Thursday 25 January 2024

დღევანდელი სიახლე


დღეს შედგა სასამართლო პროცესი, რომელზეც გ.ძასოხოვის წარმომადგენელმა ადვოკატმა წაიკითხა სააპელაციო საჩივარი, რომელსაც საათზე მეტი ხანი მოუნდა. აპელანტის სიტყვაში კვლავ მორიგი ტყუილები და არასწორი ინფორმაცია იქნა მოყვანილი.

შემდეგ, ჩვენმა ადვოკატმა ხ.გრიგალაშვილმა დაიწყო ჩვენი პოზიციების წარმოჩენა, თუმცა ცოტა ხანში მოსამართლემ შეაწყვეტინა, რადგან ამოიწურა სასამართლო განხილვის დღეისთვის გათვალისწინებული დრო.

სასამართლო გადაიდო 2 თებერვლის 14 საათისთვის.

ასე, რომ გელით 2 თებერვალს.

კარგია, რომ სწრაფად მიდის პროცესი.

No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.