Friday 30 June 2023

მოგესალმებით ყველას,

თვის ბოლო დღეა და გთავაზობთ მშენებლობის დღევანდელ ფოტოებს.

1-ლი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბზოების ავტოსადგომის პირველი სართულისთვის მომზადდა ყალიბები ბეტონის ჩასასხმელად:





მე-4 („ი“) და მე-5 („თ“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა მე-13 სართულის მშენებლობა და დაიწყო მე-14 სართულის სამუშაოები:









შედარებისთვის: შარშანდელი (30.06.2022 წ.) ფოტო _
 


ინტენსიურად მიმდინარეობს კედლების უცხოური ბლოკით ამოშენება:










მე-6 („ზ“) სადარბაზოსთვის თითქმის დამთავრდა მე-13 სართულის მშენებლობა. დარჩა მცირე მანძილის გადახურვა მე-5 („თ“) ადარბაზოს მხარეს:








მე-10 („გ“), კომერციული („ბ“) და მე-11 („ა“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა მე-12, ნაწილობრივ დამთავრდა მე-13 და დაიწყო მე-14 სართულის მშენებლობა:






შედარებისთვის: შარშანდელი (30.06.2022 წ.) ფოტო _



ყველაზე კარგად მშენებლობა მაინც ყიფშიძის ქუჩიდან აღიქმება:











კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესი გრძელდება ა.წ. 7 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზე, დარბაზი # 51.
გასაგებია, რომ ასაკის გამო ბევრს გიჭირთ სასამართლოზე მოსვლა (სხვა თუ არაფერი _ 44 წელია ვაშენებთ ბინებს), მაგრამ თუ თქვენ ვერ ახერხებთ მოსვლას, იქნებ თქვენმა შვილებმა ან შვილიშვილებმა _ ვისთვისაც აპირებთ ბინის დატოვებას _ ინებონ მოსვლა.
:

No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.