Thursday, 13 February 2020

მოგესალმებით მეგობრებო,

გუშინ 12 თებერვალს როგორც იქნა გადავეცით მასალები მერიის კომისიას.
სამი კვირა მოვუნდით საბუთების მოძიებას. იმ საბუთებისა, რომლებიც ყველას ხელმისაწვდომად უნდა ჰქონდეს.
მოვიძიეთ და დავუკავშორდით უცხოეთში გადახვეწილ და მრავალი წლის მანძილზე დაკარგულ ამხანაგობის წევრებს.
იქამდე სანამ მერიის კომისიის გადაწყვეტილება არ იქნება, არ მსურს საბუთების შეგროვების დეტალებზე ღიად საუბარი (ჯერ არ ითქმის). მინდა მხოლოდ ერთი რამ გაითვალისწინოთ _ ამ საბუთების შეგროვება იყო მერიის კომისიის მოთხოვნა.
გარდა ამხანაგობა „ბაგები 502-სა“ და „ბაგები 504-ის“ სადამფუძნებლო საბუთებისა, მოითხოვეს მესამე პირების საბუთები, ასევე 128 ოჯახის საბუთები, იმ მემკვიდრეობის, უფლების გადაცემის, ანდერძის ან ნასყიდობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რითაც ყოველი თქვენგანი დღეს ფიქსირდება ამხანაგობის წევრად.

რამდენად მართალია ზოგიერთი პირები, როდესაც მალავენ საბუთებს, არ გვაძლევენ და ყველანაირად ხელს გვიშვლიან წინსვლაში თქვენთვის მოგვინდია.

მერიის კომისიის წევრებმა 20 იანვარს მითხრეს, რომ  24 იანვარს დავნიშნოთ შეხვედრა და მოგვიტანეთ ეს დოკუმენტებიო, მე უარი განვუცხადე, რითაც გაოცებულებიც კი დარჩნენ, 3-4 დღეში საბუთების მოტანას რაღა უნდაო. ეს შეუძლებელი იყო, რადგან ზოგიერთმა იანვარ-თებერვალში განახორციელა უფლების გადაცემის და სხვა საბუთების მოძიება.
ნაცვლად იმისა, რომ მე ვაჩქარებდე ინვესტორს, ის აქეთ გვსაყვედურობს და გვაჩქარებს დროის გაჭიანურების გამო.

ყველამ კარგად იცით, რომ ძველმა თავმჯდომარემ და გამგეობამ უამრავი საბუთი არ გადმოგვცა. ამის გამო იძულებული ვართ სხვადასხვა გზით მოვიპოვოთ ეს მასალა. მესამე პირების საბანკო ამონაწერები დღემდე არ გადმოუციათ. შესაბამისად, მოგვიხდა ერთი დღის დაკარგვა მარტო ამ საქმეზე, აღარ ვამბობ ყოველ ფეხის ნაბიჯზე დახარჯულ თანხაზე. მაგალითად გუშინ




მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცეებს სიამოვნებას გვრის დროის გაწელვა, ასეთ ხელშეშლას და სულმდაბლობას დიდი დრო არ უწერია, რადგან ძალიან მალე მოხდება კომისიის გადაწყვეტილების გამოტანა.

გამომდინარე იქინდან, რომ შესამოწმებელია (ეს არაა 64 კაცის საბუთების ნამდვილობის შემოწმება) 128 + 64 პირის საბუთები, სხვა წარდგენილი საბუთები, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ თებერვლის თვეში გამოიტანს კომისია გადაწყვეტილებას, რომლითაც მოგვენიჭება კოეფიციენტი _ კ-2 და მალე გავაგრძელებთ მშენებლობას. 

აქვე მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო უნივერსიტეტის იმ თანამშრომლებს (ამხანაგობის წევრებს), რომლებმაც ყველა ღონე იხმარეს იმისთვის, რომ დროზე შეგვეგროვებინა მოთხოვნილი საბუთები. მათი დახმარების გარეშე, 3 კვირა შეიძლება 6 კვირამდე გაგრძელებულიყო.


Monday, 3 February 2020

ამხანაგობის ძვირფასო წევრებო,

მერიისთვის წარსადგენი სამკვიდროები ან უფლების გადაცემის დოკუმენტები თქვენმა უმრავლესობამ წარმოადგინა, თუმცა ზოგიერთ თქვენგანს არ წარმოუდგენია ან არასრულად წარმოადგინა დოკუმენტები.

ამ ეტაპზე მოსატანი აქვთ შესაბამისი საბუთები ამხანაგობის შემდეგ წევრებს:

1. ბაბუნაშვილი ნინო _ ბაბუნაშვილი გიასგან
2.ბერუაშვილი ლიანა _ გაბრავა მაკარისგან
3. მესხიშვილი ნელი _ მესხიშვილი ივანესგან
4. მჭედლიშვილი მაია _ ჭედლიშვილი გიორგისგან (გოგია)
5 ნერგაძე ია _ კაციტაძე (ეს გვაქვს) _ თორდიასგან კაციტაძეზე ნასყიდობა არ გვაქვს
6.შაბატა მაგალი _ ჩიტაური რუიზანისგან
7. ჩოგოვაძეები შოთადან ვახტანგზე გადასვლა
8, ალშიბაია თერი _ კვირკველია გიორგისგან
9. გულუა ლალი _ კორახაშვილი (ეს გვაქვს) _ მოსატანია კორახაშვილზე სხვა პირისგან გადასვლის საბუთი
10.ხვიჩია- ინჯგია ციალა _ რევაზისგან

კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით დროულად წარმოადგინოთ შესაბამისი საბუთები.  მერიის შესაბამისი კომისია ელოდება ამ საბუთებს. იქამდე ყველაფერი შეჩერებულია. ამ ეტაპზე ყველაფერი ყოვნდება, რაც ჩვენივე ბრალია. ინვესტორი გამოხატავს უკმაყოფილებას, რადგან უკვე თითქმის 2 კვირაა და საბუთები ვერ მიგვიტანია. 
უპირველეს ყოვლისა ჩვენსავე ინტერესებშია ყველაფრის მოგვარება და მშენებლობის დროული დაწყება. მერიის კომისია საკმაოდ მკაცრია. ითხოვს ამ დოკუმენტებს.
იმ შემთხვევაში, თუ ვერ პოულობთ საბუთებს, იქნებ გაიხსენოთ ის ნოტარიუსი, რომელმაც გააფორმა სამკვიდრო ან უფლების გადაცემის ხელშეკრულება და მიაკითხოთ მას. 
ამხანაგობის ზოგიერთმა წევრმა ასეც მოიქცა და ნოტარიუს მაია ბრეგვაძესთან მოიძია აღნიშნული დოკუმენტები. 

Monday, 27 January 2020

ძვირფასო უნივერსიტეტელებო,

სამწუხარო ამბავი.
ამხანაგობა „ბაგები 502 -ისა“და გამგეობის წევრ ომარ ქომურჯიშვილს გარდაეცვალა მეუღლე.

პანაშვილი : 27 იანვარს
გამოსვენება: 28 იანვარს 14 საათზე

მისამართი: თბილისი, ი. ავავაძის გამზირი # 75, მე-3 კორპუსი, 1-ლი სადარბაზო, მე-5 სართული (მისასვლელი საპატრიარქოს უნივერსიტეტიდან).

Tuesday, 21 January 2020


მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო,
კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელსა და შობას! გისურვებთ ყველაფერ საუკეთესოს!

როგორც მოგეხსენებათ თბილისის მერიის სპეციალურ კომისიას უნდა განეხილა ჩვენი საკითხი. 10 დეკემბრის შემდეგ კომისია არ შემდგარა (სავარაუდოდ ახალი წლების გამო). პირველივე სხდომაზე განხილულ იქნა ჩვენი საკითხი, სადაც გატანილი იქნა ესკიზური პროექტი და მოთხოვნილი დოკუმენტების (ექსპერტიზის დასკვნა და სხვ.) შესწავლა-განხილვა.
კომისიამ მოიწონა ინვესტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები, შესრულებული საქმიანობა. მათ მიმართ პრეტენზია არ გამოთქმულა. ამრიგად, არქიტექტურულ და სამშენებლო საკითხებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ყველაფერი წესრიგშია.
კომისიამ მოითხოვა მთელი რიგი იმ საკითხების მოგვარება და დაზუსტება, რაც შეეხება ფინანსებს და სამართალს.
გუშინ 20 იანვარს შედგა ინვესტორის, სანდრო ჯორბენაძისა და ხათუნა გრიგალაშვილის შეხვედრა მერიაში კომისიის წარმომადგენლებთან და იურისტებთან. მთელი რიგი საკითხები განხილულ-დაზუსტებული იქნა და მოიხსნა დღის წესრიგიდან.
დარჩა რამდენიმე საკითხი.

ამხანაგობა „ბაგები 502-ის“ წევრების მიმართ ამოსავალ წერტილად აიღეს ფინანსთა სამინისტროს მიერ აღიარებული ვალის სია.
აქედან გამომდინარე არის შემდეგი მონაცემები დასაზუსტებელი და წარსადგენი:

1.      1. გარდაცვლილი პირების იმ მემკვიდრეებზე სამკვიდროები რომლებიც დღეს არიან დაფიქსირებული ამხანაგობის წევრებად;
2.    2.  ვალის სიაში არსებული პირის მიერ სხვაზე გაყიდული ფართის დამადასტურებელი აქტი;
3.     3.  სახელის (გვარის) შეცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
4.   4.    ცესიის წესით გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ერთი სიტყვით, საჭიროა, რომ ამხანაგობის დღევანდელმა წევრებმა წარმოადგინონ კავშირი ვალის სიაში არსებულ პირებთან, იქნება ეს სამკვიდრო, ანდერძი თუ ნოტარიულად დამოწმებული სხვა დოკუმენტი.
წარმოგიდგენთ  „ბაგები 502-ის“ წევრებს და სახელმწიფო ვალში აღნიშნულ პირებს, რომელთანაც კავშირი უნდა დაადსტუროთ:

„ბაგები 502-ის დღევანდელი წევრები

სახ. ვალში მითითებული პირები
ადეიშვილი მალხაზ
ადეიშვილი ლეონიდე
ალშიბაია ეთერი-კვირკველია დიმიტრი
კვირკველია გიორგი
აფციარი დარეჯან
ხომასურიძე ქართლოს
ბაბუნაშვილი ნინო
ბაბუნაშვილი გიორგი
ბერუაშვილი ლიანა
გაბრავა მაკარ
ბერძენიშვილი თამარ
ჩაჩუა ლელა
გაბიძაშვილი რაისა
გაბიძაშვილი ოთარ
გაბეხაძე ლილი
მეცხვარიშვილი სერგო
გელაშვილი (დევიძე)
ამირეჯიბი როინ
გეგეშიძე არჩილ
გოგოლაშვილი რუსუდან
გულუა ლალი
კორახაშვილი
დავითაია გრიგოლ
ადამაძე ელენე
დოლაბერიძე მანანა
ჭელიძე ზურაბ
დოჭვირი ნინო
დოჭვირი ბესარიონ
ესაიაშვილი გიორგი
ესაიაშვილი ლევან
ვეფხვაძე კახაბერ
ელიზბარაშვილი მიხეილ
ინწკირეველი რუსუდან
ინწკირველი გიორგი
კანდელაკი გულნარა
გაგუა გულნარა
კახიძე დარეჯან
თევზაძე ვასილ
კერესელიძე მანანა
წიკლაური
კვაჭანტიტაძე არჩილ
კვაჭანტირაძე კონსტანტინე
კობახიძე დავით
კობახიძე ავთანდილ
ლუტიძე ხათუნა
ლუტიძე ბიძინა
მესხიშვილი ნელი
მესხიშვილი ივანე
მჭედლიშვილი მაია
მჭედლიშვილი გიორგი
მჭედლიშვილი სალვა
როინიშვილი ოთარ
ნემსიწვერიძე ნინო
ბროკიშვილი
ნერგაძე ია
თორდია ბადრი
ონიანი თამარ
ონიანი ჯაბა
ოქროაშვილი ინგა
დობორჯგინიძე გიორგი
პაპისმედოვი ბესიკ
კვირკველია დავით
პეტრიაშვილი დარეჯან
პეტრიაშვილი ზურაბ
რეხვიაშვილი ხათუნა
რეხვიაშვილი აკაკი
სილაგაძე ნოდარი
სილაგაძე ავთანდილ
სტეფანიანი ალექსანდრე
სტეფანიანი სერგო
სურგულაძე ქეთევან
გელაშვილი ბაადურ
ქათამაძე ნინო
კიკნაძე
ღაღანიძე ნინო
ღაღანიძე მამია
შაბატა მაგალი
ჩიტაური რუიზან
შონია ნინა
ანდრეევი მიხეილ
ჩოგოვაძეები
ჩოგოვაძე შოთა
ცინცაძე გოჩა
ცინცაძე დავით
ცისკარიშვილი კახა
ცისკარიშვილი დიმიტრი
ცომაია გიორგი
კიკნაძე ნათელა
ჭრელაშვილი ილია
ჭრელაშვილი კოტე
ხარატიშვილი კახა
ხარატიშვილი მერაბ
ხვიჩია-ინჯგია ციალა
ინჯგია-ხვიჩია რევაზ
ჯორბენაძე სანდრო
ჯორბენაძე სერგო

გთხოვთ, აღნიშნულმა პირებმა სასწრაფოდ მოიძიოთ ეს დოკუმენტები (იმათ ვისაც გადაცემული გაქვთ ხიმურ რუხაიასთვის უკან გამოართვით, რადგან ჩემთვის არ გადმოუციათ) და ასლები დაუტოვოთ ირა მგელაძეს (ტ. 577 59-59-97; თსუ  1-ლი კორპუსი 0 სართულზე, ოთახი 015) ან მშენებლობის დარაჯს კახა როხვაძეს (ტ. 544 44-14-26).
ამ დოკუმენტების წარდგენაზეა დამოკიდებული ნებართვის გაცემის სისწრაფე. არ გადადოთ დოკუმენტების მოძებნა.

პატივისცემით,
სანდრო ჯორბენაძე


Tuesday, 31 December 2019

ძვირფასო მომავალო მეზობლებო,

მოგილოცავთ 2020 წელს!
გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას!
40-წლიანი მშენებლობის გაგრძელების წელი ყოფილიყოს თქვენი მიზანსწრაფების აღსრულების წელი!
ძალიან მიხარია ის, რომ თქვენ ხართ გახარებულები. მიუხედავად იმისა, რომ უამრავ წინააღმდეგობას (უცხო თუ შინაური ადამიანების მიერ)  ვაწყდებით, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ხვავი და ბარაქა თქვენ ოჯახებს!

პატივისცემით,
სანდრო ჯორბენაძე
ამხანაგობა „ბაგები 502-სა“ და ბაგები 504-ის“ თავმჯდომარე

Thursday, 26 December 2019

დაზუსტება

საიტზე ატვირთვისას რატომღაც შეიცვალა გვერდები და ჯერ მე-2, შემდეგ პირველი გვერდი აიტვირთა.
ძვირფასო მეზობლებო,

სამი დღის წინ გაცნობეთ, რომ ამხანაგობა „ბაგები 504“ დაზარალებულად იქნა ცნობილი და წერეთელზე გამოცხადდა ძებნა. ახლახან გადმომცეს დაზარალებულად ცნობის დადგენილება, რომელსაც გთავაზობთ გასაცნობად: