Saturday, 23 October 2021

 ძვირფასო მეგობრებო,


ნელ-ნელა, მაგრამ მაინც წინ მიდის ჩვენი სახლის მშენებლობა.

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.


გრძელდება ბურჯების ჩასმა. ამჯერად „ა“, „ბ“ და „გ“ კორპუსების კედლის მხარეს:








პარალელურად , ბურჯებისთვის იჭრება ბეტონი „ზ“ კორპუსის მხარეს:





ფოტოების გადაღების დროს მოვიდა ბეტონის მანქანა და კიდევ ერთ ბურჯში ჩაისხა:







როგორ მოგეხსენებათ, ბურჯები ჩადის მიწაში 12 მეტრის სიღრმეში. ამ 12 მეტრიდან ამოღებული მიწა კი, გროვდება ეზოში ერთ ადგილზე. შემდეგ მიმდინარეობს ამ მიწის გატანა. მიწის გატანა განხორციელდა დღესაც. აქვე შეამჩნევთ, რომ იწნება ახალი ბურჯები:







Monday, 18 October 2021

 მოგესალმებით მეგობრებო,


მშენებლობაზე მშენებლობა არ შეჩერებულა. 

2 დღეა მშენებლობა გადავიდა ინტენსიურ რეჟიმში.

გთავაზობთ ამის დასადასტურებელ დღევანდელ ფოტოებს.


საერთო ხედი ზემოდან:





დაიწყო ბურჯების ჩასმა „ა“, „ბ“ და „გ“ (დღევანდელი 1-ლი, მე-2 და მე-3) სადარბაზოების ადგილას:




ესაა პირველი ბურჯი, რომელიც ჩაიდგა მიწაში 12 მეტრზე და ჩაბეტონდა:



დღესვე ჩაისხა ბეტონი მეორე ბურჯში:




12-მეტრიან ორმოში ჩადებულ არმატურის ბურჯებს ზემოდან ედგმება ძაბრი, რომელშიც ისხმება ბეტონი:





საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მშენებლები ფუტკრებივით მუშაობენ.


გვერდითა კორპუსების ჩვენი მომჩივანი მეზობლები გადავიდნენ ჩივილის ცივილურ მეთოდებზე და ქუჩის აქციების ნაცვლად იჩივლეს სასამართლოში.


Monday, 27 September 2021

 

ძვირფასო მეგობრებო,

ყველამ ნახეთ კახა კალაძისა და გიორგი ტყემალაძის გამოსვლა ტელევიზიით, სადაც მათ მიერ კატეგორიულად იყო გაცხადებული, რომ ყიფშიძის 1-ში სახლი აშენდება და ის არ არის უკანონო მშენებლობა.

კახა კალაძემ ისიც განაცხადა, რომ სართულების დაწევაზეც შეიძლებოდა ინვესტორთან მოლაპარაკება.

მიუხედავად ამისა, ყიფშიძის მომჩივანი მეზობლები მაინც აგრძელებენ საპროტესტო აქციებს (10-15 ადამიანი).

გარდა რამდენიმე საინფორმაციო გადაცემისა, ისინი აკეთებენ სპეციალურ გადაცემებს, ძირითადად ტელეკომპანია „ფორმულაზე“. ტელეკომპანია „ფორმულა“ პერმანენტულად ახორციელებს ყიფშიძის 1-ის მშენებლობის წინააღმდეგ გადაცემებს, ცდილობს უფრო მეტი სიმძაფრე შემატოს ამ საკითხს.

ამის ნათელი დადასტურება იყო ა.წ. 9 სექტემბერს „ფორმულაზე“ გასული (10:40 - 11:05) ჟურნალისტ თაკო ნოზაძის სიუჟეტი და ამ საკითხის სტუდიაში განხილვა (https://drive.google.com/file/d/1vTBa6n_ojSbya5T-2ZUxdLnZ6kILWjxs/view).

ეს არაა ტ/კ „ფორმულის“ პირველი გადაცემა, ამიტომ ჩვენი ამხანაგობების გამგეობამ და წევრებმა გადავწყვიტეთ, რომ ყველა სიუჟეტზე გაჩუმება არ ეგების და შევიტანეთ განცხადება საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში. განცხადების ფარგლებში, ქარტია (რომელიც ჟურნალისტებისგან შედგება) იმსჯელებს ტ/კ „ფორმულის“ ამ ჟურნალისტის მიმართ, ეთიკის ქარტიის 1-ლი პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას   –  მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

მიგვაჩია, რომ ამ ჟურნალისტის წინააღმდეგ, ამხანაგობის მიერ  შეტანილი განცხადება პრევენციულად იმოქმედებს არა მარტო ტ/კ „ფორმულაზე“, არამედ სხვა ტელევიზიებსა და ჟურნალისტებზე.

დაველოდოთ შედეგს.

Thursday, 23 September 2021

მოგესალმებით მეგობრებო, 
რამდენიმე დღის წინ ამხანაგობის წევრებს მოგმართეთ თხოვნით გაგეზიარებინათ:

 https://www.facebook.com/groups/776419683091089/?ref=share 

ბევრმა გაიზიარა და მოინდომა ჯგუფში გაწევრიანება. იმის გამო, რომ პირი ვინც გაწევრიანებთ ჯგუფში, აქვს ამხანაგობის წევრების სია და არა მათი ოჯახის წევრების. ამიტომ ვერ აწევრიანებს მაგ. Tako-tako-ს, teako-ს და სხვ. გადმოგცემთ მის თხოვნას: ჯგუფში გაწევრიანების მოთხოვნისას მიუთითეთ ამხანაგობის წევრთან თქვენი ნათესაური კავშირი. გარდა ზემომითითებული ვებგვერდისა, გთხოვთ გაიზიაროთ:

 https://www.facebook.com/%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%98%E1%83%A1-1-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-504-bagebi-504-104941438596635 

გარკვეული ინფორმაცია ამ გვერდზეც დაიდება. ამხანაგობის წევრებს შეუძლიათ დაემატონ ჯგუფს იგივე პრინციპით. ჩვენი გვერდი არ უქმდება, რადგან ის წარმოადგენს შიდა ინფორმირების წყაროს.
 როგორც ამ დღეებში კომუნიკაციის შედეგად აღმოჩნდა, ყველაზე უფრო ხელმისაწვდომი და ოპერატიული e-mail იყო. 
ამიტომ გთხოვთ ყველას ვისთანაც e-mail არ იყო გაგზავნილი, გამოაგზავნეთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი, რითაც უზრუნველყოფილი იქნებით სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაციის საშუალებით.
აღნიშნული შეეხება ყველას, მათ შორის ე.წ. მესამე პირებს.

Wednesday, 15 September 2021

 ძვირფასო მეგობრებო,


გუშინ, 14 სექტემბერს თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ უპასუხა ვაკელების შეკითხვებს.

ბუნებრივია, ასეთ შანსს არ გაუშვებდა ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლები, რომლებმაც შეკითხვები დაუსვეს ჩვენი სახლის _ ყიფშიძის 1-თან დაკავშირებით.

ბატონმა კახიმ კატეგორიულად განაცხადა, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება და ის არავითარი უკანონო მშენებლობა არ არისო.

იხილეთ ვიდეოები:



მთლიანი ინტერვიუ იხილეთ: 


ყიფშიძის 1-თან დაკავშირებული მონაკვეთებია:

1. დრო _ 22::25  -  27:14
2. დრო _ 36:25  -  37:27

Tuesday, 14 September 2021

 ძვირფასო მეგობრებო,


იმის გამო, რომ დაგეგმილ შეხვედრაზე სურვილი გამოთქვა 200-ზე მეტმა ადამიანმა, იძულებული გავხდით შეგვეტყობინებინა ჯანდაცვის შესაბამისი ორგანოებისათვის, საიდანაც მივიღეთ რეკომენდაცია, რომ გონივრული ვადით (მაქსიმალურად ახლო პერიოდით) გადაგვედო ღონისძიება.

როგორც კანონმორჩილი ადამიანები, ვითვალისწინებთ აღნიშნულ რეკომენდაციას და ხვალინდელი ღონისძიება გადაიდო გონივრული ვადით.

შეხვედრის ახალ თარიღს შეგატყობინებთ რამდენიმე დღით ადრე. 

Monday, 13 September 2021

 მოგესალმებით მეგობრებო,


ეს ორი დღეა ფაქტიურად ყველასთან გვქონდა კომუნიკაცია ტელეფონით e-mail-ით ან facebook-ით. რამდენიმე ადამიანთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

ყველაფერი ძალაში რჩება.

გარდა ამისა ამხანაგობის წევრებს გთხოვთ გაიზიაროთ:

https://www.facebook.com/groups/776419683091089/?ref=share

გარკვეული ინფორმაცია ამ გვერდზეც დაიდება.

ამხანაგობის წევრებს შეუძლიათ დაემატონ ჯგუფს.