ გადაინაცვლა „კ“ სადარბაზოსკენ:



არატურის მარაგი საკმარისია. ორ-სამ დღეში ერთხელ ხდება ახალი არმატურის დამატება:




ფილისთვის დასაგებად, არმატურის დაწნა და 1.5 მეტრის ღობის („აპალოვკის“) აგება დაიწყო „ზ“ სადარბაზოს ადგილზე:









ყიფშიძის ქუჩის მხრიდან ეს ძველი გზა მალე აღარ იქნება:



დიდი ტექნიკა ყიფშიძის ქუჩიდან მაინც ვერ შემოდიოდა. ძირითადი ჭიშკრიდან კი, ტექნიკას უჭირდა მოტრიალება და მუდმივი პრობლემები იყო (მანქანების გაყვანა და სხვ.). ამიტომ, დაიდგა ახალი ჭიშკარი, რითაც გაფართოვდა ტექნიკის შემოსვლის არეალი:





გთავაზობთ მცირე ვიდეო ჩანაწერებს, რადგან 40-45 წამზე მეტი ვიდეომასალა არ იტვირთება:

  
 

 
 









Saturday, 12 February 2022

მოგესალმებით,


გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს „ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოებისთვის ფილების არმატურის დაგება-დაწნა. ნელ-ნელა ხიმინჯის თავებმაც ამოიწია ზევით.

როგორც მშენებლები პროგნოზირებენ, სავარაუდოდ ამ თვის ბოლოს ცემენტიც ჩაისხმება:








პარალელურად გრძელდება ბეტონის ამოჭრა „კ“ სადარბაზოსთვის:




იხ. ვიდეოჩანაწერები:





Monday, 7 February 2022

მოგესალმებით ყველას,


გრძელდება ჩვენი მშენებლობა.

ბეტონის ამოჭრამ გადაინაცვლა „კ“ სადარბაზოსკენ:




თითქმის ბოლოსკენ მიდის „ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოების ფილის არმატურის დაწნა:






თითქმის გაივსო ეზო სამშენებლო მასალით:




ჩვენი, საქართველოს დროშის ფერებში შეღებილი ამწე (გამოშვებულია 2019 წელს. ყიფშიძის ქუჩამდე აშენებდა აბასთუმანში) სრული დატვირთვით მუშაობს:






გთავაზობთ კიდევ რამდენიმე მცირე ვიდეოს:







Thursday, 3 February 2022

 ძვირფასო მეგობრებო,


შაბათისთვის ან კვირისთვის ველოდით მშენებლობასთან დაკავშორებულ სასიხარულო ინფორმაციას.

კიდევ უფრო სასიამოვნოა, რომ ამ სასიხარულო ამბავმა დღეისთვის გადმოიწია.

კერძოდ, ირი დღეა მიმდინარეობდა მშენებლობაზე შემოტანა, ხოლო დღეს აეწყო და მუშაობა დაიწყო ამწემ.

დღეს, პირველი ამწის პირველი სამშაო დღეა.

გილოცავთ!


გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს:






სართულების მომატებასთან ერთად ამწეც მოიმატებს სიმაღლეში, ეზოში შენახული ტანით:




შიდა ეზოშიც არ ჩერდება მუშაობა:






გთავაზობთ ვიდეო ჩანაწერსაც: