Sunday, 19 May 2019

ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ წევრებს



ძვირფასო მეგობრებო,

ყველამ იცით. რომ 2019 წლის 10 მაისს შედგა ამხაბაგობა „ბაგები 502-ის“ საერთო კრება. კრებას ესწრებოდა 85 წევრი. რეგისტრაცია გაიარა 71-მა წევრმა. კრებას ესწრებოდა, მაგრამ რეგისტრაციას ხელი არ მოაწერეს: მ.დოლაბერიძემ, ხ.რუხაიამ, თ.ონიანმა, ნ.ივანიძემ. კრებას ესწრებოდა ადვოკატი ხათუნა გრიგალაშვილი, რომელიც წარმოადგენდა (ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებით) ამხანაგობის 35 წევრს. მათგან კრებას ესწრებოდა 24 წევრი, შესაბამისად ხ.გრიგალაშვილმა ხელი მოაწერა 11 წევრის მაგივრად. კრებას ესწრებოდა ადვოკატი რ.მიგრიაული, რომელიც აცხადებს, რომ აქვს ამხანაგობის 23 წევრის რწმულება (რწმუნებები გამგეობაში წარმოდგენილი არაა). ამ წევრებიდან 13 კრებას ესწრებოდა, შესაბამისად, იგი წარმოადგენდა 10 წევრს, თუმცა რეგისტრაციაზე ხელი არ მოუწერია. ამრიგად, რეგისტრაციაზე ხელი მოაწერა 71-მა წევრმა, ხოლო 14 წევრმა ხელი არ მოაწერა.
კრებამ განიხილა  ამხაბაგობა „ბაგები 502-ის“ წევრის დარეჯან აფციაურის საკითხი, რომელიც ითხოვდა მის ნაცვლად, ამხანაგობის წევრად, თავისი შვილიშვილის ლილე ხომასურიძის დაფიქსირებას. კრებამ ერთხმად მიიღო ცნობად და დაეთანხმა ქალბატონ დარეჯან აფციაურის მოთხოვნას. კრების თავმჯდომარე ს.ჯორბენაძემ განაცხადა, რომ მომავალში წესდებიდან ამოსაღებია ეს მოთხოვნა, რადგან აბსურდამდე მივდივართ იმ შემთხვევაში, თუ კრება მსგავსი მოთხოვნის წინააღმდეგ წავა.
სამშენებლო კომპანია „თბილისის“ და შესაბამისად აღსრულების სამსახურის გაყვანასთან დაკავშირებით ჩატარებულ სამუშაოზე დეტალურად ისაუბრა ადვოკატმა ხათუნა გრიგალაშვილმა. ქალბატონ ხათუნას მოფიქრებულმა სქემამ  და ჩატარებულმა ქმედებებმა გაამართლა და დღეს ს/კ „თბილისი“ აღარაა წინააღმდეგობა.
გეგმის მიხედვით, „ბაგები 504-ის“ დაფუძნებლად დაფიქსირდა  ამხაბაგობა „ბაგები 502“,  ამხაბაგობა „ბაგები 504-2“ და შპს „თსუ ყიფშიძის 1“. შპს-ზე გადავიდა „ბაგები 504-ის“ ვალდებულებები, რომელიც მოგვიანებით მას გადასცემს ინვესტორს.. შპს-ის დირექტორად აირჩიეს ს.ჯორბენაძე.
აღსრულების სამსახურში შეხვედრისას (ეს შეხვედრა ბოლო მცდელობა იყო ერთმანეთთან კონსენსუსის მიღწევისა და კომპანია „თბილისის“ გაყვანისა) ხ.რუხაიამ და ადვოკატმა რ.მიგრიაულმა მოითხოვეს შპს „თსუ ყიფშიძის 1-ის“ 37.5 % ამხანაგომის წევრ არჩილ გეგეშიძეზე გადაცემას და დირექტორად არჩევას.
კონსენსუსის მიღწევის მიზნით და ერთმანეთთან დაძაბულობის მოხსნის გამო, სიტუაციის ჩიხიდან გამოსვლისა და მშენებლობის გაგრძელების ფაქტობრივად ბოლო შანსის გამოყენების იმედით, ს.ჯორბენაძე და კახა ხარატიშვილი დათანხმდნენ თავიანთი წილის არჩილ გეგეშიძეზე გადაცემას. საბოოდ მოხდა შეთანხმება და ა.გეგეშიძეს გადაეცა ს.ჯორბენაძის 12.5 % და კ.ხარატიშვილის 25 % და საბოლოოდ გეგეშიძეს გაუხდა 37.5 %, ს.ჯორბენაძეს 37.5 % და ზ.(უ.) ბურჭულაძეს 25 %. კახა ხარატიშვილს აღარ დარჩა პროცენტი. დირექტორი იქნებოდა ა.გეგეშიძე. აღნიშნული ხელმოწერა დადასტურდა ს.ჯორბენაძისა და ხ.რუხაიას ხელმოწერით.
კრებაზე საუბარი იყო სამომავლო გეგმებზეც, რომელიც დაკავშირებულია ინვესტორის მოძიება-შემოყვანასა და მშენებლობის გაგრძელებაზე.
ს.ჯორბენაძემ ისაუბრა ინვესტორებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ არსებობს ორი კატეგორიის ინვესტორი. პირველი _ ითხოვს სართულების დამატებას და მეორე _ აშენებულის დანგრევას და ახალი პროექტით აშენებას. მანვე განაცხადა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტამდე საჭიროა რეალური ინვესტორების არჩევა. ყველა ფაქტორის აწონ-დაწონვა. აშენებულის დანგრევის შემთხვევაში ყველას შეგვინარჩუნდება ფართები.
კენჭისყრით, კრებამ ერთხმად მიიღო ის კრიტერიუმები, რომლითაც უნდა ვიხელძღვანელოთ ინვესტორებთან ურთიერთობისას. კენჭისყრის შემდეგ გამოითქვა მოსაზრება გამატებითი გარანტიების შესახებ. კრება შეთანხმდა (კენჭისყრის გარეშე), რომ შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი გარანტიები მშენებლობის დაჩქარების, რეალობისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
ამხანაგობის წევრმა ა.გეგეშიძემ, რომელიც უნდა დარეგისტრირებულიყო შპს „თსუ ყიფშიძის 1-ის“ დირექტორად, უარი განაცხადა დირექტორობაზე, მიუხედავად თავისი, რუხაიას და მიგრიაულის მოთხოვნისა, ხელმოწერილი შეთანხმებისა. გეგეშიძის მიერ თავისი ხელით საჯარო რეესტრში მიტანილი დოკუმენტაცია დახარვეზდა.
იმის გამო, რომ გეგეშიძემ უარი განაცხადა დირექტორობაზე, ხარვეზის გამოსწორებას აზრი დაეკარგა. რამდენიმე დღის შემდეგ ხ.რუხაიამ დაიწყო პრეტენზიების გამოთქმაიმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ხარვეზის გამოსწორება შპს-ის სხვა პარტნიორებს არ უნდოდა. ამ ტყუილის გასაქარწყლებლად ს.ჯორბენაძემ, კ.ხარატიშვილმა და უ.ბურჭულაზემ გამოასწორეს ხარვეზი და დეტალურად შეასრულეს ის პირობა, რომელსაც ხელი მოეწერა აღსრულების სამსახურში.
ამხანაგობის კრებაზე სანდრო ჯორბენაძემ უველას მოუწოდა ძველი წყენის დავიწყებისკენ და აქტიური თანამშრომლობისკენ მშენებლობის განახლებისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა დაეთანხმა ამ მოწოდებას,  ამხაბაგობა „ბაგები 502-ის“ ზოგიერთი წევრი მაინც კონფრონტაციისკენ და მშენებლობის დაწყების წინააღმდეგ მოქმედებს.
ამხაბაგობა „ბაგები 502-ის“ გამგეობამ, პირადად ს.ჯორბენაძემ ერთი წლის მანძილზე აგროვეს ის პრეტენზიები (ვალები და სხვ.), რაც დარჩა „ბაგები 504-ს“. დაახლოებით 6 თვის წინ გამგეობამ კიდევ ერთხელ მიმართა ყველას, სხვა ვალებისა და ვალდებულებების არსებობის შესახებ. საბედნიეროდ მეტი აღარ დამატებულა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ხ.რუხაიამ განაცხადა, რომ არსებობს „ბაგები 504-ის“ კიდევ 450 000 $ ვალი.
მივმართავთ ყველას, მათ შორის პრეტენზიის განმცხადებელ ხ.რუხაიას, უმოკლეს ვადაში წარმოადგენილი იქნეს ამ და სხვა ვალის დამადასტურებელი დოკუმენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ თანხის თაობაზე ინვესტორებთან მოლაპარაკება არ იწარმოებს.
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ  ამხაბაგობა „ბაგები 502-ის“ იმ წევრებს, რომლებიც ესწრებოდნენ 10 მაისის კრებას, რადგან კრება ასე მშვიდად და საქმიანად რამდენი წელია არ ჩატარებულა.
ამხაბაგობა „ბაგები 502-ის“ გამგეობა


1 comment:

  1. არასწორად არის გადმოცემული ტექსტში ჩემს მიერ შპს-ს დირექტორობაზე უარის თქმის მიზეზი. საქმე იმაშია, რომ როდესაც ვთანხმდებოდი და ხელს ვაწერდი შესაბამის ოქმს, იმ დროისთვის ჩემთვის უცნობი იყო ამხანაგობის სრულიად გასაიმდუმლოებურ პირობებში მომზადებული წესდების ტექსტი, რომლის თანახმადაც შპს "ყიფშიძე 1" ხდებოდა ბუტაფორული სტრუქტურა. კერძოდ, ამ წესდების მიხედვით მშენებელთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულების გაფორმების პროცესში რეალური ძალაუფლება თავმოყრილი იყო თავმჯდომარისა და გამგეობის ხელში, ხოლო პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი, მათ შორის კრედიტორების წინაშე, რჩებოდა შპს-ს. როდესაც წესდების ტექსტი ბოლოს და ბოლოს ცნობილი გახდა ჩემთვის, მე აღარ ვისურვე ბუტაფორული სტრუქტურის არც დირექტორობა და არც საერთოდ მასში მონაწილეობა. სწორედ ეს განვაცხადე 2019 წლის 10 მაისს გამართულ ამხანაგობის საერთო კრებაზე. ჩემი გადაწყვეტილება სრულიად გაცნობიერებული და საბოლოო იყო. აქვე დავამატებ, რომ 10 მაისის კრებამდე, საჯარო რეესტრს უკვე დახარვეზებული ჰქონდა ის ოქმი, რომელსაც მე ადრე ხელი მოვაწერე. ვინაიდან მე აღარ მსურდა შპს-თან რაიმე შემხებლობა მქონოდა, აღარ ვაპირებდი ხარვეზის გამოსწორებაზე მეზრუნა და, შესაბამისად, არ ვაყენებდი ამ საკითხს დღის წესრიგში. ამისდა მიუხედავად, ისე, რომ მე არ მაცნობეს, ბ-ნებმა ს.ჯორბენაძემ, კ.ხარატიშვილმა და უ.ბურჭულაძემ 10 მაისის საერთო კრებაზე ჩემი საჯარო განხადების შემდეგ საჯარო რეესტრში თავად გაასწორეს ხარვეზი, რომლის ძალითაც მე გადმომეცა შპს-ის გარკვეული წილი და გავხდი მისი დირექტორი. ჩემთვის მიუღებელია ამგვარი ნაბიჯის გამართლება იმით, რომ ბ-ნი ხიმური უკმაყოფილებას გამოთქვამდა ოქმის დახარვეზებასა და ზოგიერთი პარტნიორის მხრიდან ამ ხარვეზის გამოსწორების ხელის შეშლასთან დაკავშირებით. ის, რაც 10 მაისს განვახცადე, იმავე აზრზე ვარ ეხლაც და არ ვაპირებ მის შეცვლას. უბრალოდ, საწყენია, რომ ჩემს ზურგს უკან ისეთი ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც უშუალოდ მეხებოდა. თქვენი ინფორმაციისთვის, ჩემი უკმაყოფილება უკვე ორჯერ დავუფიქსირე ბ-ნ ს.ჯორებენაძეს სატელეფონო საუბარში, სადაც კატეგორიულად მოვითხოვე მოეწვია ბ-ნები ხარატიშვილი და ბურჭულაძე საჯარო რეესტრში და გაეუქმებინა ძალაში შესული (ხარვეზგამოსწორებული) ოქმი.

    ReplyDelete

Note: only a member of this blog may post a comment.