Tuesday, 30 June 2020

მოგესალმებით მეგობრებო,

ჩვენ მშენებლობაზე მუშაობა გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ „მზერას“ კორპუსმა გვიჩივლა და ცოტახნით (1 დღით) შეჩერდა მშენებლობა.
საქმე იმაშია, რომ ჩვენ „კოდალას“ უნდა ემუშავა დაღამებამდე. კორპუსის მაცხოვრებლებმა მერიის შესაბამისი სამსახური დაგვაყენა თავზე.
საბოლოოდ მერიამ „კოდალას“ დაუწესა მუშაობის საათები:
სამუშაო დღეებში _ 18 საათამდე
შაბათს _ 17:30 საათამდე
კვირას _ არ იმუშავებს.
ამასთან, შეგვიზღუდა მტვერის გაფანტვა. ამის გამო დასანგრევი ბეტონი ირწყვება და „კოდალა“ სველ ბეტონს ანგრევს. სიმართლე ითქვას პირველად მესმის მშენებლობის წარმოება მტვერის გარეშე, მაგრამ ამასაც გადავიტანთ. 
ეს ქმედება მშენებლობის ტემპს ცოტათი შეანელებს, მაგრამ არ შეაჩერებს.
გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს იმავე რაკურსიდან.
„კოდალა“ გადავიდა ეზოს მხარეს და იქიდან აგრძელებს მუშაობას.








Saturday, 27 June 2020

 ამხანაგობის ძვირფასო წევრებო,

ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებდა ინვესტორის მიერ მშენებლობაზე გაკეთებული წარწერა იმის თაობაზე, რომ მშენებლობას დაიწყებს სექტემბრიდან.
საქმე იმაშია, რომ მას არ აქვს უფლება სხვანაირად თქვას, რადგან ეს ყველაფერი ფორმდება ოფიციალურად, პროექტის დამტკიცების შემდეგ.
ჩვენთვის კი, მშენებლობა შიდა სამუშაოების შესრულების დაწყებიდან იწყება. 
დღეს, 2020 წლის 27 ივნისს დაახლოებით 14 საათზე ინვესტორმა მშენებლობაზე შემოიყვანა ტექნიკა ე.წ. „კოდალა“ და დაიწყო „ა“, „ბ“ და „გ“ კორპუსების დანგრევა. 
„კოდალათი“ ნგრევის პროცესის დაწყებას ამხანაგობის მხრიდან ესწრებოდა სანდრო ჯორბენაძე და ნინო დოჭვირი.
ნგრევა საკმაოდ ხმაურიანი და მტვრიანი პროცესია, რის გამოც ბოდიშს ვუხდით გვერდითა კორპუსებს მყუდროების დარღვევისათვის. 
ჩვენთვის ეს ხმაური და მტვერი დიდი ხნის სანატრელი ოცნება იყო.
გილოცავთ მეგობრებო ამ ისტორიულ დღეს _ მშენებლობის დაწყებას.
გთავაზობთ „კოდალას“ პირველი დაკაკუნების ფოტოებს.







Thursday, 4 June 2020

ძვირფასო მეგობრებო,

გუშუნ, 3 ინვისს შედგა ამხანაგობა „ბაგები 504-ის“ გამგეობის სხდომა. სხდომა ჩატარდა შპს „გუმბათი ჰოლდინგი+“-ის ოფისში. სხდომის აუცილებლობა გამოიწვია თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს # 95 განკარგულების შემდგომი ქმედებების დაგეგმვის აუცილებლობამ.
ბატონმა მერაბ ტყეშელაშვილმა ისაუბრა ზოგიერთი საკითხის ერთობლივად გადაწვეტის აუცილებლობაზე და წვრილ-წვრილი საკითხების გადაწყვეტაზე. ამასთან ეს იყო უკვე ოფიციალურ მშენებელთან გაცნობის საშუალება.
გუმბათის წარმომადგენელმა სოსო მაჩაიძემ ზოგიერთ წევრს აჩვენა ჩვენი სახლის პროექტის ესკიზები. ეს ესკიზები განსხვავდება 3 თვის წინ ნანახ ესკიზებიდან. როგორც ბატონმა სოსომ განაცხადა, პროექტის სრულყოფა ჯერ მიმდინარეობს. ასე, რომ იგი კიდევ შეიძლება შეიცვალოს.
კომპანია „გუმბათმა“ განაცხადა, რომ მშენებლობას იწყებს ამ თვის ბოლო დეკადაში, სავარაუდოდ 20-27 ივნისს. პირველ რიგში დასანგრევია „ა“, „ბ“ და „გ“ კორპუსები. მშენებლობის დაწყებას შეგატყობინებთ.
აქვე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი სახლის პროექტი სხვადასხვა კუთხით.
მომავალ სასიხარულო ამბავამდე.

სანდრო ჯორბენაძე

შენიშვნა: წარმოდგენილი პროექტის ფოტოები არაა ბოლო ვარიანტი. თუ შეიცვლება იმასაც დროულად შეგატყობინებთ.






Wednesday, 20 May 2020

ძვირფასო მეგობრებო,

დღეს საკრებულოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ჩვენ მშენებლობასთან დაკავშირებული განკარგულება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ და გთავაზობთ ამ განკარგულების ტექსტს.




Friday, 15 May 2020

ძვირფასო მეგობრებო,
ბმა „ბაგები 502-ის“ წევრებო,
„ბაგები 504-ის“ წევრებო,
ჩვენო მომხრეებო, მორწმუნენნო და მოწინააღმდეგე _ ცრუ ინფორმაციის გამავრცელებლებო,

გილოცავთ!

დღეს, 2020 წლის 15 მაისს ქალაქ თბილისის საკრებულომ რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ განაახლა მუშაობა. ერთ-ერთ პირველ საკითხად გატანილი იყო „ბაგები 504-ის“ K2 კოეფიციენტის მინიჭების საკითხი, რომელიც შესწავლილი დაშემუშავებული იყო სპეციალური კომისიის მიერ და 2 კვირის წინ  დამტკიცებული თბილისის მთავრობის მიერ.
სულ რამდენიმე წუთის წინ დამთავრდა საკრებულოს სხდომა, სადაც დადებითად გადაწყდა ჩვენი საკითხი.
აქედან გამომდინარე, ინვესტორი მშენებლობას სავარაუდოდ რამდენიმე დღეში დაიწყებს.
სულ ასეთი სასიამოვნო ამბების გაგების იმედად ვყოფილიყავით!

გამგეობა
.


Friday, 1 May 2020

ბაგები 502-ის წევრებს,

სამწუხარო ამბავი_ გარდაიცვალა ხიმურ რუხაია. რამდენიმე დღის წინ კი, ოთარ ბაქანიძე.
ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს.

ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე დღეში დადებითი ინფორმაციას შეგატყობინებთ.
გამგეობა

Thursday, 13 February 2020

მოგესალმებით მეგობრებო,

გუშინ 12 თებერვალს როგორც იქნა გადავეცით მასალები მერიის კომისიას.
სამი კვირა მოვუნდით საბუთების მოძიებას. იმ საბუთებისა, რომლებიც ყველას ხელმისაწვდომად უნდა ჰქონდეს.
მოვიძიეთ და დავუკავშორდით უცხოეთში გადახვეწილ და მრავალი წლის მანძილზე დაკარგულ ამხანაგობის წევრებს.
იქამდე სანამ მერიის კომისიის გადაწყვეტილება არ იქნება, არ მსურს საბუთების შეგროვების დეტალებზე ღიად საუბარი (ჯერ არ ითქმის). მინდა მხოლოდ ერთი რამ გაითვალისწინოთ _ ამ საბუთების შეგროვება იყო მერიის კომისიის მოთხოვნა.
გარდა ამხანაგობა „ბაგები 502-სა“ და „ბაგები 504-ის“ სადამფუძნებლო საბუთებისა, მოითხოვეს მესამე პირების საბუთები, ასევე 128 ოჯახის საბუთები, იმ მემკვიდრეობის, უფლების გადაცემის, ანდერძის ან ნასყიდობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რითაც ყოველი თქვენგანი დღეს ფიქსირდება ამხანაგობის წევრად.

რამდენად მართალია ზოგიერთი პირები, როდესაც მალავენ საბუთებს, არ გვაძლევენ და ყველანაირად ხელს გვიშვლიან წინსვლაში თქვენთვის მოგვინდია.

მერიის კომისიის წევრებმა 20 იანვარს მითხრეს, რომ  24 იანვარს დავნიშნოთ შეხვედრა და მოგვიტანეთ ეს დოკუმენტებიო, მე უარი განვუცხადე, რითაც გაოცებულებიც კი დარჩნენ, 3-4 დღეში საბუთების მოტანას რაღა უნდაო. ეს შეუძლებელი იყო, რადგან ზოგიერთმა იანვარ-თებერვალში განახორციელა უფლების გადაცემის და სხვა საბუთების მოძიება.
ნაცვლად იმისა, რომ მე ვაჩქარებდე ინვესტორს, ის აქეთ გვსაყვედურობს და გვაჩქარებს დროის გაჭიანურების გამო.

ყველამ კარგად იცით, რომ ძველმა თავმჯდომარემ და გამგეობამ უამრავი საბუთი არ გადმოგვცა. ამის გამო იძულებული ვართ სხვადასხვა გზით მოვიპოვოთ ეს მასალა. მესამე პირების საბანკო ამონაწერები დღემდე არ გადმოუციათ. შესაბამისად, მოგვიხდა ერთი დღის დაკარგვა მარტო ამ საქმეზე, აღარ ვამბობ ყოველ ფეხის ნაბიჯზე დახარჯულ თანხაზე. მაგალითად გუშინ




მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცეებს სიამოვნებას გვრის დროის გაწელვა, ასეთ ხელშეშლას და სულმდაბლობას დიდი დრო არ უწერია, რადგან ძალიან მალე მოხდება კომისიის გადაწყვეტილების გამოტანა.

გამომდინარე იქინდან, რომ შესამოწმებელია (ეს არაა 64 კაცის საბუთების ნამდვილობის შემოწმება) 128 + 64 პირის საბუთები, სხვა წარდგენილი საბუთები, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ თებერვლის თვეში გამოიტანს კომისია გადაწყვეტილებას, რომლითაც მოგვენიჭება კოეფიციენტი _ კ-2 და მალე გავაგრძელებთ მშენებლობას. 

აქვე მინდა აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო უნივერსიტეტის იმ თანამშრომლებს (ამხანაგობის წევრებს), რომლებმაც ყველა ღონე იხმარეს იმისთვის, რომ დროზე შეგვეგროვებინა მოთხოვნილი საბუთები. მათი დახმარების გარეშე, 3 კვირა შეიძლება 6 კვირამდე გაგრძელებულიყო.