Monday 4 September 2023

 მოგესალმებით მეგობრებო,


კიდევ ერთხელ გილოცავთ სასამართლოში გამარჯვებას. 

შეიძლება ბევრს ვერც კი წარმოგიდგენიათ რა მნიშვნელობისაა ეს გამარჯვება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალაში არაა შესული.

ბევრ თქვენგანს აინტერესებს საკითხი იმის შესახებ, გაასაჩივრებს თუ არა ძასოხოვი სააპელაციო სასამართლოში.

ამაზე პასუხი იქნება 15 ოქტომბრამდე. მაშინ გავიგებთ გაასაჩივრებს თუ არა.

ის ყოფილი სპორტსმენია. ოლიმპიური პრინციპის შესაბამისად, მას შეუძლია აღიაროს დამარცხება და აღარ გააგრძელოს დავა თსუ პროფესორ-მასწავლებლებთან, რომლებიც 42 წელზე მეტია ელოდებიან ამ სახლის აშენებას. თუ არ შეიტანს, ეს იქნება რეალისტური, ადამიანური მიდგომა საქმისადმი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ის, გარდა სპორტსმენობისა და იურისტობისა _  ბიზნესმენია, რომელსაც იურისტები უმტკიცებენ (არა უფასოდ), რომ მას შეუძლია პროფესორ-მასწავლებლებს მოსთხოვოს 3-4 მილიონი აშშ დოლარი, რომ ის მართალია და გაიმარჯვებს.

ამიტომ, ძალიან ძნელია ამ ეტაპზე იმის თქმა რას იზამს გ. ძასოხოვი.

ნებისმიერი შემთხვევისთვის ჩვენ მზად ვართ.

თუ შეიტანს აპელაციას, გადაწყვეტილების ძალაში შესვლა გადაიწევს. 42 წელია ვითმენთ და ამასაც მოთმინებით დაველოდებით.

დიდი მადლობა ამხანაგობის ყველა იმ წევრს (მათ მემკვიდრეებს), რომლებიც ესწრებოდით სასამართლო სხდომებს.

სასამართლოს არა მარტო კანონიერი, არამედ სამართლიანი გადაწყვეტილების შეფასება იყო ის ტაში, რომლითაც გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გავაცილეთ მოსამართლე და ის ცრემლები, რომელიც ზოგიერთ ქალბატონს გადმოსცვივდა.

სასამართლო პროცესისთვის მომზადებამ იმდენი დრო წაიღო, რომ სულ დაგვავიწყდა მშენებლობის მიმდინარეობაზე მონიტორინგი.


გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

ირველი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისთვის გრძელდება ავტოსადგომის მე-2 სართულის მშენებლობა. ისხმება ბეტონი ყალიბებში:






დასრულების ფაზაშია მე-4 („ი“) და მე-5 („თ“) სადარბაზოების მშენებლობა. ამ ლოკაციებზე დამთავრდა სიმაღლეში კორპუსის შენება. ამ კვირაში დაისხმება ბეტონი ბოლო სართულზე და ამ სადარბაზოების ადამიანური რესურსი გადანაწილდება პირველი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოების სწრაფი ტემპით აშენებაზე.

მართალია, ამ ორი სადარბაზოს სიმაღლეში ზრდა დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ჩაბარება მოხდება სხვა სადარბაზოებთან ერთად 2025 წლის დეკემბერში:








  

ხედი „კარფურის“ მხრიდან:








ხედი ყიფშიძის მხრიდან:





პარალელურად მიმდინარეობს მე-6 („ზ“) სადარბაზოს მშენებლობა. ამ ლოკაციაზე დარჩენილია 5 სართულის აშენება, რომელიც სავარაუდოდ წლის ბოლომდე დამთავრდება:

 





ამ ლოკაციის ხედი „კარფურის“ მხრიდან:




ხედი ყიფშიძის ქუჩიდან:




მე-10 („გ“), კომერციული („ბ“) და მე-11 („ა“) სადარბაზოების მშენებლობაც სწრაფ ტემპში მიმდინარეობს. დარჩენილია 9 სართულის აშენება:




ხედი „კარფურიდან“:





ყიფშიძის მხრიდან:



















No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.