Saturday, 15 February 2025

 მოგესალმებით მეგობრებო,


1 თებერვალს ჩატარებული საერთო კრების შემდეგ ამხანაგობის ძალიან ბევრმა წევრმა გადაიფიქრა ბინების გაყიდვა. ამავე დროს გაიზარდა მყიდველების ოდენობა. ეტყობა ხვდებიან, რომ რამდენიმე თვეში ბინის ფასი მოიმატებს.

ზოგიერთს სურს ბინების გაყოფა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე პროექტის ასეთი ცვლილება შეუძლებელია. 

ზოგიერთის სურვილია ქვედა სართულიდან ზედა სართულზე გადასვლა. ეს საკითხი უშუალოდ ამ ორი ოჯახის შეთანხმების სფეროა, თუმცა ზემოდან ქვემოთ ჩამომსვლელი (გაცვლით ან თანხის დამატებით) ჯერ არ სჩანს.

1 თებერვლის კრებაზე გაჟღერებული განშლა დარჩება იგივე, გარდა ბინის ნომრისა.

ბინის დანომრვასთან დაკავშირებით, მერიის უახლესი მოთხოვნის შესაბამისად,ალბათ შეიცვლება ასე _ არა ყველა სადარბაზოსთვის ბინის # 1-დან დაწყება, არამედ უწყვეტად გაგრძელება 1-ლი სადარბაზოდან ბოლო სადარბაზოს ჩათვლით.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში გვაქვს სასამართლო მ.აფხაძის სარჩელთან დაკავშირებით.

სასამართლო პროცესი ჩატარდება თბილისის საქალაქო სასამართლოში 2025 წლის 20 თებერვალს, 11:00 საათზე, 54-ე დარბაზში.

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

1-ლი („მ“) და მე-2 („ლ“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა მე-16 სართულის მშენებლობა და დაიწყო მე-17 სართულის სამუშაოები. დარჩა 2 სართული, მსგავსად მე-6 („ზ“) სადარბაზოსი:



მე-3 სადარბაზოს სიმაღლეში მშენებლობა დამთავრდა და მიმდინარეობს სახურავზე ლიფტის შახტის გაკეთება:



ყველა სადარბაზოში მუხლჩაუხლელად გრძელდება შიდა სამუშაოები, მათ შორის მესამე პირების ლოკაციაზე:


მე-7 („ვ“), მე-8 („ე“) და მე-9 („დ“) სადარბაზოებისთვის დამთავრების სტადიაზეა მე-13 სართულის მშენებლობა. ამავე დროს, დღეს ისხმებოდა ბეტონი მე-14 სართულისთვის:







ჩვენი თხოვნით მოგვაწოდეს რამდენიმე კადრი მშენებლობიდან (ფოტოები გადაღებულია მე-9 („დ“) და 1-ლი („მ“) სადარბაზოებიდან).

მართალია ეზოში სამშენებლო ქაოსია, მაგრამ დაახლოებით შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ხედი, თქვენი ფანჯრებიდან ეზოს მხარეს:







ჩვენი მშენებლობა აბულაძის ქუჩიდან:










1-ელი-მე-6 სადარბაზოს მხრიდან ყიფშიძის ქუჩაზე გასასვლელი გზა ავტოსადგომებიდან:


ხედი „კარფურის“ მხრიდან:





:რაკურსი ყიფშიძის ქუჩიდან:








შეხსენება: სასამართლო პროცესი ჩატარდება თბილისის საქალაქო სასამართლოში 
2025 წლის 20 თებერვალს, 11:00 საათზე, 54-ე დარბაზში.






Thursday, 6 February 2025

 მოგესალმებით მეგობრებო,


ამხანაგობის კრებაზე წარმოდგენილი სამკვიდროების მიხედვით, ამხანაგობის გარდაცვლილი წევრები ჩანაცვლდება იმ მემკვიდრეებით, რომლებიც არიან მითითებული სამკვიდროში.

კრების შემდეგ არავის წარმოუდგენია სამკვიდროები და უფლების დათმობის ხელშეკრულება.  იმათ, ვისაც არ წარმოუდგენია სამკვიდროები ან არ აქვს გახსნილი (6 თვის გაუსვლელობის გამო), აუცილებლად აიღეთ, რადგან დაგჭირდებათ მომავალში, რამდენიმე თვეში.

ადრეც ვთქვით და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ მინდობილობა (რწმუნება) არ წარმოადგენს სამკვიდროს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ მინდობილობის საფუძველზე შეუძლებელია ამხანაგობის ახალ წევრად მიღება. რწმუნება მოქმედებს მარწმუნებლის სიცოცხლის მანძილზე.

ამხანაგობის რამდენიმე წევრი მივიდა „გუმბათის“  გაყიდვების ოფისში და ითხოვს რაღაც ხელშეკრულების დადებას.

ამხანაგობის კრებაზე მსგავსი არაფერი გვითქვამს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ რეესტრს გადაეცემა ახალ წევრთა სია. რეესტრი ჯერ ამტკიცებს ჩვენი ამხანაგობისთვის გადმოსაცემ საერთო (ჯამურ) ფართს. რამდენიმე თვის შემდეგ კი, მოხდება ინდივიდუალური გაფორმება. 

იმ შემთხვევაში, თუ 1 თებერვლის შემდეგ გაკეთდება სამკვიდრო მოწმობა ან უფლების დათმობა, ესეც გათვალისწინებული იქნება საბოლოო სიების გადაცემის დროისთვის.

კრებაზე ქ-ნ ხათუნა გრიგალაშვილის მიერ წაკითხული განშლის ოქმის მიხედვით მოხდება ბინების გაფორმება. 

თუ ვინმემ ვერ დაიმახსოვრა ან არ ესწრებოდა კრებას, შეუძლია მიმართოს ამხანაგობის თავმჯდომარეს და ის მოგცემთ ინფორმაციას ბინის მდებარეობის შესახებ.

არ დაგავიწყდეთ, რომ 20 თებერვალს გვაქვს სასამართლო პროცესი.

Sunday, 2 February 2025

 მოგესალმებით ყველას,


გუშინ ჩატარდა ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ საერთო კრება.

კრებას ესწრებოდა 102 წევრი. მართალია მოსული იყო უფრო მეტი ადამიანი, ძირითადად ოჯახის წევრები, მაგრამ მათ არ ჰქონდათ შესაბამისი რწმუნება და მხოლოდ დამსწრის სტატუსით მიიღეს მონაწილეობა.

კრებამ აირჩია „ბაგები 502-ის“ ახალი წევრები: მერი ნიკოლაიშვილი, ნინა შონის, ირა მგელაძე, ლაშა უფლისაშვილი და გიორგი ძნელაძე.

კრებაზე სიტყვით გამოვიდა სპეციალურად მოწვეული, სამშენებლო კომპანია „გუმბათის“ დირექტორი და ინვესტორი მერაბ ტყეშელაშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა ამხანაგობის წევრებს და დაადასტურა გეგმის მიხედვით მშენებლობის მიმდინარეობა, რაც ითვალისწინებს დეკემბერში _ საახალწლოდ მშენებლობის დამთავრებას და ჩვენთვის ე.წ. გასაღების გადმოცემას, თუ რაიმე სხვა, უცხო ფაქტორმა არ შეუშალა ხელი.

ამხანაგობის წევრებმა წარმოადგინეს უფლების დათმობის (ცესიის) ხელშეკრულებები და სამკვიდროები. შესაბამისად, ამხანაგობის ძველი წევრების ნაცვლად აირჩა ახალი წევრები.

ამხანაგობის წევრებმა თავმჯდომარე ს.ჯორბენაძეს მისცეს უფლებამოსილება ხელი მოაწეროს განშლის ოქმს.

ქ-მა ხათუნა გრიგალაშვილმა ყველას სათითაოდ გააცნო საკუთარი მისაღები ფართის, სადარბაზოსა და სართულის მდებარეობის შესახებ. ბევრმა მაინც ვერ გაიგო, რომელ სადარბაზოშია მისი ფართი.

საქმე იმაშია, რომ სადარბაზოების ნომრები 2005 წლის შემდეგ 2-ჯერ შეიცვალა. ამიტომ გთავაზობთ სადარბაზოების ნომრების შესაბამისობას:

Bsadarbazos 2005 wlis droindeli nomeri

B`gumbaTis~ mier gadanomrili sadarbazo

სadarbazos amJamindeli nomeri

ა

1

11

ბ

2

კომერციული

გ

3

10

დ

4

9

ე

5

8

ვ

6

7

ზ

7

6

თ

8

5

ი

9

4

კ

10

3

ლ

11

2

მ

12

1

 

ორშაბათ-სამშაბათს გადმოგვიგზავნის განშლის გეგმას, რომლის დადებასაც ვაპირებდით საიტზე, მაგრამ ამხანაგობის ზოგიერთი წევრის (რომელმაც გაყიდა ბინა) და ზოგიერთი ახალი წევრის (რომელმაც იყიდა ბინა) მოთხოვნით (მათ არ სურთ საჯარო გახადონ ეს ინფორმაცია) ერთიან სიას აღარ გამოვაქვეყნებთ.

ამხანაგობის თავმჯდომარე გამოგიგზავნით, თქვენი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში.

აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ „გუმბათის“ გაყიდვების ოფისშიც, რომელიც ი.ჭავჭავაძის 33-ში აღარ მდებარეობს, რადგან სახლი დაიწვა, ხოლო „გუმბათის“ ოფისი დაიტბორა მეხანძრეების მიერ.

ახალი ოფისი გადავიდა 200 მეტრის მოშორებით _ ო.თაქთაქიშვილის (რიგის) ქუჩის # 7-ში, შესასვლელი ფალიაშვილის მხრიდან. ოფისის ტელეფონებია:



ამხანაგობის კრებას წერილით მომართა თამაზ ილიაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ეკუთვნის 120 კვ.მ. ბინა, რომელსაც თითქოს ზეპირად დაპირდა ამხანაგობის ძველი გამგეობა. მან მოითხოვა კენჭისყრაზე დაყენებულიყო მისი პრეტენზია და კრებას მიეღო ამხანაგობის ახალ წევრად.

კენჭისყრის შედეგად, იბა „ბაგები 502-ის“ საერთო კრებამ ერთხმად უთხრა უარი ბ-ნ თამაზ ილიაშვილს ამხანაგობის წევრად მიღებაზე და მისთვის 120 კვ.მ. ბინის გადაცემაზე.

იმდენი ახალი სამკვიდრო და უფლების გადაცემა დაგროვდა, რომ მათ შესწავლას 2-3 დასჭირდება. ამიტომ, თუ ვინმეს დაგრჩათ მოსატანი სამკვიდრო ან უფლების დათმობის ხელშეკრულება, გთხოვთ ეს მოასწროთ 2-3 დღეში.

ამხანაგობის თხოვნა: ახალმა წევრებმა, რომელთა ტელეფონები და მეილები არ გვაქვს, გთხოვთ შეატყობინოთ ამხანაგობის თავმჯდომარეს, რათა შემდგომში გაიოლდეს კომუნიკაცია.

გამგეობას არ აქვს შემდეგი ძველი წევრების მეილები:

1. ასათიანი გიორგი, ანა გველესიანი

2. ბურჭულაძე თეიმურაზ

3. გაბეხაძე ლილი

4. დევდარიანი გიორგი

5. კაჭარავა ელა

6. კვარაცხელია ნაპო

7. ნაჭყებია გურამის მემკვიდრეები

8. პაპისმედოვი ბესიკი

9. ფანცულაია ციალა

10. ქათამაძე ნინო

11.შაბატა მაგალი

12. ხარაძე ცისანა

13. ხვედელიძე ზურაბის ოჯახი

14. ჯინჯოლავა პალადის ოჯახი


კრების დამთავრების შემდეგ ამხანაგობის ბევრი წევრი გაემართა მშენებლობის სანახავად. მიუხედავად ამისა, მაინც გთავაზობთ დღევანდელ გადაღებულ ფოტოებს:

1-ლი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 (“კ“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა მე-15 სართული მთლიანად და მე-16 სართულის ნახევარი:






ჩვეულ რეჟიმში გრძელდება მე-4 („ი“), მე-5 („თ“) და მე-6 („ზ“) სადარბაზოების შიდა სამუშაოები. იდგმება ფანჯრის ჩარჩოები:



ანალოგიური მდგომარეობაა მე-10 („გ“), კომერციული („ბ“) და მე-11 („ა“) სადარბაზოებისთვისაც:


მე-7 („ვ“), მე-8 („ე“) და მე-9 („დ“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა მე-12 სართულის მშენებლობა და დაიწყო მე-13 სართულის სვეტების ამოყვანა:







ხელი „კარფურის“ მხრიდან: