Saturday 24 June 2023

 მოგესალმებით მეგობრებო,


გუშინ ჩატარდა სასამართლო პროცესი ძასოვის სარჩელთან დაკავშირებით.

დაიკითხა ჯიმი ყიფიანი, რომელიც კვლავ ამტკიცებდა, რომ მათ მიერ მოთხოვნილი თანხა უნდა გადაიხადოს ამხანაგობამ. ის, რომ გაკოტრების საქმეში ჩაერთვნენ მე-7 რიგის კრედიტორად და ეს თანხა მოსთხოვეს კომპანია „თბილისს“ ვითომც არ ყოფილა. გაკოტრების საქმიდან ვერ მიიღეს ფული და ახლა ჩვენგან უნდათ ამის გაკეთება.

ჯიმი ყიფიანის პასუხები იყო არათანმიმდევრული, მტკიცებულებების გარეშე და დროში არეული.

ჩვენ კითხვაზე, თუ როდის იქნა ამხანაგობის მიერ აღიარებული მათ მიერ მოთხოვნილი თანხა ვალად, ვერაფერი გვიპასუხა.

მისი გამოსვლა, ძირითადად გოჩა ძასოხოვის ქება-დიდებას, ხოტბის შესხმას, დითირამბებით მოხსენიებას ეძღვნებოდა. 

ბოლოს მოგვმართა ჩვენ, გაგვკიცხა, რომ ვერ ვაფასებთ გოჩა ძასოვოვის მადლს.

ცოტა აკლდა და ძასოხოვისთვის ძეგლის დადგმას ან წმინდანად აღიარებას მოგვთხოვდა.

სიტყვა „მადლი“ რამდენჯერმე გაიმეორა _ იმ კაცის მიმართ, რომელსაც უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებიდან უნდა იშოვოს რამდენიმე მილიონი, იმ ხალხისგან, რომლებიც აგერ უკვე 44 წელია იშენებს ბინას, წაართვას მათ ეს ბინები.

მკრეხელობაა გამოიყენო სიტყვა „მადლი“ იმ ადამიანის მიმართ, რომელიც გძარცვავს, ბევრისთვის უკანასკნელი იმედის (საოპერაციოდ და ა.შ.) წართმევა უნდა.

საქართველოში ერთმა მდიდარმა კაცმა 1 000 000 000 $-ზე გაცილებით მეტი ქველმოქმედება გასწია, მაგრამ დღემდე მის მიმართ ეს სიტყვა არავის გამოუყენებია.

მოწმე, რომ ძასოხოვის მხარეს იქნებოდა ეს ისედაც ცხადი იყო.

მეორე მოწმე _ გონელ ყურაშვილი არ გამოცხადებულა.

გარდა ამისა სასამართლომ, ტრადიციულად, არ დააკმაყოფილა ჩვენი რამდენიმე შუამდგომლობა. 

შემდეგი სხდომა გაიმართება 7 ივლისს, 14:00 საათზე დარბაზი # 51.

No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.