Friday, 14 April 2023

 გილოცავთ დედა ენის დღეს !



მშენებლობაზე ყველაფერი გეგმით მიმდინარეობს.

დღეიდან 4-დღიანი სააღდგომო დასვენების დღეებია. მშენებლობა განახლდება სამშაბათს _18 აპრილიდან.

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

1-ლი (ყოფილი „მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა ამწის ნაწილების შემოტანა. შემდეგ კვირაში დაიწყება ამწის აწყობა. ამასთან, შემოტანილია ახალი, უცხოური ბლოკები: 



შედარებისთვის: იხ. 1 წლის წინანდელი (16.04.202) ფოტო, როდესაც მიმდინარეობდა მიწისქვეშა სამუშაოები და არ იყო დაგებული ფილა:



მე-4 („ი“), მე-5 („თ“) და მე-6 („ზ“) სადარბაზოებისთვის დასრულდა სართულებსშორისი ტერასის (მე-10-მე-11 სართული) მშენებლობა და დაიწყო მე-12 სართულის ამოყვანა:














ამ სადარბაზოების ბინებში ინტენსიურად მიმდინარეობს ფართის პერიმეტრის ამოშენება, აივნების გამოყოფა _ ფანჯრებისა და კარისთვის ადგილის დატოვებით:






ამ სადარბაზოების ფოტო 1 წლის წინ (16.04.2022):




ყოფილ „ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოებისთვის დაიწყო სართულებსშორისი ტერასის (მე-10-მე-11 სართულის) მშენებლობა;




იგივე ლოკაცია 1 წლის წინ (16.04.2022):




ხედი „კარფურის“ მხრიდან:







ხედი ყიფშიძის ქუჩის მხრიდან:











ერთი თხოვნა ინვესტორისგან _ ხშირია მომავალი მაცხოვრებლებისა და დარაჯების დაპირისპირება ეზოში შესვლასთან დაკავშირებით. დარაჯებს აქვთ ბრძანება, რომ არავინ შეუშვან ეზოში. ამას აფიქსირებს 24 საათიანი კამერები. წინააღმდეგ შემთხვევაში დარაჯებს (დაცვას) ათავისუფლებენ სამსახურიდან.

გვერდითა, ე. წ. „თარგამაძის“, თვალის კლინიკის სახლის ეზოდან ყველაფერი იდეალურად ჩანს, ამიტომ უმჯობესია იქიდან შეხედოთ მშენებლობას. იმედია, ესენი ახალშეძენილი, მომავალი მეზობლებია და არა ჩვენი ამხანაგობის წევრები.



Saturday, 8 April 2023

 გილოცავთ ყველას ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს!




როგორც დაგეგმილი იყო, იწყება 1-ლი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოების მშენებლობა, რომლისთვისაც ინტენსიურად შემოდის მესამე ამწის ნაწილები. გთავაზობთ ფოტოებს და ვიდეოს:





Saturday, 1 April 2023

 მოგესალმებით ყველას,


გუშინ, 31 მარტს მშენებლობაზე შემოვიდა მესამე ამწის პირველი ნაწილები. 

ეს ამწე გათვალისწინებულია 1-ლი-მე-3 (ყოფილი „მ“-„კ“) სადარბაზოებისთვის.





ამწის სხვა მონაკვეთების შემოტანა გაგრძელდება ორშაბათიდან. სავარაუდოდ, შემდეგი კვირის ბოლომდე ამწე უნდა აეწყოს, +_ 2-3 დღე.

მუშაობა დღესაც (შაბათსაც) ინტენსიურად მიმდინარეობდა, თუმცა მაქსიმალურად უხმაუროდ.




Saturday, 25 March 2023

 ძვირფასო მეგობრებო,


    გუშინ ჩატარდა სასამართლო სხდომა, სადაც საუკეთესოდ გამოვიდა ჩვენი ადვოკატი ხათუნა გრიგალაშვილი, რომელმაც მის მიერ მოპოვებული ყველა დოკუმენტი წარუდგინა სასამართლოს და განმარტა მათი, როგორც მტკიცებულების მნიშვნელობა.

   ერთსაათიან გამოსვლაში ქალბატონმა ხათუნამ, ასევე განმარტა, რომ ამ და სასამართლოს მიერ გამოხმობილ დოკუმენტებში არსადაა ნახსენები ამხანაგობა „ბაგები 502“ ან „ბაგები 504“. შესაბამისად, ძასოხოვის პრეტენზია დახარჯული თანხის ანაზღაურების თაობაზე, გვეხება არა ჩვენ, არამედ, არამედ კომპანია „თბილისს“ და ცხონებულ თ.ჩარკვიანს.

    მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა გარკვეული დოკუმენტების გამოთხოვა.

    ჩვენც მოვითხოვეთ თ.ჩარკვიანის ხელმოწერილი (სინამდვილეში გაყალბებული) დოკუმენტის (რომელშიც ფართებს აძლევს ძასოხოვს) დედნის სასამართლოში წარდგენა და ქიმიური ექსპერტიზის ჩატარება.

    ყველა დოკუმენტიდან ცხადად ჩანს, რომ ჩვენი ამხანაგობა არაფერ შიაშია ჩარკვიანის ვალებთან. დოკუმენტებიც და ლოგიკაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი საქმე სამართლიანია.

    ჩვენ ვიცით, რომ ასეა და გვწამს, რომ გავიმარჯვებთ.

    მთავარია ამ დასკვნამდე მივიდეს სასამართლოც.

    შემდეგი სხდომა დაინიშნა 28 აპრილის 14:00 საათზე.

    მოსამართლე დაგვპირდა, რომ გამომდინარე ჩვენი ამხანაგობის წევრების სასამართლო სხდომაზე დიდი რაოდენობით დასწრებისა, რადგანაც დარბაზში ვეღარ ვეტეოდით და ხალხი დერეფანში იდგა (შესაბამისად, სხდომის დარბაზის კარი ღია იყო იმ მიზნით, რომ დერეფანშიც გასულიყო ხმა), ეცდება 28 აპრილის სხდომა დანიშნოს უფრო დიდ დარბაზში, რათა ყველა თქვენგანს მიეცეს სრულყოფილად დასწრების და მოსმენის საშუალება.

    დარბაზის ნომერს მოგვიანებით შეგვატყობინებენ.


გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

მე4 („ი“), მე-5 („თ“) და მე-6 („ზ“) სადარბაზოებისთვის მიმდინარეობს სართულებსშორისი (სიმაღლეში 6-მეტრიანი) ტერასის მშენებლობა:






შეგახსენებთ, რომ ამ სადარბაზოებისთვის მიმდინარეობს პერიმეტრის კედლების ამოშენება უცხოური ბლოკებით. ბლოკები მთელ ეზოშია დასაწყობებული:








მესამე პირთა კორპუსის სამივე სადარბაზოსთვის შენდება მე-9 საცხოვრებელი სართული. ამ სართულის შემდეგ, აქაც ღია ტერასა გაკეთდება:





ხედი კარფურის მხრიდან:






მშენებლობის ხედი ყიფშიძის ქუჩიდან:










Wednesday, 22 March 2023

 მეგობრებო,


24 მარტს, 14:00 საათზე  თბილისის საქალაქო სასამართლოში, დარბაზი # 51 გვაქვს სასამართლო პროცესი გ.ძასოხოვთან.