Saturday 16 September 2023

  •  მოგესალმებით მეგობრებო,


ბევრი თქვენგანი ისევ მრავალ კითხვას სვამს სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ არაა ძალაში შესული., რადგან ძასოხოვს აქვს გასაჩივრების ვადა.

რაც შეეხება მის მიერ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას, ძნელია ისაუბრო იმაზე, თუ რას ფიქრობს სხვა.

ბევრი თქვენგანი საუბრობს ადამიანურ გრძნობებზე, სირცხვილზე და ა. შ.

თქვენ იცით, რომ გ.ძასოხოვს დამთავრებული აქვს თსუ იურიდიული ფაკულტეტი (მის მატრიკულში, ალბათ ჩვენი პროფესორ-მასწავლებლის ხელით ჩაწერილი შეფასებაც იქნება), თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის ეჩივლა თავისი ლექტორებისთვის.

ასე, რომ ყველაფერია მოსალოდნელი.

ჩვენ, სამართლებრივად 200 % მართლები ვართ.


ჩვენ კი, ვაგრძელებთ სახლის მშენებლობას.

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

1-ლი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისთვის მზადდება ავტოსადგომის მე-2 სართულის გადასახური ყალიბების მომზადება:








მე-4 („ი“) და მე-5 („თ“) სადარბაზოებისთვის ბეტონით გადაიხურა ბოლო სართული, რითაც ამ ლოკაციაზე ბეტონ-არმატურის სამუშაოები დამთავრებულია.

გ ი ლ ო ც ა ვ თ  ა მ  ს ა დ ა რ ბ ა ზ ო ე ბ ი ს  მ ა ც ხ ო ვ რ ე ბ ლ ე ბ ო !









გრძელდება სამშენებლო სამუშაოები მე-6 („ზ“) სადარბაზოსთვისაც:




ასევე ადის სიმაღლეში მესამე პირთა სადარბაზოებიც (მე-10 („გ“), კომერციული („ბ“) და მე-11 („ა“)):




ლოკაციების ხედი ყიფშიძის ქუჩიდან:






ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ღელვა ეტყობა იმ სადარბაზოების მაცხოვრებლელბს, რომლებიც „ჯერ არ დაწყებულა“ _ მე-7 („ვ“), მე-8 („ე“) და მე-9 („დ“).

პირველი შეცდომა ისაა, რომ მიწის სამუშაოები შესრულებულია. ასე, რომ „არდაწყება“ არასწორი ტერმინია.

ასაღელვებელი არაფერია, რადგან ეს სადარბაზოები ზუსტად იმ სიმაღლისაა, რაც მე-4 და მე-5 სადარბაზოები _ 16 სართული.

მშენებლობის დამთავრებამდე დარჩა 2 წელი და 3 თვე.

მოდით შევადაროთ მე-4-მე-5 სადარბაზოების მშენებლობის ტემპი:

ასეთი მდგომარეობაა დღეისთვის _ 2023 წლის 16 სექტემბრისთვის:



ასეთი მდგომარეობა იყო 1 წლისა და 2 თვით ადრე _ 2022 წლის ივლისში:



მე-7-მე-9 სადარბაზოები უფრო სწრაფად აშენდება, რადგან აღარ იქნება პარალელურად 6 სადარბაზოს აშენება.

ჩაბარება მოხდება ყველა სადარბაზოსი ერთობლივად.

ამრიგად, არც ღელვაა საჭირო და არც დაბოღმვა.



No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.