Wednesday 17 January 2024

 ძვირფასო მეგობრებო,


დღეს სასამართლო პროცესი არ შედგა, რადგან გოჩ აძასოხოვმა ბოლო მომენტში ადვოკატი ნ.კვანტალიანი შეცვალა ახალი ადვოკატით _ ანზორ ხაინდრავათი.

ამ უკანასკნელმა კი, მოითხოვა გარკვეული დრო საქმის შესწავლისთვის.

ეს საპროცესო მანიპულაციები ემსახურება დროის გაწელვას.

სასამართლომ დანიშნა შემდეგი სხდომის დღე, მაგრამ ცოტა ხნის წინ შეგვატყობინეს, რომ ძასოხოვის ადვოკატს არ შეუძლია იმ დროს მოსვლა და სასამართლომ დანიშნა ახალი ვადა 2024 წლის 25 იანვარი 13:00 საათი, იმავე # 6 დარბაზში.

დიდი მადლობა იმ ხალხს, ვინ მოვიდა და დაანახა სასამართლოს ჩვენი ერთიანობა. განსაკუთრებული მადლობა ამხანაგობის იმ წევრებს, რომლებიც სპეციალურად ამ საქმისთვის ჩამოვიდნენ რაჭიდან და სხვა რეგიონებიდან.

იმედია 25-შიც ასეთივე ერთიანი ვიქნებით.

ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მართლები ვართ და ადვოკატი ა.ხაინდრავა კი არა, ადვოკატი ფ.პლევაკო ვერ უშველის გ.ძასოხოვის უსამართლო მოთხოვნებს.

No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.