Sunday 30 April 2023

 მოგესალმებით ყველას,


გვირეკავენ მესამე პირები (ჩარკვიანის მიერ მიყიდული ფართების მფლობელები) და გვიცხადებენ პრეტენზიას ბინის მიღების გაჭიანურებასთან დაკავშირებით, ზოგიერთმა მათგანმა არც კი იცის, რომ გვაქვს სასამართლო დავა. ერთმა ისიც კი განაცხადა, რომ არ სურს სასამართლოზე სიარული და ნერვების აშლა. სასამართლო არაა საკონცერტო დარბაზი, რომ იქიდან მხიარული ჰანგები ისმოდეს.

აქედან გამომდინარე, გთხოვთ, გადასცეთ მესამე პირებს (გარდა როსტომ კენჭოშვილისა და ზურაბ ბურჭულაძისა, რომლებიც მუდამ გვერდში გვიდგანან), რომ ძასოხოვთან დავა მათაც ეხება, ისევე, როგორც ჩვენ _ თსუ-ს ამხანაგობას. კეთილი ინებონ და დადგნენ ჩვენ გვერდით.


მშენებლობა მიმდინარეობს სტაბილურად ჩქარა.

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

მე-4-მე-6 („ი“-„ზ“) სადარბაზოებისთვის ჩაისხა სართულებსშორისი ტერასის გადახურვის ბეტონი და დაიწყო მე-13 საცხოვრებელი სართულის მშენებლობა. ამწემაც აიწია სიმაღლეში:








ამ ლოკაციაზე ინტენსიურად მიმდინარეობს პერიმეტრის კედლების აშენება:








შედარებისთვის იხ. 1 წლის (30.04.2022) წინანდელი ფოტო:



სართულებსშორისი ტერასის თითქმის ნახევარი გაკეთდა „გ“-„ა“ (მე-10, კომ., მე-11) სადარბაზოებისთვის:





იგივე კორპუსის ფოტო 1 წლის წინ (30.04.2022):


 

იმის გამო, რომ დღეს კვირაა და წვიმს, მიმდინარეობდა მხოლოდ კედლების ამოშენება ბლოკებით:




1-ლი-მე-3 („მ“-„კ“) სადარბაზოების ასაშენებლად დასადგმელი ამწისთვის მომზადდა ყველაფერი. დარჩა მისი აწყობა:




ერთი წლის წინანდელი ფოტო:



მშენებარე კორპუსების ხედი „კარფურის“ მხრიდან:





ამავე კორპუსების ხედი ყიფშიძის ქუჩის სხვადასხვა ლოკაციიდან:






















No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.