ძვირფასო მეგობრებო,
როგორც შეგატყობინეთ, ორშაბათიდან, 28 ივნისიდან ინვესტორი იწყებს ყველა თქვენგანთან გასაუბრებას. საუბარია „ბაგები 504-ის“ 128 წევრზე.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ დაბარება-შეთანხმებას იწყებენ „დ“ სადარბაზოდან.
ინვესტორის წარმომადგენელი დაგირეკავთ და დაგიბარებენ. გაგაცნობენ თქვენ სართულს და ოთახების განლაგებას ახალ პროექტში. აქედან გამომდინარე ხელი სამმხრივად (თქვენ, ინვესტორი და ბმა „ბაგები 504-ის“ თავნჯდომარე) მოეწერება შეთანხმებას სართულისა და ფართის თაობაზე. ყველას ფართი უცვლელია, ხოლო სართული და სადარბაზო იგივე რჩება 99 % შემთხვევაში.
დროის მოგების მიზნით, უმჯობესია თან იქონიოთ ხელთ არსებული დოკუმენტაცია.
კიდევ გიმეორებთ, რომ დარეკვას ახორციელებს ინვესტორი, რომელიც შეისწავლის მის ხელთ არსებულ დოკუმენტებს,
აქედან გამომდინარე, ცოტა უცნაურია ზოგიერთის სულსწრაფობა და სატელეფონო ზარები იმასთან დაკავშირებით, რომ ვუშუამდგომლოთ მათ უფრო ადრე დაბარების თაობაზე.
ბოდიში, მაგრამ 40 წელია იცდით და რამდენიმე დღე ვეღარ მოგითმენიათ?
გამონაკლისი შეიძლება იყოს მხოლოდ უცხოეთში მცხოვრები წევრები, რომლებიც საქართველოში არიან და უცხოეთში წასვლამდე რამდენიმე დღე აქვთ დარჩენილი.
ინვესტორი იწყებს გასაუბრფებას დამყადაღებელ 8 პირთანაც.
No comments:
Post a Comment
Note: only a member of this blog may post a comment.