Sunday, 19 May 2019

ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ წევრებს



ძვირფასო მეგობრებო,

ყველამ იცით. რომ 2019 წლის 10 მაისს შედგა ამხაბაგობა „ბაგები 502-ის“ საერთო კრება. კრებას ესწრებოდა 85 წევრი. რეგისტრაცია გაიარა 71-მა წევრმა. კრებას ესწრებოდა, მაგრამ რეგისტრაციას ხელი არ მოაწერეს: მ.დოლაბერიძემ, ხ.რუხაიამ, თ.ონიანმა, ნ.ივანიძემ. კრებას ესწრებოდა ადვოკატი ხათუნა გრიგალაშვილი, რომელიც წარმოადგენდა (ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებით) ამხანაგობის 35 წევრს. მათგან კრებას ესწრებოდა 24 წევრი, შესაბამისად ხ.გრიგალაშვილმა ხელი მოაწერა 11 წევრის მაგივრად. კრებას ესწრებოდა ადვოკატი რ.მიგრიაული, რომელიც აცხადებს, რომ აქვს ამხანაგობის 23 წევრის რწმულება (რწმუნებები გამგეობაში წარმოდგენილი არაა). ამ წევრებიდან 13 კრებას ესწრებოდა, შესაბამისად, იგი წარმოადგენდა 10 წევრს, თუმცა რეგისტრაციაზე ხელი არ მოუწერია. ამრიგად, რეგისტრაციაზე ხელი მოაწერა 71-მა წევრმა, ხოლო 14 წევრმა ხელი არ მოაწერა.
კრებამ განიხილა  ამხაბაგობა „ბაგები 502-ის“ წევრის დარეჯან აფციაურის საკითხი, რომელიც ითხოვდა მის ნაცვლად, ამხანაგობის წევრად, თავისი შვილიშვილის ლილე ხომასურიძის დაფიქსირებას. კრებამ ერთხმად მიიღო ცნობად და დაეთანხმა ქალბატონ დარეჯან აფციაურის მოთხოვნას. კრების თავმჯდომარე ს.ჯორბენაძემ განაცხადა, რომ მომავალში წესდებიდან ამოსაღებია ეს მოთხოვნა, რადგან აბსურდამდე მივდივართ იმ შემთხვევაში, თუ კრება მსგავსი მოთხოვნის წინააღმდეგ წავა.
სამშენებლო კომპანია „თბილისის“ და შესაბამისად აღსრულების სამსახურის გაყვანასთან დაკავშირებით ჩატარებულ სამუშაოზე დეტალურად ისაუბრა ადვოკატმა ხათუნა გრიგალაშვილმა. ქალბატონ ხათუნას მოფიქრებულმა სქემამ  და ჩატარებულმა ქმედებებმა გაამართლა და დღეს ს/კ „თბილისი“ აღარაა წინააღმდეგობა.
გეგმის მიხედვით, „ბაგები 504-ის“ დაფუძნებლად დაფიქსირდა  ამხაბაგობა „ბაგები 502“,  ამხაბაგობა „ბაგები 504-2“ და შპს „თსუ ყიფშიძის 1“. შპს-ზე გადავიდა „ბაგები 504-ის“ ვალდებულებები, რომელიც მოგვიანებით მას გადასცემს ინვესტორს.. შპს-ის დირექტორად აირჩიეს ს.ჯორბენაძე.
აღსრულების სამსახურში შეხვედრისას (ეს შეხვედრა ბოლო მცდელობა იყო ერთმანეთთან კონსენსუსის მიღწევისა და კომპანია „თბილისის“ გაყვანისა) ხ.რუხაიამ და ადვოკატმა რ.მიგრიაულმა მოითხოვეს შპს „თსუ ყიფშიძის 1-ის“ 37.5 % ამხანაგომის წევრ არჩილ გეგეშიძეზე გადაცემას და დირექტორად არჩევას.
კონსენსუსის მიღწევის მიზნით და ერთმანეთთან დაძაბულობის მოხსნის გამო, სიტუაციის ჩიხიდან გამოსვლისა და მშენებლობის გაგრძელების ფაქტობრივად ბოლო შანსის გამოყენების იმედით, ს.ჯორბენაძე და კახა ხარატიშვილი დათანხმდნენ თავიანთი წილის არჩილ გეგეშიძეზე გადაცემას. საბოოდ მოხდა შეთანხმება და ა.გეგეშიძეს გადაეცა ს.ჯორბენაძის 12.5 % და კ.ხარატიშვილის 25 % და საბოლოოდ გეგეშიძეს გაუხდა 37.5 %, ს.ჯორბენაძეს 37.5 % და ზ.(უ.) ბურჭულაძეს 25 %. კახა ხარატიშვილს აღარ დარჩა პროცენტი. დირექტორი იქნებოდა ა.გეგეშიძე. აღნიშნული ხელმოწერა დადასტურდა ს.ჯორბენაძისა და ხ.რუხაიას ხელმოწერით.
კრებაზე საუბარი იყო სამომავლო გეგმებზეც, რომელიც დაკავშირებულია ინვესტორის მოძიება-შემოყვანასა და მშენებლობის გაგრძელებაზე.
ს.ჯორბენაძემ ისაუბრა ინვესტორებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ არსებობს ორი კატეგორიის ინვესტორი. პირველი _ ითხოვს სართულების დამატებას და მეორე _ აშენებულის დანგრევას და ახალი პროექტით აშენებას. მანვე განაცხადა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტამდე საჭიროა რეალური ინვესტორების არჩევა. ყველა ფაქტორის აწონ-დაწონვა. აშენებულის დანგრევის შემთხვევაში ყველას შეგვინარჩუნდება ფართები.
კენჭისყრით, კრებამ ერთხმად მიიღო ის კრიტერიუმები, რომლითაც უნდა ვიხელძღვანელოთ ინვესტორებთან ურთიერთობისას. კენჭისყრის შემდეგ გამოითქვა მოსაზრება გამატებითი გარანტიების შესახებ. კრება შეთანხმდა (კენჭისყრის გარეშე), რომ შესაძლებელია მოთხოვნილი იქნეს დამატებითი გარანტიები მშენებლობის დაჩქარების, რეალობისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
ამხანაგობის წევრმა ა.გეგეშიძემ, რომელიც უნდა დარეგისტრირებულიყო შპს „თსუ ყიფშიძის 1-ის“ დირექტორად, უარი განაცხადა დირექტორობაზე, მიუხედავად თავისი, რუხაიას და მიგრიაულის მოთხოვნისა, ხელმოწერილი შეთანხმებისა. გეგეშიძის მიერ თავისი ხელით საჯარო რეესტრში მიტანილი დოკუმენტაცია დახარვეზდა.
იმის გამო, რომ გეგეშიძემ უარი განაცხადა დირექტორობაზე, ხარვეზის გამოსწორებას აზრი დაეკარგა. რამდენიმე დღის შემდეგ ხ.რუხაიამ დაიწყო პრეტენზიების გამოთქმაიმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ხარვეზის გამოსწორება შპს-ის სხვა პარტნიორებს არ უნდოდა. ამ ტყუილის გასაქარწყლებლად ს.ჯორბენაძემ, კ.ხარატიშვილმა და უ.ბურჭულაზემ გამოასწორეს ხარვეზი და დეტალურად შეასრულეს ის პირობა, რომელსაც ხელი მოეწერა აღსრულების სამსახურში.
ამხანაგობის კრებაზე სანდრო ჯორბენაძემ უველას მოუწოდა ძველი წყენის დავიწყებისკენ და აქტიური თანამშრომლობისკენ მშენებლობის განახლებისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა დაეთანხმა ამ მოწოდებას,  ამხაბაგობა „ბაგები 502-ის“ ზოგიერთი წევრი მაინც კონფრონტაციისკენ და მშენებლობის დაწყების წინააღმდეგ მოქმედებს.
ამხაბაგობა „ბაგები 502-ის“ გამგეობამ, პირადად ს.ჯორბენაძემ ერთი წლის მანძილზე აგროვეს ის პრეტენზიები (ვალები და სხვ.), რაც დარჩა „ბაგები 504-ს“. დაახლოებით 6 თვის წინ გამგეობამ კიდევ ერთხელ მიმართა ყველას, სხვა ვალებისა და ვალდებულებების არსებობის შესახებ. საბედნიეროდ მეტი აღარ დამატებულა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ხ.რუხაიამ განაცხადა, რომ არსებობს „ბაგები 504-ის“ კიდევ 450 000 $ ვალი.
მივმართავთ ყველას, მათ შორის პრეტენზიის განმცხადებელ ხ.რუხაიას, უმოკლეს ვადაში წარმოადგენილი იქნეს ამ და სხვა ვალის დამადასტურებელი დოკუმენტები. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ თანხის თაობაზე ინვესტორებთან მოლაპარაკება არ იწარმოებს.
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ  ამხაბაგობა „ბაგები 502-ის“ იმ წევრებს, რომლებიც ესწრებოდნენ 10 მაისის კრებას, რადგან კრება ასე მშვიდად და საქმიანად რამდენი წელია არ ჩატარებულა.
ამხაბაგობა „ბაგები 502-ის“ გამგეობა


Monday, 6 May 2019

საინფორმაციო კრება


ძვირფასო „ბაგები502-ის“ წევრებო

2019 წლის 10 მაისს 19 საათზე შედგება ამხანაგობის საინფორმაციო კრება თსუ მე-2 კორპუსის 217-ე აუდიტორიაში.
გამგეობა

Saturday, 4 May 2019


ძვირფასო მეგობრებო!

2019 წლის 2 მაისს თსუ მე-2 კორპუსის 311-ე აუდიტორიაში ჩატარდა ამხანაგობა „ბაგები 502-სა“ და „ბაგები 504-ის“ გამგეობების გაერთიანებული სხდომა.
სხდომაზე ჩამოყალიბდა ის ძირითადი კრიტერიუმები, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ინვესტორებთან მოლაპარაკების დროს. აღნიშნული კრიტერიუმები განხილული იქნება ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ საერთო კრებაზე.
სხდომაზე გამგეობის რამდენიმე წევრმა (მ.დოლაბერიძე, თ.აბრამიშვილი, ხ.რუხაია) მოითხოვა „ბაგები 504-ის“ წესდების ახალი რედაქციის ტექსტის გაცნობა. 
ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ საერთო კრება ჩატარების თარიღად დადგინდა 10 მაისის 19 საათი. კონკრეტულ აუდიტორიას შეგატყობინებთ მომდევნო კვირის დასაწყისში. კრება იქნება ინფორმაციული ხასიათის.

Thursday, 25 April 2019


ძვირფასო ამხანაგობის წევრებო
გილოცავთ! გილოცავთ! გილოცავთ!

25 აპრილი ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ და „ბაგები 504-ის“ ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღი გახდა, ისტორიული დღე.
ბატონ ზაურ გახარიას დახმარებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის სოსო ბაღათურიასა და მისი მოადგილის ზურაბ ჩიკვაიძის, თანამშრომლების სოფო ლოქაბიძისა და ლელა ხაციკიდუს მონაწილეობით, ადვოკატ ხათუნა გრიგალაშვილის სამართლებრივი დახმარებითა და აქტიური მონაწილეობით, ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ გამგეობის დაუღალავი მუშაობით სამშენებლო კომპანია „თბილისი“ გარიცხულია ამხანაგობა „ბაგები 504-ის“ წევრობიდან, შესაბამისად, აღსრულების ეროვნული ბიურო ჩამოგვეხსნა და მათთან აღარაფერი გვაკავშირებს.
25 აპრილსავე, ამხანაგობა „ბაგები 504-ის“ თავმჯდომარედ დამტკიცებულია სანდრო ჯორბენაძე (იხ. თანდართული კრების ოქმი). ამხანაგობა „ბაგები 504-ის“ წევრებად მიღებულია ამხანაგობა „ბაგები 504-2“, რომლის თავმჯდომარეა ბატონი ზაურ გახარია და შპს „თსუ ყიფშიძის 1“, რომლის დირექტორია არჩილ გეგეშიძე.
ნებისმიერი სამართლებრივი საკითხის გასარკვევად შეგიძლიათ მოგვმართოთ და წარმოადგინოთ თქვენი მოსაზრებები „ბაგები 502-ის“ გამგეობაში.
უახლოეს ხანში ვაპირებთ „ბაგები 502-ის“  საინფორმაციო კრების ჩატარებას, სადაც განხილული იქნება საკითხი სავარაუდო სამშენებლო კომპანიისთვის კრიტერიუმების ჩამოყალიბება. ნებისმიერი მოსაზრება განხილული იქნება ამხანაგობის წევრთა საერთო კრებაზე და გამგეობის სხდომაზე.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ გამარჯვებას და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!






Thursday, 4 April 2019

მიმართვა ამხანაგობა „ბაგები-502-ის“ წევრებს


მიმართვა ამხანაგობა „ბაგები-502-ის“ წევრებს

ძვირფასო მეგობრებო,
ვრცელდება უამრავი ცრუ ინფორმაცია და ბინძური ტყუილი იმის თაობაზე, რომ თითქოს „ბაგები502-ის“ გამგეობას სურს მთელი ქონება გადასცეს გ.ძასოხოვს.
ძასოხოვის საკითხის მოგვარებას ითხოვს აღსრულების სამსახური. ძასოხოვი ჩვენი არჩევანი არაა. აღსრულების სამსახურს სურს, რომ ჩამოშორდეს „ბაგები-504-ს“, რაც ძასოხოვის, როგორც კრედიტორის დაკმაყოფილებით უნდა მოხდეს.
გარწმუნებთ, რომ „ბაგები502-ის“ გამგეობის არცერთი წევრი არ აპირებს რაიმე აჩუქოს ძასოხოვს. თავის მხრივ არც ჩვენ მიერ დათანხმებული ინვესტორი არ აპირებს ზედმეტი ფართები მისცეს ამხანაგობის რომელიმე წევრს.
გამგეობა არც ძასოხოვის ვალების აღიარებას აპირებს. როგორც იტყვიან კარგ მთქმელს უნდა კარგი გამგონი.
„ბაგები502-ის“ გამგეობის სხდომაზე დეტალურად, მუხლობრივად იქნა გარჩეული ის ცვლილებები, რომლებიც შესატანია სადამფუძნებლო ხელშეკრულებაში. გამგეობის ამ სხდომას ესწრებოდა თითქმის ყველა წევრი, მათ შორის ლაშა უფლისაშვილი და ირაკლი კემულარია. არც ერთს და არც მეორეს არ დაუნახია საშიშროება იმისა, რომ ფართებს ვჩუქნით ძასოხოვს (დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ უშუალოდ მათ მიმართონ). იმის თქმა, რომ ისინი ხედავენ რაიმე საფრთხეს არის ან მათი მხრიდან პროფესიის ღალატი ან უცოდინრობა, რადგან ერთობლივი განხილვის დროს მათი შენიშვნაც კი შევიდა ხელშეკრულების ცვლილებაში.
ფაქტობრივად მიმდინარეობს მიზანმიმართული ლანძღვა-გინება გამგეობისა და ამხანაგობის წევრების მოტყუება იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას უნდა ქონების გადაცემა სხვისთვის.
საინტერესო იქნება ლაშა უფლისაშვილმა ან სხვა იურისტმა მიგვითითოს იმ პუნქტზე, რომელიც გულისხმობს ფართების გადაცემას. ნორმალურად წაიკითხონ და ადეკვატური კომენტარი გაუკეთონ ასეთ არდაწერილ ნორმას.
აღსრულების სამსახურის სურვილია, აგრეთვე, „ბაგები504-2-ის“ შემოყვანაც, რომლის წევრებმაც მშვენივრად იციან, რომ აღსრულებას ძასოხოვის საკითხის მოგვარება სურს და თანახმა არიან ამისი.
გამომდინარე იქიდან, რომ დროა ბოლო მოეღოს ამგვარ ცილისწამებას, „ბაგები502-ის“ გამგეობა შეიკრიბება და იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე 10 ან 11 აპრილს.
კიდევ ერთხელ გვინდა გაცნობოთ, რომ „ბაგები502-ის“ გამგეობა სულ 1 წელია რაც დამტკიცდა შემოსავლების სამსახურის მიერ. აქედან გამომდინარე „ბაგები502-ის“ თავმჯდომარე სანდრო ჯორბენაძე ავტომატურად გახდა „ბაგები504-ის“ თავმჯდომარე, თუმცა „ბაგები504-ის“ თავმჯდომარეობისთვის საჭიროა აღსრულების სამსახურის თანხმობა, რომელიც თავისი ინტერესების გამო ამას არ აკეთებს. ერთ-ერთ არგუმენტად მოაქვს ის ფაქტი, რომ ლ.ბერუაშვილმა და ხ.რუხაიამ სარჩელი შეიტანეს სასამართლოში ახალი გამგეობის არჩევასთან და საგადასახადო სამსახურის მიერ სანდრო ჯორბენაძის „ბაგები502-ის“ თავმჯდომარედ დამტკიცებასთან დაკავშირებით.
ამ ხალხმა მართლაც შეიტანეს სარჩელი სასამართლოში, მაგრამ იმდენად უვიცად და სამართლებრივად გაუმართავად იყო შედგენილი, რომ 2019 წლის 9 იანვარს სარჩელი
 არ იქნა მიღებული წარმოებაში.
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას ნუ აყვებით პროვოკაციას.
ჩვენი ძირითადი მიზანია არა ვინმეს ინტერესების დაცვა ან შემოყვანა, არამედ სახლის აშენება.

Saturday, 16 February 2019

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან


ძვირფასო მეგობრებო,

დღემდე ჩვენი ამხანაგობა მოიხსენიებოდა, როგორც სტუდქალაქის ტერიტორიაზე ასაშენებელი სახლი. ოფიციალურად კი, ბენზოგასამართი სადგურის მოპირდაპირედ მიმდებარე ტერიტორია.
ჩვენ ვთხოვეთ ჩვენ ადვოკატ ხათუნა გრიგალაშვილს, რათა მიენიჭებინა ნომერი, რათა გაგვერკვია, თუ რომელ ქუჩაზე მდებარეობს ასაშენებელი სახლი _ ყიფშიძის, აბულაძის თუ მიქელაძის.
ქალბატონი ხათუნას მცდელობით, როგორც იქნა მოგვენიჭა ნომერი და 2019 წლიდან ესაა: ყიფშიძის ქუჩა # 1.
გილოცავთ!


იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
< http://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFKAF6PPHGnOty0gxBwHdfssod8sO9WiPA5QRiRqHe2ea >



Wednesday, 13 February 2019


ბმა „ბაგები 502-ის“ წევრებს

ძვირფასო მეგობრებო გადავწყვიტეთ განვაახლოთ საიტზე ინფორმაციის მოწოდება, რადგან ათასნაირი ჭორი, ტყუილი და ცილისწამება  ვრცელდება „ბაგები 502-ის“ გამგეობის წევრებზე და ზოგიერთ სხვაზეც.
ამ ეტაპზე კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ შემოსავლების სამსახურის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ სანდრო ჯორბენაძე რეგისტრირებულია თავმჯდომარედ 2018 წლის მარტიდან. 2017 წლის ოქტომბერში ამხანაგობის კრების მიერ არჩეული თავმჯდომარე, შემოსავლების სამსახურის მიერ დაფიქსირდა 5 თვის შემდეგ. ამის მიზეზი იყო ძველი თავმჯდომარისა და ზოგიერთი ქალბატონის მიერ სასამართლოში, სამინისტროებში და ა.შ. შეტანილი სარჩელი და საჩივარი. ასევე, თანამდებობის პირების მიმართ გამოთქმული, რბილად რომ ვთქვათ არაეთიკური გამონათქვამები მათ უშუალო ხელმძღვანელობასთან.
იგივე ხალხი, ამჟამადაც ანალოგიურ ქმედებებს ახორციელებენ ამხანაგობა „ბაგები 504-ის“ მიმართ. დებულების თანახმად „ბაგები 502-ის“ თავმჯდომარე ავტომატურად ხდება ბმა „ბაგები 504-ის“ თავმჯდომარე ან თანათავმჯდომარე, თუმცა ამისთვის საჭიროა ამის დაფიქსირება ანალოგიურად ბმა „ბაგები 502-სა“.
აქედან გამომდინარე დღეს გვაქვს ასეთი მდგომარეობა: „ბაგები 504-ის“ თავმჯდომარე აღარაა ხ.რუხაია და არცერთი ინვესტორი მასთან ხელის მოწერას არ აპირებს, ხოლო სანდრო ჯორბენაძის დაფიქსირებას ხელს უშლიან მაქსიმალურად.