Saturday, 5 March 2022

 მოგესალმებით ყველას,



კიდევ ერთხელ გვინდა თანადგომა გამოვხატოთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. 

გვჯერა, რომ მსოფლიოს მხარდაჭერით უკრაინა გაიმარჯვებს დედამიწის სიმსივნის (რუსეთის) წინააღმდეგ!


დღეს ინვესტორის ოფისში გაიმართა ამხანაგობა „ბაგები 502-სა“ და „ბაგები 504-ის“ გამგეობების გაერთიანებული სხდომა.

ამხანაგობა „ბაგები 502-მა“, მუდმივად დისონანსის შემოტანის, კონფლიქტური სიტუაციის შექმნის და ა.შ. გამო ამხანაგობა „ბაგები 504-ის“ წევრობა შეუჩერა ქ-ნ მ.დოლაბერიძეს და მის მაგივრად აირჩია ბ-ნი ე.აკობია.

ამხანაგობა „ბაგები 504-მა“  ერთხმად გადაწყვიტა, რომ შეტანილ იქნეს გამგეობის სხდომაზე წარმოდგენილი საჩივარი საქართველოს პროკურატურაში ბ-ნ გ.ძასოხოვის წინააღმდეგ, იმის გამო, რომ მან გვიჩივლა სასამართლოში ყალბი დოკუმენტების საფუძველზე. ამასთან, პროკურატურაში წარდგენილი იქნება ჩვენ მიერ მოძიებული, ჩვენ მშენებლობასთან, კომპანია „თბილისთან“ და „დინამოსთან“ დაკავშირებული გ,ძასოხოვის და მისი ხელშემწყობების მიერ გაყალბებული სხვა დოკუმენტებიც.

საჩივარი პროკურატურაში შეტანილი იქნება ორშაბათს.

თუ ვინმეს გაინტერესებთ პროკურატურის საჩივრის ელ.ვერსიის შინაარსი, შეგიძლიათ მიმართოთ ამხანაგობის თავმჯდომარეს.

გაერთიანებულ სხდომაზე მოწვეული იქნა „გუმბათის“ წარმომადგენელი, რომელმაც სხვადასხვა კითხვებზე გასცა პასუხი. 

უკრაინა-რუსეთის ომის გამო განაცხადა, რომ ჯერ არავითარი საფრთხე არ გველის, მასალების მარაგი არსებობს. შემდგომ რა იქნება ეს მომავალში გაირკვევა.


დღეს კვირის ბოლოა და ტრადიციულად გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

„ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოების ადგილზე დაიწყო ხიმინჯების „აპალოვკით“ შემოფარგვალა, რათა მასში ჩაისხას ბეტონი მეორე მიწისქვეშა სართულის გასაკეთებლად:




„ზ“ სადარბაზოს ადგილზე დაიგო ფილა და გაგრძელდა ხიმინჯების სიმაღლეში აყვანა:







:ხიმინჯები ჩაიდგა და ფილის დასაგებად მოსუფთავდა „თ“ და „ი“ სადარბაზოების ტერიტორია:




მიმდინარეობს ხიმინჯების ჩასმა ბოლო სადარბაზოების ადგილზე:





მალე ამ ადგილზეც დაიწყება არმატურის დაგება და ფილის დასხმა:








ვიდეო მასალა:







Thursday, 3 March 2022

მეგობრებო,

ყველა დედას გილოცავთ დედის დღეს!

ყველას დედას ვულოცავ დედის დღეს!

ნათელში იყოს ჩვენი გარდაცვლილი დედები!




Saturday, 26 February 2022

 ძვირფასო მეგობრებო,


გუშინ, 101 წლის წინ ბოლშევიკებმა დაიპყრეს საქართველო.

დღეს, ნეო-ბოლშევიკები იპყრობენ უკრაინას.

ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას



ჩვენი მშენებლობა თავისი ტემპით მიმდინარეობს. იმედია, რომ უკრაინა-რუსეთის ომი ხელს არ შეუშლის სამშენებლო მასალების ,მოწოდებას.

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

„ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოების ადგილზე სიმაღლეში იზრდება კოლონები:




ბეტონის ამოჭრა და ხიმინჯების ჩასმა მიმდინარეობს და მალე დამთავრდება „კ“, „ლ“ და „მ“ სადარბაზოების ადგილზე:





ზოგიერთი „ურწმუნო თომის“ დასანახად, რომლებიც პირიდან მხოლოდ სხამს უშვებენ და თვალებს იბნელებენ _ გთავაზობთ „ზ“ სადარბაზოს ადგილზე არმატურის დაწნის პროცესს, ფილის ბეტონის ჩასხმისთვის მოსამზადებლად:





ყიფშიძის მხრიდან დროებითი გზა ისტორიას ბარდება. იშლება ეს გზა და ამ ადგილზე დაიწყება ბეტონის ამოჭრა და ხიმინჯების ჩასმა, როგორც კი, „ლ“, და „მ“ სადარბაზოს ადგილზე დამთავრდება ხიმინჯების ჩასმა:







მოტანილია არმატურის ახალი მარაგი:





მშენებლობაზე თავისუფალი შესვლა ფაქტიურად ჩაიკეტა.

შესვლა ამხანაგობის წევრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის მოხდება  მხოლოდ დარაჯთან შეთანხმებით:







გთავაზობთ რამდენიმე ვიდეო ჩანაწერს:






Tuesday, 22 February 2022

 მშენებლობის ახალი ამბები


მეგობრებო,


გუშინ, მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობდა ბეტონის ჩასხმა (ფილის გაკეთება) „ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოების ადგილზე:













სულ ჩაისხა 150 ბეტონამრევი მანქანიდან. ამ ავტომობილების ინტენსივობა იმდენად დიდი იყო, რომ 3, 4 და მეტი მათგანი მუდმივად რიგში იდგა.


ერთდროულად ისხმებოდა 3 ბეტონამრევი მანქანიდან:


ბეტონის ჩასხმა გუშინ შებინდებამდე გაგრძელდა (თებერვალში ჯერ კიდევ ადრე ღამდება), ამიტომ გთავაზობთ გუშინდელი შესრულებული სამუშაოს დღევანდელ შედეგს. 

რამდენიმე დღე ბეტონს მორწყვა სჭირდება:



ფილის დაგება ნიშნავს იმას, რომ ფილის გაშრობის შემდეგ, ამ ადგილზე საძირკვლის მომზადება დამთავრებულია.


გარდა ფოტოებისა იხილეთ გუშინდელი და დღევანდელი ვიდეო ჩანაწერები: