Saturday 17 June 2023

 კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას,


გუშინ შედგა სასამართლო პროცესი.

ძასოხოვის მხარეს არაფერი ჰქონდა სალაპარაკო და თითქმის მთელი პროცესის მანძილზე დუმდა. მხოლოდ ჩვენ მოსაზრებებს არ ეთანხმებოდა.

ჩვენი მხრიდან ქალბატონმა ხათუნა გრიგალაშვილმა მოითხოვა „ბაგები 504-ის“ არასათანადო მოპასუხედ ცნობა, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ არ ვართ მოპასუხე და ასეთად (მოპასუხედ) უნდა იყოს მიჩნეული კომპანია „თბილისი“.

სამწუხაროდ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ.

ამის შემდეგ ქალბატონმა ხათუნამ მოითხოვა კომპანია „თბილისის“ მესამე პირად ჩაბმა, თუმცა არც ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

ქალბატონი ხათუნას დასაბუთება იმდენად მოცულობითი, შთამბეჭდავი და სამართლებრივად გამართული იყო, რომ მოსამართლეც სიამოვნებით უსმენდა და ბოლოს ძალიან კარგი დასაბუთებააო განაცხადა, თუმცა არ დააკმაყოფილა მოთხოვნა.

იმედია, ქალბატონი ხათუნას, სამეცნიერო ნაშრომის ტოლფასი დასაბუთება აისახება საბოლოო გადაწყვეტილებაში.

შემდეგი (სავარაუდოდ ბოლოსწინა) სხდომა გაიმართება 23 ივნისს 16:00 საათზე.

ამ სხდომაზე დაკითხული იქნებიან მოწმეები: 1. ჯიმი ყიფიანი და 2. გონელ ყურაშვილი.

დარწმუნებული ვარ, რომ 23 ივნისს ისეთივე ხალვათობა არ იქნება, როგორც გუშინ.


გთავაზობთ მშენებლობაზე გადაღებულ დღევანდელ ფოტოებს.

პირველ („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოების კოლონებისთვის ისხმება ბეტონი. ზოგი ჩასხმის პროცესშია, ზოგი შრება:






მე-4 („ი“) და მე-5 („თ“) სადარბაზოებისთვის მიმდინარეობს მე-13 სართულის გადახურვა:

 








ამ სადარბაზოებისთვის აქტიურად მიმდინარეობს კედლების ბლოკით ამოშენება:






ამ სადარბაზოების ხედი „კარფურის“ მხრიდან:








მე-6 („ზ“) სადარბაზოსთვის მიმდინარეობს მე-13 სართულის არმატურის დაწნა და კოლონების მომზადება ბეტონის ჩასასხმელად:




ხედი „კარფურის“ მხრიდან:



მე-10 („გ“), კომერციული („ბ“) და მე-11 („ა“) სადარბაზოებისთვის მიმდინარეობს მე-12 სართულის გადახურვა და მე-13 სართულის სამუშაოები:




ხედი კარფურის მხრიდან:





მშენებლობის ყველა ლოკაციის ხედი ყიფშიძის ქუჩიდან:













No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.