Wednesday, 12 January 2022

მოგესალმებით ნეგობრებო,


შეიძლება ითქვას, რომ ნელ-ნელა ხურდება მშენებლობა.

ხიმინჯების დასაწნავი და საჩრდილობელი გადახურვა „დ“ და „ე“ სადარბაზოს ტერიტორიიდან გადმოიწია ჩასასვლელი გზისკენ, ხოლო ამ სადარბაზოების ადგილზე ხდება ბეტონის ამოჭრა ხიმინჯებისთვის:




ჩასასვლელ გზაზე კეთდება ღობე, რათა დაცული იქნეს უსაფრთხოება:







ხიმინჯების ჩასმა გრძელდება „თ“ სადარბაზოს ადგილზე:



შემოტანილია დიდი ოდენობით არმატურა. იმატა მუშების რაოდენობამაც. ძველით ახალი წლის შემდეგ მათი რიცხვი ათეულობით გაიზრდება:



გთავაზობთ მცირე ვიდეომასალას:



Thursday, 6 January 2022

 გილოცავთ ქრისტეშობას!




Tuesday, 4 January 2022

 

ძვირფასო მეგობრებო,

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს!

 

2022 წლის 4 იანვარს შედგა ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ გამგეობის სხდომა.

სხდომას წინ უსწრებდა ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ ზოგიერთი წევრის მიერ ცრუ და შეუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება, თითქოსდა აპოკალიფსური მდგომარეობის შესახებ.

როგორც იცით, გოჩა ძასოხოვის მიერ აღძრულ სარჩელზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული იქნა ამხანაგობის კუთნილ 10998 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აკრძალვა იპოთეკისა და გასხვისების კუთხით.

როგორც იცით მშენებლობა მიმდინარეობს მთელი დატვირთით და მშენებლ კომპანიას საბანკო ანგარიშზე  განთავსებული აქვს 9 500 000 აშშ დოლარი, რითაც უნდა მოხდეს მშენებლობის დაფინანსება.

 აქვე უნდა დავამატოთ, რომ მშენებელი კომპანია შპს „გუმბათი ჰოლდინგი+“ ითხოვს გამგეობისაგან გადაწყვეტილების მიღებას და იმის დაფიქსირებას, რომ გოჩა ძასოხოვის სარჩელზე არსებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამო არ  იქნება გამოყენებული მათთვის გადასაცემ ფართებზე უზრუნველყოფის ღონისძიება და ამხანაგობა თავად მოაგვარებს უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე მიღებული იმ განჩინების გაუქმების საკითხს, რითაც მიწის ნაკვეთი იმყოფება აკრძალვის ქვეშ.

ამასთანავე ფართების განშლის ოქმის შედგენა უნდა მოხდეს ჯერ მხოლოდ ამხანაგობა „ბაგები 504“-ის სახელზე. დაზუსტებისათვის, პირველ ეტაპზე ყველა სახის, ყველა სტატუსის ფართი რეგისტრირდება მხოლოდ ამხანაგობა „ბაგები 504“-ის სახელზე და როდესაც გაირკვევა გოჩა ძასოხოვის საქმეზე არსებული აკრძალვის ბედი, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ფიზიკურ პირებზე, მათ შორის ამხანაგობა „ბაგები 502“-ის წევრების, ამხანაგობა „ბაგები 504-2“-ისა და ფართების მყიდველების  სახელზე რეგისტრაცია.

გამგეობის წევრებს განუმარტეს, რომ უკვე მომზადებულია არქიტექტორების მიერ იმ ფართების ცხრილები, რაც უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში ჯერ ამხანაგობის სახელზე, ხოლო შემდგომ განაწილდება ამხანაგობის წევრებსა თუ სხვა პირებზე საკუთრების უფლებით. ყველა ინდივიდუალური ფართი ცხრილებში მოცემულია სადარბაზოებისა და სართულების, ნიშნულების მიხედვით, არის დანომრილი და თითოეულ მათგანს გააჩნია ნუმერაცია.

გამგეობამ ერთხმად გადაწყვიტა:

1.       მოხდეს ფართების განშლა წინამდებარე ოქმზე დართული ცხრილების მიხედვით და ყველა ფართი დარეგისტრირებული იქნეს ამხანაგობა „ბაგები 504“-ის, ს/კ  205071045, სახელზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში არსებულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ქვეშ არსებული 10 998.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ჩანაცვლება მოხდება ამხანაგობის სახელზე რიცხული იმ ფართებით, რომელიც არ იქნება გადასაცემი შპს „გუმბათი ჰოლდინგი+“-თვის.

 

გამგეობა

Thursday, 30 December 2021

 მრავალ ახალ წელს!



გილოცავთ ყველას დამდეგ შობა-ახალ წელს!
გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ბევრ ღიმილს, ფინანსურ კმაყოფილებას და ჩვენი სახლის მშენებლობის ტემპების გაზრდას!

ეს ასეც იქნება, თუ ერთად ვიდგებით და ერთ, საერთო საქმეს მოვემსახურებით!


გთავაზობთ დღევანდელ _ წლის ბოლო ფოტოებს.

თითქმის დასრულდა „ვ“ სადარბაზოს, ხოლო „ზ“ სადარბაზოს ადგილზე დასრულების პროცესშია ხიმინჯების ჩადგმა:






იანვრის თვეში ხიმინჯების დასაწნავი და მუშებისთვის საჩრდილობელი დროებითი მსუბუქი კონსტრუქციის გადახურვა აღარ იდგება „დ“ და „ე“ სადარბაზოების ადგილზე და გადაადგილდება სხვაგან, რადგან აქ უნდა დაიწყოს ხიმინჯების ჩადგმა. ასევე მოიშლება ყიფშიძის მხრიდან დროებითი გზაც:






ხიმინჯების დასაწნავი მასალები გრივდება ეზოს შიგნით:





მუშებისთვის ბინები გამზადებულია. საბინაო პირობები ექნებათ ევროსტანდარტების დონის შესაბამისად:



იმის გამო, რომ „ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოების ხიმინჯები ჩასხმულია, გამშრალი და გამყარებულია, ამ ადგილზე, იანვრიდან დაიწყება „პლიტის“ (ბეტონის ფენის) და მიწისქვეშა გარაჟების მშენებლობა:




კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ 2022 წელს!

საახალწლო სურვილებში ჩაიფიქრეთ წინსვლა სახლის მშენებლობის საქმეში.

მშენებლობა განახლდება 4 იანვარს.

Tuesday, 21 December 2021

 მოგესალმებით ყველას,


ორშაბათიდან კვლავ განახლდა ინტენსიური მუშაობა მშენებლობაზე:






„ვ“ სადარბაზოს ადგილზე თითქმის (დარჩა მხოლოდ მანქანით მისასვლელი გზა) დამთავრდა ხიმინჯების ჩადგმა:






„ზ“ სადარბაზოს ადგილზე გრძელდება ხიმინჯების ჩადგმა:




გთავაზობთ მოკლე ვიდეოჩანაწერებს:










Saturday, 4 December 2021

მოგესალმებით მეგობრებო,


კვირის ბოლოა და გაგაცნობთ დღევანდელ მდგომარეობას.

„ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოების ადგილზე დამთავრდა დამატებითი ხიმინჯების ჩადგმა, რითაც დასრულდა ამ კონკრეტული ტერიტორიის ხიმინჯიზაცია:




გრძელდება ბეტონის ამოჭრა „დ“ სადარბაზოს ადგილზე:








დაწნული ხიმინჯების ოდენობა შემცირდა. ორშაბათიდან ახლები დაიწნება:



უკანა მხარეს მუშაობს ტრაქტორი:





ხიმინჯებისთვის „ბაუერის“ მიერ ორმოების ამოთხრამ გადაინაცვლა „ე“ სადარბაზოსკენ. ცოტა ხანში ეს გზაც მოიშლება და აღარ იარსებებს, რადგან ამ ადგილზე ხიმინჯები უნდა ჩაიდგას:





ორმოს ამოთხრისთანავე მოდის ბეტონის მანქანა და ხიმინჯებს აბეტონებს:




გთავაზობთ მცირე ვიდეომასალასაც: