Sunday, 16 March 2025

 მოგესალმებით ყველას,

კიდევ ერთხელ გილოცავთ გაზაფხულის დადგომას!

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ პირდაპირ ზაფხული მოვიდა. განწყობაც შესაბამისი უნდა გქონდეთ!

იმედია, გრიპიანობას მორჩით და ყველანი წესრიგში ხართ! განსაკუთრებით ბავშვები.

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

1-ელ და მე-2 სადარბაზოებისთვის დარჩა ერთი სართულის აშენება, რომელიც აპრიილისთვის დამთავრდება და ალბათ ყვითელი ამწეც დაიშლება:






მალე დაიწყება ეზოს სამუშაოები, ამიტომ შეიქმნა მუშების საცხოვრებელი სახლის დემონტაჟის აუცილებლობა:



მე-4-მე-6 სადარბაზოებისთვის გრძელდება შიდა სამუშაოები:



ასეთივე მდგომარეობაა მესამე პირების სადარბაზოებში:



ერთი სართულის აშენება დარჩა მე-7-მე-9 სადარბაზოებისთვისაც:





შიდა სამუშაოების ჩასატარებლად ბლოკების მარაგი საკმარისია:



ხედი ჩეხეთის საელჩოს მხრიდან:




ხედი აბულაძის ქუჩიდან:












იმათ გასაგონად, ვინც ყურადღებით არ კითხულობს საიტს, კიდევ ერთხელ გიხსნით, რომ ავტოსადგომებზე მდგომ მანქანებს, გასვლისას ყიფშიძის ქუჩის შემოვლა არ დასჭირდებათ, რადგან ჩვენივე გასასვლელი გვაქვს ყიფშიძის ბოლოში:



ხედი „კარფურის“ მხრიდან:






ხედი ყიფშიძის ქუჩის სხვადასხვა ლოკაციიდან:


















მშენებლობის ფრაგმენტის ხედი ვაკის პარკიდან:






Saturday, 1 March 2025

 მოგესალმებით ყველას და გილოცავთ გაზაფხულის დადგომას


1 თებერვლის ამხანაგობის კრების შემდეგ, მიუხედავად მრავალგზისი ახსნისა, მაინც ისმის რამდენიმე კითხვა, რომელზეც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ:
1. კრებაზე იმიტომ არ იყო ავტოსადგომებზე საუბარი, რომ 1 ავტოსადგომი ეკუთვნის ყველას და ამის მუდმივად გამეორება საჭირო არაა.
2. ყველას აქვს 122-123 და 142 კადრატული მეტრი, ნაცვლად 120-სა და 140-სა. მე-6 („ზ“) სადარბაზოში უფრო მეტი.
3. ბინის ფართს ნუ ითვლით ოთახების ფართების ერთმანეთზე მიმატებით. ასე ნაკლები გამოვა. უნდა გამოითვალოთ საერთო ფართი შიდა კედლების (ტიხრების) გარეშე. ფართობი გამოითვლება სიგრძისა და სიგანის ერთმანეთზე გადამრავლებით. არ გეწყინოთ, მაგრამ ფართობის გამოთვლას მე-5 კლასში ასწავლიან .
ასე, რომ ამ საკითხებზე ნუ მიდიხართ გაყიდვების ოფისში.
გაყიდვების ოფისში შეგიძლიათ ნახოთ სადარბაზოში გასასვლელი კარის ნიმუში.
კიდევ უფრო მეტი სიცხადისთვის  გაგიმეორებთ სადარბაზოს ნომრების შესაბამისობას 2005 წლიდან დღემდე და გთავაზობთ მეორე ცხრილს ნიშნულთან დაკავშირებით:

Bsadarbazos 2005 wlis droindeli nomeri

B`gumbaTis~ mier gadanomrili sadarbazo

სadarbazos amJamindeli nomeri

ა

1

11

ბ

2

კომერციული

გ

3

10

დ

4

9

ე

5

8

ვ

6

7

ზ

7

6

თ

8

5

ი

9

4

კ

10

3

ლ

11

2

მ

12

1

 
 
სართული და ნიშნული
 

სადარბაზო

ბოლო გადანომრვით

სართული

ნიშნული:  

მანძილი მიწიდან

1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9

2

+ 9.700

1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9

3

+ 13.050

1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9

4

+ 16.400

1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9

5

+ 19.750

1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9

6

+ 23.100

1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9

7

+ 26.450

1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9

8

+ 29.800

1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9

9

+ 33.150

 

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

ბოლო 2 კვირის მანძილზე 1-ლი და მე-2 სადარბაზოებისთვის აშენდა 3 სართული, ხოლო მე-3 სადარბაზოსთვის სიმაღლეში მშენებლობა დამთავრდა:





ინტენსიურად მიმდინარეობს ბეტონის შასხმა:



მე-4-მე-6 სადარბაზოებისთვის დამთავრდა მეტალო-პლასტიკის გარე ფანჯრების დაყენება. აქ გრძელდება შიდა სამუშაოები:



ასეთივე შიდა მშენებლობა მიმდინარეობს მესამე პირების კორპუსში:




მე-7-მე-9 სადარბაზოებისთვის დამთავრების სტადიაზეა მე-14 სართული:











ხედი „კარფურის“ მხრიდან:






ხედი ყიფშიძის ქუჩიდან:







ხედი ილია ჭავჭავაძის გამზირის მხრიდან: