Monday, 17 January 2022

 ძვირფასო მეგობრებო,


ყველას გემახსოვრებათ, რომ არჩევნების წინ როგორ გვლანძღავდნენ ყიშიძის ქუჩის მეზობელი სახლების მაცხოვრებლები. მართავდნენ 10-15 კაციან შეკრებებს. საპროტესტო გამოსვლებში ჩართული ჰყავდათ არასრულწლოვნები და ა.შ.

გარდა ამისა, დაუმეგობრდნენ ზოგიერთ პოლიტიკურ პარტიას. რამდენიმე პარტია მართლაც უსინდისოდ გვლანძღავდა და ჩვენ მშენებლობას იყენებდა ხელისუფლებასთან საბრძოლველად.

პარტიებისადმი ჩვენმა მიმართვამ გაამართლა და მათმა უმრავლესობამ შეწყვიტა ან აღარ წამოიწყო თსუ პროფესორ-მასწავლებლების მშენებლობის საკითხის საარჩევნო კამპანიაში გამოყენება. 

არჩევნების ჩატარებამდე, რამდენიმე პარტიამ ბოდიშიც კი მოგვიხადა და განაცხადეს, რომ შეცდომაში იყვნენ შეყვანილი.

ყიფშიძის ქუჩის მეზობლად მაცხოვრებლებმა აქტიურად ჩართეს ზოგიერთი ტელევიზიებიც. ამ მხრივ გამოირჩეოდა ტელეკომპანია „ფორმულა“.

ტელეკომპანია „ფორმულა“ ფაქტობრივად გახდა ჩვენთან მებრძოლი მედია. მათ გადაცემებს დასაწყისში ყურადღებას არ ვაქცევდით, მაგრამ 2021 წლის 9 სექტემბრის გადაცემის უყურადღებოდ დატოვება შეუძლებელი იყო.

ამ გადაცემაში ჟურნალისტი თაკო ნოზაძე ისეთი პათოსით საუბრობდა უკანონო მშენებლობაზე, რომ გეგონებოდათ ჩვენ ვაქცევთ ქვეყანას. საუბრობდნენ მერიის კორუფციაზე და სხვ.; გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, აბსოლუტურად უგულვებელყვეს ჩვენი ინტერესები.

ჟურნალისტ თაკო ნოზაძის წინააღმდეგ მივმართეთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას.

ქარტიამ გადაწყვიტა (11 იანვარი,  2022 წელი საქმე N – 521), რომ ჟურნალისტმა თაკო ნოზაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი (სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილი იხ. ქვემოთ). 

იმედია, რომ ეს, გაკვეთილი იქნება ამ ჟურნალისტისთვის და აიმაღლებს თავის კვალიფიკაციას, ხოლო ტელეკომპანია „ფორმულა“ მხოლოდ ობიექტურ, გადამოწმებულ და სანდო გადაცემებს გაუშვებს ეთერში. 

ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილება და მასალები იხილეთ:

https://www.qartia.ge/ka/gadatsyvetilebebis-dzebna/article/90774-gadatsyvetileba-saqmeze-amkhanagoba-qbagebi-502-da-bagebi-504-thako-nozadzis-tsinaaghmdeg

გადაწყვეტილებების ძიება

გადაწყვეტილება საქმეზე - ამხანაგობა "ბაგები 502“ და „ბაგები 504“ თაკო ნოზაძის წინააღმდეგ
17.01.2022

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : ამხანაგობა "ბაგები 502” და “ბაგები 504“;
მოპასუხე : თაკო ნოზაძე;

11 იანვარი,  2021 წელი

საქმე N – 521

საბჭოს თავმჯდომარე: თამარ რუხაძე

საბჭოს წევრები: ზვიად ქორიძე, მაია წიკლაური, სოფიო ჟღენტი, მანანა ქველიაშვილი, ხატია ღოღობერიძე, ნინა ხელაძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ამხანაგობა "ბაგები 502“ და „ბაგები 504“ [შემდგომ „ამხანაგობა“], რომელიც მიიჩნევდა, რომ 2021 წლის 9 სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ დილის გადაცემაში გასულ სიუჟეტში და სტუდიაში მოწვეულ სტუმართან საუბრისას დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. მოპასუხედ განისაზღვრა ჟურნალისტი თაკო ნოზაძე.

საქმის განხილვის თავისებურებები

გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს  საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ  ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას ესწრებოდა ჟურნალისტი თაკო ნოზაძე. განმცხადებლის წარმომადგენელი განხილვას არ დასწრებია, მაგრამ დამატებით წარმოადგინა მისი პოზიცია წერილობითი სახით.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

სადავო გადაცემა ეხებოდა შარტავას და ყიფშიძის ქუჩებზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას. „ადგილობრივი მოსახლეობა მშენებლობას დიდი ხანია აპროტესტებს, თუმცა მათი არავის ესმის“, აღნიშნავს წამყვანი. შემდეგ ჟურნალისტი თაკო ნოზაძე უთითებს, რომ ყიფშიძის ქუჩაზე უნდა აშენებულიყო ერთი ათსართულიანი კორპუსი, ხოლო ახალი ნებართვის საფუძველზე შენდება 3 კორპუსი 25-, 19- და 16-სართულიანი. სტუდიაში მყოფი ჟურნალისტები აგრძელებენ საუბარს და ავითარებენ აზრს, რომ მსგავსი ტიპის ნებართვას ყველა კომპანია ვერ მიიღებს და მიანიშნებენ სავარაუდო კორუფციულ ინტერესზე - „აქვთ რაღაც კავშირები ხელისუფლებასთან“,  რომ „შერჩევით“ ხდება ნებართვების გაცემა - „კონკრეტულ კომპანიებს ყველაფრის ნებართვას აძლევენ“. ამას მოჰყვება სიუჟეტი, რომელშიც ჟურნალისტი საუბრობს ყიფშიძის ქუჩაზე განსახორციელებელ პროექტზე და აღნიშნავს, რომ თბილისის მერიამ ისე გასცა ნებართვა, რომ არ შეუსწავლია მისი გავლენა მიმდებარე შენობა-ნაგებობებზე, საჯარო სივრცეებსა და სატრანსპორტო გზებზე. სიუჟეტში ყიფშიძის ქუჩის მცხოვრებლები გამოთქვამენ უკმაყოფილებას და აპროტესტებენ მშენებლობას, აცხადებენ, რომ ხდება მათი ინტერესების უგულებელყოფა, რომ ასეთი ტიპის  მშენებლობის ნებართვა არ უნდა გაცემულიყო. შემდეგ საუბარი გრძელდება მოწვეულ სტუმართან, კერძოდ ყიფშიძის ქუჩის მცხოვრებთა ინტერესების დამცველთან, თათული ჭუბაბრიასთან, რომელიც ასევე მიიჩნევს, რომ მშენებლობის ნებართვა ადგილობრივი მცხოვრებლების ინტერესების გაუთვალისწინებლად გაიცა.

საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ სიუჟეტში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი, რადგან ჟურნალისტმა  არ უზრუნველყო ბალანსი, სიუჟეტი მოამზადა ძირითადად ერთი და იმავე ინტერესების მქონე წყაროებზე დაყრდნობით  და არ გადაამოწმა ინფორმაცია ყველა მხარესთან.

საბჭო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, თუ როგორ შეეცადა ჟურნალისტი ინფორმაციის გადამოწმებას. გადამოწმების შემადგენელი ნაწილია ბალანსი, ბრალდების ობიექტის საპასუხო კომენტარის მოპოვება, ყველა რელევანტურ წყაროსთან ინფორმაციის დაზუსტება. აუდიტორიას უფლება აქვს, იცოდეს ყველა წყაროსა და მხარის პოზიცია ინფორმაციის შესახებ, რათა თავად შეძლოს ამ ინფორმაციის სანდოობის ან/და ნამდვილობის შეფასება. ქარტიის საბჭოს მიერ ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, ჟურნალისტმა ყველა შესაძლო გზას უნდა მიმართოს ერთი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, მოიძიოს მეორე მხარე, ალტერნატიული წყაროები, გამოითხოვოს ინფორმაცია და ყველა შესაბამისი მხარის შეფასება, კომენტარი მიაწოდოს აუდიტორიას.

სადავო გადაცემაში ძირითადი პრეტენზიები მიემართებოდა თბილისის მერიას, მეორეს მხრივ კი არ იყო მოცემული მერიის პოზიცია. ამასთან, ჟურნალისტმა წარმოადგინა თავისი მიმოწერა ქართლოს თეთრაულთან [ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელთან], როგორც მის მიერ გადამოწმების მცდელობა. მტკიცებულების თანახმად, მასსა და ქართლოს თეთრაულს შორის მიმოწერა ხდება 7 – 8 სექტემბერს [სიუჟეტი გავიდა 9 სექტემბრის დილით]. მიმოწერაში ქართლოს თეთრაული შეჰპირდა ჟურნალისტს, რომ გაარკვევდა საკითხზე პასუხისმგებელ პირს, ხოლო 8 სექტემბრის 20:57-ზე წერს ჟურნალისტს, რომ შარტავას და ყიფშიძის ქუჩების პროექტთან დაკავშირებით ის უნდა დაუკავშირდეს ვინმე მანანას და აზუსტებს, აქვს თუ არა ჟურნალისტს მანანას ტელეფონის ნომერი. მხოლოდ მეორე დღეს, 9 სექტემბერს, ჟურნალისტი პასუხობს, რომ დიახ, მას აქვს მანანას საკონტაქტო მონაცემები. საბჭო დაინტერესდა, ჰქონდა თუ არა მცდელობა ჟურნალისტს, რომ დაკავშირებოდა მითითებულ პირს - მანანას. თაკო ნოზაძემ საბჭოსთან გასაუბრებისას აღნიშნა, რომ მხოლოდ 8 სექტემბერს, გვიან სცადა მანანასთან დაკავშირება, მაგრამ ადრესატმა არ უპასუხა, ხოლო შემდეგ დაკავშირება არ უცდია. საბჭო ვერ შეაფასებს, რომ ჟურნალისტმა ყველა ღონე იხმარა ინფორმაციის გადასამოწმებლად. საქმეში მარიამ გელაშვილი სოფო ზედელაშვილის წინააღმდეგ (2018 წელი) საბჭომ იმსჯელა იმაზე, თუ როდის არის ვალდებული ჟურნალისტი, დაელოდოს მეორე მხარის პოზიციას და დაადგინა, რომ „გაშუქებული საკითხი არ იყო სასწრაფოდ გასავრცელებელი, როცა მისი დროული გაშუქება საზოგადოებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ჟურნალისტი ვალდებული იყო დალოდებოდა მერიის პოზიციას, ან უფრო მეტი ძალისხმევა გამოეჩინა მეორე მხარის მოძიება-მოკვლევისათვის და საზოგადოებისათვის დაბალანსებული/გადამოწმებული, ორივე მხარის პოზიციის შემცველი ინფორმაცია მიეწოდებინა“. „პატივი სცეს სიმართლეს“ ნიშნავს, რომ ჟურნალისტმა ყველაფერი უნდა მოიმოქმედოს, რაც კი შედის მის შესაძლებლობაში, რათა საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია. მან შეიძლება ვერც კი შეძლოს საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა, მაგრამ „პატივისცემა“ მიუთითებს მის ძალისხმევაზე.

აქვე აღსანიშნავია, რომ როგორც ჟურნალისტებმა, ისე სიუჟეტში რესპონდენტებმა, რამდენჯერმე მიუთითეს, რომ, შესაძლოა, ნებართვების გაცემის მომენტში ადგილი ჰქონოდა კორუფციულ გარიგებას, რომ მშენებელმა კომპანიამ ეს ნებართვები არაფორმალური  კავშირების საფუძველზე მიიღო. მეორეს მხრივ, საერთოდ არ ჩანს იმ პირდაპირ ან არაპირდაპირ გარემოებებზე მითითება, თუ რა აძლევდა ამის თქმის საშუალებას ჟურნალისტს, მოძიებული ჰქონდა თუ არა, ვინ იდგა კომპანიების უკან და ჰქონდათ თუ არა მათ კავშირი თბილისის მერიის მაღალჩინოსნებთან, დაირღვა თუ არა კანონი ნებართვის გაცემისას. ასეთ დროს, ჟურნალისტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ფაქტების გავრცელებისაგან, რომლის მყარი დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნია.

ცალკე საკითხია, უნდა წარმოედგინა თუ არა  ჟურნალისტს ამხანაგობა "ბაგები 502“ და „ბაგები 504“, როგორც მხარე და მოეპოვებინა მათი კომენტარი/პოზიცია. ჟურნალისტმა დაადასტურა, რომ მან იცოდა ამ ამხანაგობის შესახებ, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ისინი მხარედ არ მიიჩნია, რადგან პრეტენზიები მიმართული იყო მერიის მიმართ და სიუჟეტის მიზანი იყო აქცენტი „უკონტროლო განაშენიანებაზე“. საბჭო არც ამ ნაწილში იზიარებს მოპასუხის პოზიციას.

თავად სადავო გადაცემაში ძირითად აქცენტირებულია, რომ მცხოვრებლების ინტერესები ზიანდება და ეს ინტერესები შეპირისპირებულია მხოლოდ ბიზნესის [ინვესტორის] ინტერესებთან,  რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან კორპუსის აშენება ასევე სხვა ფიზიკური პირების [არა ბიზნესსუბიექტების] ინტერესშიც შედიოდა, კერძოდ: 1982 წელს ქ. თბილისის საქალაქო აღმასკომის მიერ ოფიციალურად დამტკიცდა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „ბაგები 502“, მოგვიანებით - იბა „ბაგები 504“ და მათ საკუთრებას წარმოადგენს ყიფშიძის ქ. #1-ში არსებული 10 998.00 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, „ბინის მიღებას წლებია ელოდება 200-მდე ოჯახი (1000-მდე ადამიანი), რომლებიც სახელმწიფოს მიერ აღიარებული არიან დაზარალებულად. ამხანაგობის ყველა წევრს შესატანი თანხა გადახდილი აქვს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, რაც აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.“ ასევე განმცხადებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წარსულში, სხვადასხვა პრობლემის გამო მშენებლობა ვერ განხორციელდა, და ერთადერთი გამოსავალი იყო, რომ მერიას გაეცა ნებართვა მშენებლობის გაზრდილი კოეფიციენტით და მხოლოდ ამ შემთხვევაში მოხდებოდა მათი ბინებით დაკმაყოფილება. რა თქმა უნდა, საბჭო ვერ უარყოფს ან ვერ დაამტკიცებს, რომ კოეფიციენტის გაზრდა [უფრო მაღალი შენობების აშენება] ერთადერთი გამოსავალი იყო, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობის სხვა ჯგუფსაც ჰქონდა ინტერესი/განსხვავებული პოზიცია მშენებლობის მიმართ და საჭირო იყო მათი ხმის მიტანაც აუდიტორიამდე, რათა უკვე შემდეგ მაყურებელს შეეფასებინა შექმნილი სიტუაცია. საკუთრივ განცხადებიდანაც ნათელია, რომ ამხანაგობის პოზიცია მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან ისინი მზად იყვნენ განემარტათ: როგორ შეირჩა მშენებელი კომპანია, მართლაც არალოგიკურად მოხდა სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდა თუ არა ა.შ.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. თაკო ნოზაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

 

განცხადება

სადავო მასალა

    

Thursday, 13 January 2022

 გილოცავთ ძველით ახალ წელს!


გურულებს კალანდობას!




Wednesday, 12 January 2022

მოგესალმებით ნეგობრებო,


შეიძლება ითქვას, რომ ნელ-ნელა ხურდება მშენებლობა.

ხიმინჯების დასაწნავი და საჩრდილობელი გადახურვა „დ“ და „ე“ სადარბაზოს ტერიტორიიდან გადმოიწია ჩასასვლელი გზისკენ, ხოლო ამ სადარბაზოების ადგილზე ხდება ბეტონის ამოჭრა ხიმინჯებისთვის:




ჩასასვლელ გზაზე კეთდება ღობე, რათა დაცული იქნეს უსაფრთხოება:







ხიმინჯების ჩასმა გრძელდება „თ“ სადარბაზოს ადგილზე:



შემოტანილია დიდი ოდენობით არმატურა. იმატა მუშების რაოდენობამაც. ძველით ახალი წლის შემდეგ მათი რიცხვი ათეულობით გაიზრდება:



გთავაზობთ მცირე ვიდეომასალას:



Thursday, 6 January 2022

 გილოცავთ ქრისტეშობას!




Tuesday, 4 January 2022

 

ძვირფასო მეგობრებო,

კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს!

 

2022 წლის 4 იანვარს შედგა ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ გამგეობის სხდომა.

სხდომას წინ უსწრებდა ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ ზოგიერთი წევრის მიერ ცრუ და შეუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება, თითქოსდა აპოკალიფსური მდგომარეობის შესახებ.

როგორც იცით, გოჩა ძასოხოვის მიერ აღძრულ სარჩელზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული იქნა ამხანაგობის კუთნილ 10998 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აკრძალვა იპოთეკისა და გასხვისების კუთხით.

როგორც იცით მშენებლობა მიმდინარეობს მთელი დატვირთით და მშენებლ კომპანიას საბანკო ანგარიშზე  განთავსებული აქვს 9 500 000 აშშ დოლარი, რითაც უნდა მოხდეს მშენებლობის დაფინანსება.

 აქვე უნდა დავამატოთ, რომ მშენებელი კომპანია შპს „გუმბათი ჰოლდინგი+“ ითხოვს გამგეობისაგან გადაწყვეტილების მიღებას და იმის დაფიქსირებას, რომ გოჩა ძასოხოვის სარჩელზე არსებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამო არ  იქნება გამოყენებული მათთვის გადასაცემ ფართებზე უზრუნველყოფის ღონისძიება და ამხანაგობა თავად მოაგვარებს უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე მიღებული იმ განჩინების გაუქმების საკითხს, რითაც მიწის ნაკვეთი იმყოფება აკრძალვის ქვეშ.

ამასთანავე ფართების განშლის ოქმის შედგენა უნდა მოხდეს ჯერ მხოლოდ ამხანაგობა „ბაგები 504“-ის სახელზე. დაზუსტებისათვის, პირველ ეტაპზე ყველა სახის, ყველა სტატუსის ფართი რეგისტრირდება მხოლოდ ამხანაგობა „ბაგები 504“-ის სახელზე და როდესაც გაირკვევა გოჩა ძასოხოვის საქმეზე არსებული აკრძალვის ბედი, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ფიზიკურ პირებზე, მათ შორის ამხანაგობა „ბაგები 502“-ის წევრების, ამხანაგობა „ბაგები 504-2“-ისა და ფართების მყიდველების  სახელზე რეგისტრაცია.

გამგეობის წევრებს განუმარტეს, რომ უკვე მომზადებულია არქიტექტორების მიერ იმ ფართების ცხრილები, რაც უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში ჯერ ამხანაგობის სახელზე, ხოლო შემდგომ განაწილდება ამხანაგობის წევრებსა თუ სხვა პირებზე საკუთრების უფლებით. ყველა ინდივიდუალური ფართი ცხრილებში მოცემულია სადარბაზოებისა და სართულების, ნიშნულების მიხედვით, არის დანომრილი და თითოეულ მათგანს გააჩნია ნუმერაცია.

გამგეობამ ერთხმად გადაწყვიტა:

1.       მოხდეს ფართების განშლა წინამდებარე ოქმზე დართული ცხრილების მიხედვით და ყველა ფართი დარეგისტრირებული იქნეს ამხანაგობა „ბაგები 504“-ის, ს/კ  205071045, სახელზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში არსებულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ქვეშ არსებული 10 998.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ჩანაცვლება მოხდება ამხანაგობის სახელზე რიცხული იმ ფართებით, რომელიც არ იქნება გადასაცემი შპს „გუმბათი ჰოლდინგი+“-თვის.

 

გამგეობა