Saturday 27 April 2024

 მოგესალმებით ყველას,

გილოცავთ ბზობის დღესასწაულს!


გთავაზობთ მშენებლობის რამდენიმე საათის წინ გადაღებულ ფოტოებს.

1-ლი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისთვის თამთავრდა პირველი საცხოვრებელი სართულის მშენებლობა და მიმდინარეობს მე-3 საცხოვრებელი სართულისთვის არმატურის დაგება-დაწნა:









თითქმის დამთავრდა მე-4 („ი“) და მე-5 („თ“) სადარბაზოების შიდა კედლების ამოყვანა. მალე ფანჯრების ჩასმაც დაიწყება:





დასასრულს უახლოვდება მე-6 („ზ“) სადარბაზოს მშენებლობა:






მე-7 („ვ“), მე-8 („ე“) და მე-9 („დ“) სადარბაზოებისთვის დღეს დამთავრდა ავტოსადგომის მე-2 სართულის გადახურვა (ბეტონის ჩასხმა). მალე გაშრება და დაიწყება კომერციული სართულის მშენებლობა:








მე-10 („გ“), კომერციული („ბ“) და მე-11 („ა“) სადარბაზოებისთვის ჩვეულებრივად გრძელდება შიდა სამუშაოები:




ფანჯრები და კარებები, ჩადგმამდე, ჯერ ნიმუშადაა გამოფენილი მე-4 („ი“) სადარბაზოში:




ხედი ყიფშიძის ქუჩიდან:













ჩვენი მშენებლობა ჭავჭავაძის მხრიდან _ „კარფურს“ და „ტყუპებს“ შორის, აგრეთვე, „აგროჰაბის“ უკან:






No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.