მოგესალმებით მეგობრებო,
ამხანაგობის კრებაზე წარმოდგენილი სამკვიდროების მიხედვით, ამხანაგობის გარდაცვლილი წევრები ჩანაცვლდება იმ მემკვიდრეებით, რომლებიც არიან მითითებული სამკვიდროში.
კრების შემდეგ არავის წარმოუდგენია სამკვიდროები და უფლების დათმობის ხელშეკრულება. იმათ, ვისაც არ წარმოუდგენია სამკვიდროები ან არ აქვს გახსნილი (6 თვის გაუსვლელობის გამო), აუცილებლად აიღეთ, რადგან დაგჭირდებათ მომავალში, რამდენიმე თვეში.
ადრეც ვთქვით და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მინდობილობა (რწმუნება) არ წარმოადგენს სამკვიდროს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ მინდობილობის საფუძველზე შეუძლებელია ამხანაგობის ახალ წევრად მიღება. რწმუნება მოქმედებს მარწმუნებლის სიცოცხლის მანძილზე.
ამხანაგობის რამდენიმე წევრი მივიდა „გუმბათის“ გაყიდვების ოფისში და ითხოვს რაღაც ხელშეკრულების დადებას.
ამხანაგობის კრებაზე მსგავსი არაფერი გვითქვამს.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ რეესტრს გადაეცემა ახალ წევრთა სია. რეესტრი ჯერ ამტკიცებს ჩვენი ამხანაგობისთვის გადმოსაცემ საერთო (ჯამურ) ფართს. რამდენიმე თვის შემდეგ კი, მოხდება ინდივიდუალური გაფორმება.
იმ შემთხვევაში, თუ 1 თებერვლის შემდეგ გაკეთდება სამკვიდრო მოწმობა ან უფლების დათმობა, ესეც გათვალისწინებული იქნება საბოლოო სიების გადაცემის დროისთვის.
კრებაზე ქ-ნ ხათუნა გრიგალაშვილის მიერ წაკითხული განშლის ოქმის მიხედვით მოხდება ბინების გაფორმება.
თუ ვინმემ ვერ დაიმახსოვრა ან არ ესწრებოდა კრებას, შეუძლია მიმართოს ამხანაგობის თავმჯდომარეს და ის მოგცემთ ინფორმაციას ბინის მდებარეობის შესახებ.
არ დაგავიწყდეთ, რომ 20 თებერვალს გვაქვს სასამართლო პროცესი.
No comments:
Post a Comment
Note: only a member of this blog may post a comment.