Saturday 13 January 2024

 მოგესალმებით და გილოცავთ!



საკალანდოდ გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

1-ლი-მე-3 („მ“-„კ“) სადარბაზოებისთვის ბოლომდე დაიხურა პირველი სართული:






მე-4-მე-6 („ი“0„ზ“) სადარბაზოებისთვის ჩვეულებრივად გრძელდება შიდა სამუშაოები:



მე-7-მე-9  („ვ“-„დ“) სადარბაზოებისთვის დაგებული ფილა თითქმის გაშრა და მასზე მალე დაიწყება ავტოსადგომების (მიწისქვეშა) 2 სართულის მშენებლობა:












მესამე პირების კორპუსშიც მიმდინარეობს შიდა სამუშაოები. პარალელურად, ბოლო სართულების მშენებლობა:


ყიფშიძის პირველმა თავი ამოყო და გვერდი დაუმშვენა სხვა სახლებს _ ხედი ჭავჭავაძის გამზირიდან:





ყველამ იცით, რომ დღემდე ია-ვარდით მოფენილ გზაზე არ გვივლია.

მძიმე მემკვიდრეობა გვერგო.

ამიტომ უნდა შეგახსენოთ, რომ ა.წ. 17 იანვარს (ოთხშაბათს), 14 საათზე, დარბაზი #6,  თბილისის სააპელაციო სასამართლოში. მის.: თბილისი გრიგოლ რობაქიძის 7ა (დიღმის მასივი. პოლიციის სამმართველოს უკან). 

ამ სასამართლოში დიდი ხანი არ უნდა დაგვჭირდეს. შეიძლება ამავე სხდომაზე დამთავრდეს ყველაფერი.

პირველი ინსტანციის სასამართლოში თქვენი დასწრება მნიშვნელოვანი იყო, თუმცა იგრძნობოდა სიმცირე, საერთო რაოდენობასთან შედარებით.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება დასწრება სააპელაციო სასამართლოში.

გაიხსენეთ ამხანაგობის კრებები. იქ საჩხუბრად და ნერვების მოსაშლელად სიამოვნებით მიდიოდით. იცოდით რა, რომ მაინც არაფერი გადაწყდებოდა.

აქ კი, თქვენი ბინის საკითხი წყდება. ბინისა, რომელიც თქვენი მემკვიდრეებისთვისაა განკუთვნილი.

ველოდებით მემკვიდრეებსაც!

:


No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.