Friday, 21 February 2025

 მოგესალმებით,


გუშინ გაიმართა სასამართლო სხდომა მანანა აფხაძის სარჩელის გამო.

როოგორც მოგეხსენებათ, ამ ქალბატონმა განაცხადა, რომ თურმე მხოლოდ ის აკეთებდა საქმეს და ჩვენ უნდა ავუნაზღაუროთ 231 132 ლარი + 7812 $, რაც ჯამში 90 000 $ წარმოადგენს.

სამწუხარო ისაა, რომ ამას ეთანხმებიან ჩვენი ამხანაგობის წევრები _ ლ.გულუა, თ.ონიანი და ლ.ბერუაშვილის შვილი. 

სასამართლოს დაწყებამდე და პროცესის დროს ლ.გულუა ისე ყვიროდა და მოზღვავებული ენერგიით აქტიურობდა, რომ თვითონ მ.აფხაძეც განცვიფრებული უყურებდა.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მტკიცებულებათა წარდგენა და შუამდგომლობების დაყენება.

ჩვენ მოვიპოვეთ გამგეობის სხდომის ჩანაწერი, რომელიც იმით განსხვავდება აფხაძის მიერ წარმოადგინილ იგივე დოკუმენტისგან, რომ ჩვენ დოკუმენტში გამგეობის 13 წევრიდან ხელს აწერს 6 წევრი, ხოლო აფხაძის დოკუმენტსი ჩადამატებულია პ.ჩაგელიშვილის ხელმოწერა (კვორუმისთვის).

ჩვენ დავაყენეთ მოთხოვნა კალიგრაფიული ექსპერტიზის ჩატარებაზე, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ამასთან წარვადგინეთ პ.ჩაგელიშვილის ხელმოწერები სხვადასხვა დოკუმენტებზე.

მ.აფხაძემ თავის მართლება დაიწყო იმით, რომ მას დოკუმენტის დედანი 2024 წელს გადასცა ლ.ბერუაშვილის შვილმა.

თქვენ ყველას კარგად გახსოვთ, 2017 წლიდან მოყოლებული, თუ როგორ ვთხოვდით ხ.რუხაისა და ლ.ბერუაშვილს მათ ხელთ არსებული დოკუმენტების გადმოცემას, თუმცა პასუხად ვიღებდით უარს ორივესგან _ თითქოს არავითარი დოკუმენტები არ აქვთ. ქალბატონმა ლიამ ბოლოს ისიც განაცხადა, რომ მაქვს და არ გაძლევთო.

ამის საპირისპიროდ, უკვე მისი შვილი, სასამართლოში ჩვენ მოწინააღმდეგე მხარეს ამარაგებს სხვადასხვა, მათ შორის 12-14 წლის შემდეგ (სავარაუდოდ პ.ჩაგელიშვილის გარდაცვალების შემდეგ) ჩამატებული ხელმოწერილიანი დოკუმენტით.

ქალბატონი გულუა გაიძახის, რომ შევუგროვოთ აფხაძეს 500-500 აშშ დოლარიო.

შეგახსენებთ, რომ ქალბატონმა ხათუნა გრიგალაშვილმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ძასოხოვზე სამივე ინსტანციის სასამართლოში და მას სასამართლომ 1000 ლარის ოდენობით აუნაზღაურა.

აფხაძის საქმეზე სასამართლო პროცესი გაგრძელდება ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შემდეგ.

იქამდე სხვა პროცესებიც გვაქვს.

სამწუხაროა, რომ სულ 5-6 ადამიანი ესწრებოდა ჩვენი მხრიდან (გულუა, ონიანი და ბერუაშვილის შვილი მოწინააღმდეგე მხარესაა).

ეს პროცესები თქვენც გეხებათ მეგობრებო. თქვენ შვილებს და შვილიშვილებს ვისაც უტოვებთ ამ ბინებს.

მადლობა იმახალგაზრდებს, რომლებიც მოვიდნენ პროცესზე და ჩაერთვნენ თავიანთი, საკუთარი ბინის მიღების ბრძოლაში, განსხვავებით იმ მომავალი თაობისა, რომლებსაც 1 თებერვლის კრებაზე ხელმოწერის რიგში ჩადგომაც კი არ სურდათ დროის სიმწირის გამო. ეს იმ დროს, როცა მხცოვანი პროფესორები იდგნენ რიგში.

ეტყობა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვთ.

როდესაც დაინიშნება სასამართლო პროცესი შეგატყობინებთ.



No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.