მოგესალმებით ყველას,
დაიწყო სექტემბერი და სულ უფრო ახლოვდება ჩვენი სახლის მშენებლობის დასრულება.
15 სექტემბრიდან ვიწყებთ დარეგისტრირების პროცედურას საჯარო რეესტრში.
ბევრმა ისე გაიგო, რომ ამავე დღეს დამთავრდება ყველაფერი.
15 სექტემბერს ვიწყებთ!
პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი იქნება ის ადამიანები, რომლებმაც 47 წლის წინ დაიწყეს მშენებლობა და დღეს ცოცხლები არიან.
იქამდე შეგახსენებთ, რომ გვაქვს სასამართლო პროცესები:
1. თბილისში _ თბილისის საქალაქო სასამართლოში _ 2025 წლის 5 სექტემბერს 14 საათზე (დარბაზი # 65), თამრო ჩანქსელიანის სარჩელთან დაკავშირებით.
2. ხაშურში _ ხაშურის რაიონულ სასამართლოში _ 2025 წლის 18 სექტემბერს 12:00 საათზე, ძასოხოვის ძმაკაცის თურქი ბიზნესმენის სარჩელთან დაკავშირებით.
სულ უფრო ლამაზდება ჩვენი სახლის იერსახე.
გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს:
No comments:
Post a Comment
Note: only a member of this blog may post a comment.