Friday, 19 September 2025

 მოგესალმებით,


10 და 15 სექტემბერს საიტზე დაიდო, ხოლო ვისი მეილებიც გვაქვს იმათ დამატებით შეგახსენეთ, რომ აუცილებელია ყველა ბინისთვის ამხანაგობის სახელზე საკადასტრო კოდის აღება. ამისთვის საჭიროა გარკვეული თანხის გადახდა. 

გთხოვთ, კიდევ ერთხელ გადახედეთ ამ ტექსტებს და დროულად გადაიხადეთ თანხა.


გუშინ ხაშურის რაიონულ სასამართლოში შედგა სასამართლო პროცესი გოჩა ძასოხოვის |თურქი ბიზნეს მეგობრის _ საბაჰატდინ ილდიზის სარჩელთან დაკავშირებით.

მოგახსენებთ ფაქტობრივ გარემოებებს. როგორც გახსოვთ, ჩვენ გავიმარჯვეთ ძასოხოვთან. მან გადაწყვიტა, რომ გააგრძელოს დავა, მაგრამ იმის გამო, რომ იმავე საგანზე, იმავე მხარეებს შორის ახალი დავის წარმოება შეუძლებელია, გადაწყვიტა, რომ მისი პარტნიორის სახელით მოახდინოს ეს. ს.ილდიზი ითხოვს 2 800 000 აშშ დოლარს (იგივე თანხას, ცოტა მეტს ითხოვდა ჩვენგან. იგივე თანხას სთხოვდა კომპანია „თბილისს“ და „თბილისის“ გაკოტრების საქმეში ჩართულია მე-6 თუ მე-7 რიგის კრედიტორად).

კერძოდ, ს.ილდიზმა გვიჩივლა ჩვენ, ვითიბი ბანკსა და გ.ძასოხოვს. სასამართლოს ყადაღა დაადებინეს ჩვენ ქონებაზე. ეს ყადაღა მოვახსნევინეთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს. ძასოხოვისგან არაფერს ითხოვს.

ილდიზის წარმომადგენელმა _ ც.დევრისაშვილმა განაცხადა, რომ ილდიზმმა ხელზე, „ქეშად“, ყოველგვარი დოკუმენტის, მიღება-ჩაბარების ან უბრალოდ ქაღალდის ნაგლეჯზე ხელმოწერის გარეშე გადასცა გ.ძასოხოვს 1 500 000 აშშ დოლარი ჩვენი ბინის ასაშენებლად. ძასოხოვმა კი, ამ ფულით თ.ჩარკვიანს მოახსნევინა იპოთეკა.

პროცესი ხაშურში ძალიან დიდხანს გაგრძელდა. როგორც ყოველთვის ბრწყინვალე იყო ჩვენი წარმომადგენელი ხათუნა გრიგალაშვილი. ბანკის წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ ქალბატონ ხათუნას და თავის მხრივ ეკონომიკურ-ფინანსური კუთხით განიხილეს ილდიზის სარჩელის აბსურდულობა.

ილდიზისა და ძასოხოვის წარმომადგენლები ერთ პოზიციაზე იყვნენ და შეხმატკბილებული გამოდიოდნნენ ჩვენ წინააღმდეგ (არადა ძასოხოვი ვითომ მოწინააღმდეგე მხარე იყო). ზასოხოვის წარმომადგენელი ყველაფერში ეთანხმებოდა ილდიზის წარმომადგენელს. მოიფიქრეს მოწმის მოყვანაც. მოწმედ გამოცხადდა იმ დროინდელი ვითიბი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზაზა სიორიძე.

მან განაცხადა, რომ კარგად ახსოვს ძასოხოვის (მისი მეგობრის), ილდიზისა და ჩარკვიანის ვიზიტი ბანკში. მისი გამოსვლა ძალიან ჰგავდა წინასწარ მომზადებული ტექსტის წაკითხვას. რამდენიმე შეცდომა მაინც დაუშვა: 

1. ხ.გრიგალაშვილის კითხვაზე, თუ რა სიმაღლის იყო ს.ილდიზი, მან განაცხადა, რომ საშუალო ან საშუალოზე დაბალი. 10 წუთის წინ კი, ილდიზის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ის მაღალია, საშუალოზე გაცილებით მაღალი.

2. ხ. გრიგალაშვილის ერთ-ერთ კითხვაზე, ისე, რომ ჯერ კითხვა დასმული არ იყო, ზ. სიორიძემ დაწყებისთანავე უპასუხა საკმაოდ გაბრაზებული და მკაცრი ტონით. როდესაც ქ-მა ხათუნამ უთხრა, რომ ჯერ კითხვა არ დამისვამს და როგორ მპასუხობთო, სიორიძემ განაცხადა, რომ ვიცი რაც უნდა მკითხოთო.

მოკლედ, ზ.სიორიძე სავარაუდოდ კაერგად იყო დატრენინგებული, თუმცა მისი ჩვენებით ვერც ის დამტკიცდა, რომ ძასოხოვს ილდიზმმა მისცა ფული და ვერც ის, რომ ეს ფული მოხმარდა ჩვენი სახლის მშენებლობას.

ქალბატონმა ხათუნამ სასამართლოს განუცხადა, რომ თუ ეს მართლაც ასეა, რომ 1,5 მილონი დოლარი ასე ხელიდან ხელში, ყოველგვარი გაფორმების გარეშე და საზღვარზე უდეკლარაციოდ შემოტანის გამო წარმოადგენს თაღლითობას, ფულის გათეთრებას და ა.შ. სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.

პროცესი დამთავრდა. იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ.

გადაწყვეტილების გამოცხადება ხაშურის რაიონულ სასამართლოში 29 სექტემბერს, 13 საათზე.

No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.