Saturday 13 April 2024

 მოგესალმებით მეგობრებო,


გაცნობებთ, რომ ძასოხოვის საკასაციო საჩივარი უზენაესმა სასამართლომ მიიღო. ჩვენ წარვადგენთ შესაგებელს.

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს:

1-ელ („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა პირველი საცხოვრებელი სართულის ყალიბების დაყენება და არმატურის დაწნა. დარჩა მეტონის ჩასხმა:








მე-4 („ი“) და მე-5 („თ“) სადარბაზოებისთვის კვლავ გრძელდება შიდა სამუშაოები:





მე-6 („ზ“) სადარბაზოსთვის დაიწყო ბოლო სართულის მშენებლობა:




მე-7 („კ“), მე-8 („ე“) და მე-9 („დ“) სადარბაზოებისთვის მიმდინარეობს გახურებული მუშაობა ავტოსადგომის მე-2 სართულის გასაკეთებლად:











მე-10 („გ“), კომერციული („ბ“) და მე-11 („ა“) სადარბაზოებისთვის გრძელდება შიდა ტიხრების გაკეთების სამუშაოები:




ხედი „კარფურის“ მხრიდან:




ხედი ყიფშიძის მხრიდან:













უკვე რამდენი წელია, რაც „გუმბათმა“ (ჯერ კიდევ მათთან ხელშეკრულების დადებამდე) გამოგვიცვალა ღობე და აგვაცილა 50 000 ლარის ჯარიმა. ამ ხნის მანძილზე (მზისგან, თოვლისგან, ქარისგან და ა.შ.) გაფუჭდა ღობის ნაწილი.

სულ რამდენიმე დღეა, რაც ინვესტორმა ყიფშიძის ქუჩიდან ახალი ღობე გააკეთა, რომელზეც უკვე მოესწრო პლაკატების გაკვრაც და ჩამოხევაც:








No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.