Friday, 14 June 2019

ამხანაგობა „ბაგები 504-სა“ და „ბაგები 502-ის“ წევრებს



ძვირფასო მეგობრებო,

2019 წლის 11 ივნისს შედგა ამხაბაგობა „ბაგები 504-ის“ გამგეობის სხდომა. გამგეობის 17 წევრიდან, სხდომას ესწრებოდნენ შემდეგი წევრები:
1. სანდრო ჯორბენაძე
2. მერი ნიკოლაიშვილი
3. ელეონორა კაჭარავა
4. ნინო ბაბუნაშვილის წარმომადგენელი ხათუნა გრიგალაშვილი
5. ომარ ქომურჯიშვილი
6. კახა ხარატიშვილი
7. ნინო ღაღანიძის წარმომადგენელი თენგიზ გუჯეჯიანი
8. გრიგოლ დავითაია
9. ხათუნა ლუტიძის წარმომადგენელი ნუგზარ ყენია
10. ხიმურ რუხაია
11. მანანა დოლაბერიძე და მისი წარმომადგენელი ლაშა უფლისაშვილი
12. დავით მეშველიანი
13. როსტომ კენჭოშვილი
14. შალვა ანდღულაძე

კრება გახსნა „ბაგები 504-სა“ და „ბაგები 505-ის“ თავმჯდომარე სანდრო ჯორბენაძემ.
პირველ საკითხად მან მოითხოვა „ბაგები 502“-ისა და „ბაგები 504“-ის ამხანაგობების ყოფილი თავმჯდომარის ხიმურ რუხაიასგან ორივე ამხანაგობებთან დაკავშირებული და მის მიერ შენახული და დღემდე გადმოუცემელი დოკუმენტებისა, ასევე ბეჭდის გადაცემა. აღნიშნული მოთხოვნა წერილობითი ფორმით გადაეცა ხიმურ რუხაიას, რომელმაც ხელის  მოწერით დაადასტურა, რომ მოკლე დროში გასცემდა წერილობით პასუხს დოკუმენტების თაობაზე, რაც შეეხება ბეჭედს მასთან ინახება და გადასცემს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ არავითარი დოკუმენტი მასთან არაა.
მეორე საკითხზე ს. ჯორბენაძემ სიტყვა გადასცა ხათუნა გრიგალაშვილს.
ხათუნა გრიგალაშვილმა ამხანაგობის წევრებს დეტალურად გააცნო იმ ინვესტორებთან მოლაპარაკების დეტალები, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს მშენებლობაზე და პირველი შეხვედრის შემდეგ გარკვეული ქმედებები განახორციელეს და მზად არიან დაიწყონ მშენებლობა. ეს ფირმებია „X2“, „გუმბათი“ და „ალუ“. 
ხათუნა გრიგალაშვილმა დეტალურად ისაუბრა ყველა მათგანის დადებით და უარყოფით მხარეებზე.
ერთი საკითხი, რომელსაც ითხოვდა კომპანია „გუმბათი“ არის ის, რომ სანდრო ჯორბენაძემ ამხანაგობის სახელით მისცეს მას ექსკლუზიური უფლება მერიასთან მოლაპარაკების საკითხებში.
აღნიშნული საკითხის „გუმბათის“ სასარგებლოდ გადაწყვეტეზე გამგეობამ ამ ეტაპზე უარი უთხრა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გამგეობას ეზღუდებოდა ხვა ინვესტორებთან მოლაპარაკება და ასეთ ვითარებაში მხოლოდ „გუმბათს“ ექნებოდა ექსკლუზიური უფლება სამომავლო ურთიერთობაზე, რაც ამ ეტაპზე არ არის მომგებიანი ამხანაგობისათვის. გამგეობა თანახმაა განსხვავებული ფორმით, კერძოდ ამხანაგობა შეიტანს თავისი სახელით განაცხადს ადმინისტრაციულ ორგანოებში, რაზეც არ არის წინააღმდეგი ნება დართოს ზეპირსიტყვიერად „გუმბათს,“ მერიასთან მოლაპარაკებაზე, სხვა ინვესტორების პარალელურად.
გამგეობაზე კვლავ წამოიჭრა საკითხი 450 000 აშშ დოლარის გადახდასთან დაკავშირებით. ხ.რუხაია კვლავ ამტკიცებს, რომ ეს თანხა გადასახდელია და რომ ეს თანხა თეიმურაზ ჩარკვიანის მიერ უკრაინელი ინვესტორისათვის შედგენილ შეთავაზებაშია, თუმცა ვისია ჩარკვიანის მიერ მითითებული ეს ვალები გაურკვეველია. ხ.გრიგალაშვილის კითხვაზე, რომ დავუშვათ იხდის ინვესტორი ამ თანხას, ვის ვუხდით, ვის უნდა დავუბრუნოთ ან/და გადავუხადოთ ეს თანხები? სამწუხაროდ პასუხი არა აქვს ხიმურ რუხაიას და არც ვალდებულების წარმოშობის დოკუმენტი წარმოდგენილი არ არის.
გამგეობამ გადაწყვიტა: 450 000 აშშ დოლარის, როგორც დავალიანების თანხაზე  საუბარი და ყურადღების გამახვილება, რადგან გადასახდელი არაა, არ არის საჭირო ინვესტორებთან.
სანდრო ჯორბენაძემ განაცხადა, რომ გამგეობის სხდომას ქალბატონი ხათუნა გრიგალაშვილი ესწრება, როგორც ნინო ბაბუნაშვილის წარმომადგენელი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ იგი ამავე დროს წარმოადგენს სამართლებრივ კონსულტანტს, როგორც ადვოკატი და სამშენებლო საკითხების პროფესიონალი. 5-6 წელია იგი უანგაროდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გვემსახურება და სამაგიეროდ იღებდა ლანძღვასა და ცილისწამებას.
ქალბატონი ხათუნას აქტიურობითა და მოფიქრებული სქემის მიხედვით შევძელით სს „სამშენებლო კომპანია „თბილისის“ გაკოტრების მმართელის აღსრულების ეროვნული ბიუროს ჩამოშორება. ამ სქემის წინააღმდეგი იყო ამხანაგობის წევრთა ერთი ნაწილი. ამ სქემის აღსრულებაში საკმაოდ რთული გამოდგა აღსრულების სამსახურის დარწმუნება და დათანხმება, რაშიც ხათუნა გრიგალაშვილის სამართლებრივი არგუმენტები რომ არ ყოფილიყო დღესაც არ გვეყოლებოდა „თბილისი“ გარიცხული.
გამომდინარე აქედან, სხდომის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარესთან და წევრებთან ერთან, ოფიციალურად უნდა მივცეთ უფლება ქალბატონ ხათუნას მონაწილეობა მიიღოს ინვესტორებთან მოლაპარაკებაში. მანვე უნდა მოამზადოს ხელშეკრულება მშენებელთან და გაუწიოს სამართლებრივი კონსულტაცია ამხანაგობას ინვესტორთან ხელშეკრულების მომზადებისა და ხელმოწერიდან მშენებლობის დასრულებამდე პერიოდში. აღნიშნული ქმედებები ვეღარ გაგრძელდება ამხანაგობის, ხათრისა და კეთილი სურვილების იმედად. ვინაიდან ამხანაგობას არ გააჩნია არანაირი შემოსავლები, ამასთანავე ამხანაგობას მშენებლობის დასრულებამდე გვესაჭიროება კვალიფიციური იურისტი ადვოკატ ხათუნა გრიგალაშვილის სახით, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს სამშენებლო და ამხანაგობის საქმიანობის სფეროში, შემოიტანა წინადადება _ ხათუნა გრიგალაშვილმა ინვესტორთან თავად დაადგინოს პირობები მისთვის გადასახდელი, ასანაზღაურებელი ჰონორარის ფორმასა და ოდენობაზე.
აღნიშნულ საკითხს დაეთანხმნენ გამგეობის წევრები და მოითხოვეს საკითხის კენჭისყრაზე დაყენება.
სხდომის თავმჯდომარემ კენჭისყრაზე დააყენა შემდეგი საკითხი: ხართ თუ არა თანახმა ქალბატონმა ხათუნა გრიგალაშვილმა მონაწილეობა მიიღოს ინვესტორებთან მოლაპარაკებებში „ბაგები 504-ის“ სახელით და მისი ფინანსური ანაზღაურების საკითხზე თვითონვე მოელაპარაკოს ინვესტორს და განსაზღვროს ანაზღაურების შესაბამისი ფორმა და ოდენობა?
კენჭისყრის შედეგად სხდომის 14-ვე წევრმა განაცხადა თანხმობა, უარსა და თავის შეკავებას ადგილი არ ჰქონია.
სხდომაზე მანანა დოლაბერიძის წარმომადგენელმა ლაშა უფლისაშვილმა დააყენა საკითხი, თუ როგორ ესახებათ გამგეობის წევრებს მშენებლის არჩევის საკითხი, ისეთ ვითარებაში, როდესაც კონკურენციიდან გამომდინარე, შესაძლებელია ყველა ინვესტორმა ერთი და იგივე პირობები შემოგვთავაზოს ან/და დაეთანხმოს ჩვენს შეთავაზებულ პირობებს? ლაშა უფლისაშვილის განცხადებით ეს ძნელი წარმოსადგენია და მისთვის გაუგებარია, თუ როგორ უნდა აირჩეს ასეთ ვითარებაში მშენებელი.
ლაშა უფლისაშვილის მიერ დაყენებულ წინადადებაზე ნინო ბაბუნაშვილის წარმომადგენელმა ხათუნა გრიგალაშვილმა გამგეობას შესთავაზა ასეთი გამოსავალი, ამხანაგობამ უნდა შეადგინოს იმ ხელშეკრულების რედაქცია, ანუ ისეთი ხელშეკრულება, სადაც მშენებელს, ინვესტორს, ექნება შესასრულებელი ვალდებულებები და სადაც ამხანაგობისა და იმ 59-61 პირის ინტერესები, ასევე სხვა კრედიტორების (რომელთა მიმართ არსებობს დადგენილი ვალდებულება და გარკვეულია სასამართლოს მიერ) უფლებები იქნება დაცული და მათი რისკები მინიმუმამდე დაყვანილი. ეს ხელშეკრულება უნდა იქნეს წარმოდგენილი გამგეობაზე, განვიხილოთ, ტექსტი დავხვეწოთ და ამის შემდეგ შევთავაზოთ ინვესტორებს, ვინც დაეთანხმება ხელშეკრულების ტექსტს, იმ ინვესტორთან გავაგრძელებთ მუშაობას.

გამგეობამ დაადგინა:
1. დაევალოს ქ-ნ ხათუნა გრიგალაშვილს 20 ივნისამდე შეადგინოს ხელშეკრულების პროექტი, რათა ამ პროექტით მოხდეს ინვესტორების ინფორმირება;
2. მიეცეს უფლება ადვოკატ ხათუნა გრიგალაშვილს მონაწილეობა მიიღოს ინვესტორებთან მოლაპარაკებაში;
3. ხათუნა გრიგალაშვილს მიეცეს თანხმობა თავისი ანაზღაურების საკითხზე მოლაპარაკება და შეთანხმება აწარმოოს ინვესტორთან;
4. ამ ეტაპზე უარი ეთქვას კომპანია „გუმბათს“ მერიასთან მოსალაპარაკებლად „ექსკლუზიური“ უფლების გადაცემაზე.

ამხაბაგობა „ბაგები 504-ის“ გამგეობის თავმჯდომარე სანდრო ჯორბენაძე
კრების  მდივანი გამგეობის წევრი ომარ ქომურჯიშვილი



No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.