Sunday, 26 May 2019

მოგესალმებით ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ წევრებო



გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! გფარავდეთ ღმერთი!
2019 წლის 10 მაისიდან, როდესაც შედგა ამხანაგობის კრება, რამდენიმე აქტივობას ჰქონდა ადგილი. კერძოდ, 14 მაისს შედგა შეხვედრა სამშენებლო კომპანია „X2-თან“, 17 მაისს კომპანია „ალუსთან“, ხოლო 21 და 22 მაისს კომპანია „გუმბათთან“.
ამხანაგობამ ამ კომპანიებს წარუდგინა კრებაზე მიღებული მოთხოვნები, ხოლო კომპანიებმა წარმოადგინეს თავიანთი პირობები შემდგომი ურთიერთობების გასაგრძელებლად.
სამივე კომპანია თანახმაა განაახლოს მშენებლობა. პირველი შეხვედრა ემსახურებოდა საკუთარი პოზიციების გაცნობას. სამივე კომპანია მზადაა მიიღოს ჩვენი წინადადებები გარკვეული დეტალების გათვალისწინებით, რომელსაც შემდგომში კიდევ ერთხელ განვიხილავთ. სამივე კომპანიამ მოითხოვა გარკვეული პერიოდი თბილისის მერიასთან ურთიერთობის გარკვევისთვის.
ამის შემდეგ ინვესტორთა პირობები განხილული იქნება ჯერ ამხანაგობა „ბაგები 502-სა“ და „ბაგები 504-ის“ გამგეობებზე, ხოლო შემდეგ საერთო კრებაზე.
გარდა აღნიშნული ფირმებისა, ინტერესი გამოთქვა კიდევ რამდენიმე კომპანიამ, რომლებთან შეხვედრა შედგება უახლოეს მომავალში.
ამხანაგობა „ბაგები 502-სა“ და „ბაგები 504-ის“ თავმჯდომარე სანდრო ჯორბენაძეს ამხანაგობის წევრები ურეკავენ და ატყობინებენ, რომ 28 მაისს ტარდება ამხანაგობის კრება და ინტერესდებიან იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ დევს ეს ინფორმაცია საიტზე.
ამხანაგობა „ბაგები 502-სა“ და „ბაგები 504-ის“ გამგეობის წევრები მიმართავს ყველას ვინც ამხანაგობის სახელით, გამგეობისგან სეპარატისტულად აპირებს კრების ჩატარებას: ლეგიტიმური ორგანო არის ამხანაგობა „ბაგები 502-სა“ და „ბაგები 504-ის“ გამგეობები. მათ მიერ არავითარი კრება ან გამგეობის სხდომა არ იგეგმება. აღნიშნულის შესახებ არც „ბაგები 502-სა“ და არც „ბაგები 504-ის“  გამგეობამ არაფერი იცის. შესაბამისად ჩვენ მიგვაჩნია, რომ ცალკეული პირების მიერ, გამგეობისგან მალულად მოწვეული ასეთი კრებები ემსახურება მშენებლობის განახლების ხელის შეშლას.
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ საქმიანობაში ჩარეულია ამხანაგობა „ბაგები 502-სა“ და „ბაგები 504-ის“ წევრები, დაისმება საკითხი გამგეობიდან მათი გაყვანის შესახებ.
კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას, ნებისმიერი კრების ჩატარების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით ამ საიტზე.
გამგეობასთან შეუთანხმებელი ნებისმიერი სხვა საქმიანობა მიმართული იქნება საერთო საქმის _ მშენებლობის განახლების წინააღმდეგ.
ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ გამგეობა

1 comment:

  1. განმარტება 28 მაისს გამართულ შეკრებასთან დაკავშირებით

    მიმდინარე წლის 28 მაისს უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში გაიმართა ამხანაგობა ბაგები-502-ის რამდენიმე წევრის შეხვედრა ადვოკატ რ.მიგრიაულთან. ეს ის წევრები არიან რომლებსაც რწმუნებულებები აქვთ მიცემული ბ-ნი მიგრიაულისთვის. შეკრება სრულიად ლეგიტიმური იყო და არავის აქვს ამგვარი შეკრების დაგმობის უფლება, მით უმეტეს მასში მონაწილე ზოგიერთი წევრისადმი სანქციებით დამუქრების. გამგეობის წევრი იქნება, თუ რიგითი წევრი, ამხანაგობის ნებისმიერ წევრს ან წევრთა ჯგუფს აქვს სრული უფლება საკუთარ ადვოკატს შეხვდეს. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ამხანაგობის მნიშვნელოვან ნაწილში ჯერ კიდევ ნარჩუნდება თავმჯდომარისა და გამგეობის ცალკეული წევრების მიმართ უნდობლობა და მშენებელთან ურთიერთობებში შეცდომის დაშვების შიში. შესაბამისად, ამხანაგობის ეს ნაწილი მიიჩნევს, რომ პროცესს კვალიფიციური თვალის მიდევნება სჭირდება, რისთვისაც დაქირავებული ჰყავს საკუთარი ადვოკატი. ამგვარი შეხვედრები რეგულარულად გაიმართება. კიდევ ერთხელ, ეს არვითარი სეპარატიზმი არ არის და მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება საერთო მიზანს - თითოეული ჩვენთაგანისთვის სასურველ კონდიციაში აშენდეს საცხოვრებელი ფართი.

    ReplyDelete

Note: only a member of this blog may post a comment.