Friday 28 April 2023

 მოგესალმებით მეგობრებო,


დღეს შედგა სასამართლო პროცესი ჩვენ წინააღმდეგ _ გ.ძასოხოვის სარჩელის გამო.


მოწინააღმდეგე მხარემ კვლავ მოითხოვა გარკვეული დოკუმენტების გამოთხოვა.

ჩვენმა ადვოკატმა ხათუნა გრიგალაშვილმაწარმოადგინა კიდევ ახალი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ძასოხოვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები ყალბია.

მაგალითად,  დოკუმენტი, რომლითაც თითქოს ჩარკვიანმა (ერთპიროვნულად ამის უფლება არ ჰქონდა) ძასოხოვს 2008 წლის 1 აგვისტოს გადასცა სავაჭრო, საცხოვრებელი, საოფისე ფართები, მანსარდა და ავტოსადგომები (რაც ჯამში საერთო ფართების ნახევარია) ყალბია, რადგან ჯერ კიდევ 2012 წელს ძასოხოვის ადვოკატი ი.ბიბილაშვილი ამტკიცებდა, რომ:

„ ... 2008 წლის აგვისტოს თვეში იგი ფიზიკურად საქართველოში აღარ იმყოფებოდა. გოჩა ძასოხოვმა 2008 წლის 30 ივლისს დატოვა საქართველო და აგვისტოს თვეში,  როგორც საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წევრი, იმყოფებოდა პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე, რის შემდეგ იგი საქართველოში აღარ დაბრუნებულა.“ 

იხ. ლინკი 

file:///D:/Users/User/Desktop/_%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A-%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%20%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1_%20%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90%20%E1%83%94%E1%83%99%E1%83%90%20%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1%20-%20%E1%83%97%E1%83%94%E1%83%97%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%20(1).pdf

ესაა მათი მთავარი დოკუმენტი, რომელსაც თითქოს ხელს ჩარკვიანი და ძასოხოვი აწერენ. სხდომაზე, ძასოხოვის ადვოკატმა დაადასტურა, რომ 2008 წლის 1 აგვისტოს ის მართლაც არ იმყოფებოდა საქართველოში.

მიუხედავად ამისა, სასამართლომ საზღვრის დაცვის დეპარტამენტს მაინც გაuგზავნა მოთხოვნა ძასოხოვის მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით.

შემდეგ სხდომაზე, სავარაუდოდ, დაიკითხებიან ჯიმი ყიფიანი და გონელ ყურაშვილი.

სხდომა განახლდება19 მაისიs 12:00 საათზე, 51-ე დარბაზში.

იმედია მობრძანდებით და დღევანდელივით სიხალვათე აღარ იქნება.

No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.