Thursday, 28 November 2024

 ყადაღისა და პროცესის შესახებ


ხაშურის რაიონულმა სასამართლომ სებაჰათთინ ილდიზის მოთხოვნილი ყადაღა ჩვენ ქონებაზე არ მოხსნა.

ყადაღის მოხსნის საჩივარი გადაგზავნილია თბილისის სააპელაციო სასამართლოში. 

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ

ჩაინიშნა სასამართლო სხდომა მანანა აფხაძის სარჩელთან დაკავშირებით _ 

თბილისის საქალაქო სასამართლო, 3 დეკემბერი, სამშაბათი, 13:00 საათი, დარბაზი # 54.

ბინის რეგისტრაციამდე და რემონტამდე ეს სასამართლო დავებია მოსაგები.

ამიტომ გელით! 

Wednesday, 27 November 2024

 ძალიან ცუდი ამბავი


გარდაიცვალა ჩვენი ამხანაგობის წევრი ნუკრი დავითაია.


გამოსვენება: ხუთშაბათი, 28 ნოემბერი, 14:00 საათი, ჭავჭავაძის 33, მე-9 საავადმყოფოს გვერდზე ტაძრიდან.

Thursday, 21 November 2024

მოგესალმებით ყველას,


გთავაზობთ უზენაესი სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილის (ე.ი. შედეგის) ტექსტს.

კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებას!

გულდასაწყვეტია, მხოლოდ ის, რომ ქალბატონ ხათუნა გრიგალაშვილის ტიტანური შრომა, როგორც სამივე ინსტანციის სასამართლოში, ისე სასამართლოს გარეშე მასალების მოპოვებასა და დამუშავებაში სასამართლომ 1000 ლარით შეაფასა.

სარეზოლუციო ნაწილი გაგზავნილია ხაშურის სასამართლოში, რომელიც იხილავს თურქის მიერ ყადაღის დადებაზე ჩვენ საჩივარს.




Monday, 18 November 2024

 ძვირფასო მეგობრებო,


ჩაინიშნა სასამართლო სხდომა მანანა აფხაძის სარჩელთან დაკავშირებით _ 

თბილისის საქალაქო სასამართლო, 3 დეკემბერი, სამშაბათი, 13:00 საათი, დარბაზი # 54.

ბინის რეგისტრაციამდე და რემონტამდე ეს სასამართლო დავებია მოსაგები.

ამიტომ გელით! 

Saturday, 16 November 2024

 კიდევ ერთხელ მოგესალმებით მეგობრებო,


ისევ გილოცავთ სასამართლოს სამართლიან გადაწყვეტილებას!

მადლობა ყველა იმას ვინც დაგვიჯერა და სწამდა, რომ ჩვენი პოზიცია სიმართლე იყო. თუმცა, სიმართლე ერთია და სიმართლის დასაბუთება მეორე.

დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნა გრიგალაშვილს გაწეული შრომისთვის, რომელსაც ამხანაგობის წევრებიდან ერთი თეთრიც კი არ მოუთხოვია. პირიქით, საკუთარ ფულს ხარჯავდა ამა თუ იმ დოკუმენტის ან ინფორმაციის მოსაპოვებლად. სასამართლომ კი, მიზერული თანხა დააკისრა ძასოხოვს ქალბატონი ხათუნას ასანაზღაურებლად.

განჩინების ტექსტი სასამართლოს ჯერ არ დაუწერია. რაც შეეხება სარეზოლუციო ნაწილს, შემდეგ კვირას გავუგზავნით ხაშურის სასამართლოს. იმედია, რომ მოხსნიან თურქის ყადაღას.

თუ ხაშურის სასამართლომ არ მოხსნა ყადაღა, მაშინ ყადაღის საქმეს განიხილავს სააპელაციო სასამართლო.

ვიმედოვნებთ, რომ ხაშურის მოსამართლე უარს არ იტყვის თავის პროფესიაზე და მოხსნის ყადაღას, რადგან თურქის სარჩელს არ ახლავს არავითარი მტკიცებულება. იმდენად უაზრო სარჩელია, რომ მესამე კურსელ (მე-6 სემესტრელ)  სტუდენტსაც შეუძლია ამ საქმის გადაწყვეტა.

სასამართლოს სხვა პროცესებზე ჯერ სხდომის დღე ჩანიშნული არაა.

გთავაზობთ შაბათის (18.11.2024) ფოტოებს.

1-ელ-მე-3 („მ“-„კ“) (კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სადარბაზოების გადათვლა ხდება ბოლოდან _ „კ“-დან „ა“-კენ) სადარბაზოებისთვის დამთავრდა გაერთიანებული მე-10-მე-11 სართულის და თითქმის დამთავრების სტადიაზეა მე-12 საცხოვრებელი სართულის მშენებლობა:











მე-4-მე-6 („ი“-„ზ“) სადარბაზოებში გარდა შიდა სამუშაოებისა, მიმდინარეობს მეტალო-პლასტიკის კარ-ფანჯრების ჩასმა:






მე-7-მე-9 („ვ“-„დ“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა მე-9 და დაწყებულია გაერთიანებული მე-10 -მე-11 სართულის მშენებლობა:






რაკურსი „კარფურის“ მხრიდან:









Friday, 8 November 2024

 მეგობრებო გ ი ლ ო ც ა ვ თ!


გოჩა ძასოხოვის სარჩელი უზენაესმა სასამართლომ არ მიიღო წარმოებაში. დაუშვებლად ცნო.

ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

კიდევ ერთხელ 

გილოცავთ! 

გილოცავთ! 

გილოცავთ!

სამართალმა პური ჭამა!