Wednesday, 8 September 2021

 ძვირფასო მეგობრებო,


როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მსენებლობის მეზობელი სახლების ქრონიკული მომჩივნები არ ჩერდებიან და თავიანთი აკვიატებებით ცდილობენ მშენებლობის შეფერხებას.

ჯერ იყო მვერის წუხილი, შემდეგ ხმაურის, ახლა მზის სხივების, თვითონ არ იციან რის გამო უნდა გვიჩივლონ. მთავარია გვიჩივლონ. ეტყობა ესაა მათი გართობის საშუალება. ბოლოს წარმოადგინეს ვიღაც ბერეჩიკიძის ანალიზი (და არა დასკვნა), თუმცა ვინაა ეს ბერეჩიკიძე , რა სტატუსი აქვს და ა. შ. არ წარმოუდგენიათ. ფაქტობრივად ატყუებდნენ მერიას.

გთხოვთ, ყურადღებით და ბოლომდე წაიკითხოთ თბილისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის 25 აგვისტოს # 1223 ბრძანება , საიდანაც ნათლათ იკვეთება, რომ ჩვენ არაფერი დაგვირღვევია და 100 % მართლები ვართ.

გადაწყვეტილებაში ნათლად იკვეტება ერთი მუჭა ხალხის უაზრო და უსამართლო მოთხოვნები.

გთხოვთ წაიკითხეთ:

















Friday, 3 September 2021

 მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო,


დაიწყო სექტემბერი და გაჩაღდა ბინძური საარჩევნო კამპანია.

მიმდებარე შენობების მაცხოვრებლები სარგებლობენ ამით და ხან ერთ ოპოზიციურ პარტიას გამოიყვანენ მოტყუებით, ხან მეორეს.

ამჯერად „ლელოს“ მერობის კანდიდატი გამოიყვანეს და ბადრი ჯაფარიძე.

პარტიას, რომელიც საქმეში ჩაუხედავად, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე გამოდის და ამდენი ადამიანის 40-წლიან მოლოდინს გადაუსვამს ხაზს იმის გამო, რომ როგორმე ცუდი თქვას მოქმედ ხელისუფლებაზე, მომავალი არ აქვს.

თქვენ თვითონ შეგიძლიათ დარწმუნდეთ ამაში. იხ.:  https://www.facebook.com/%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C-%E1%83%A7%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%99%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%98-Beton-Kipshidze-100426255628884


ჩვენი თხოვნა იქნება, არ დავტოვოთ არცერთი ასეთი ვებგვერდი პასუხგაუცემლად. გაეცით მათ პასუხი (სამართლის ფარგლებში, შეურაცხყოფილს გარეშე) და გააგებინეთ ხალხს სიმართლე. ჩვენ დუმილს აღიქვამენ სისუსტედ.

შებრძანდით „ლელოს“ ვებგვერდზე _ https://www.facebook.com/LeloForGeorgia/

და მოუყევით სიმართლე. თუ ეს გვერდი ექვემდებარება ცენზურას, შედით სხვა პარტიის ვებგვერდზე და იქედან ამცნეთ ხალხს ჭეშმარიტება.


მივმართავ ბადრი ჯაფარიძეს,

ბადრი,

ჩვენ სტუდენტობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. შენ მშვენივრად იცი, თუ რა დღეში იყვნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები. თუნდაც იმ ფაკულტეტის მეცნიერ-მუშაკები, სადაც შენ მუშაობდი. ამ ამხანაგობაში არიან შენი მასწავლებლების ოჯახებიც, რომლებიც დღესაც იმ პირობებში არიან, როგორც მაშინ.

შენ იმიტომ არ ხარ ჩვენი ამხანაგობის წევრი, რომ იმ დროს ბიზნესით იყავი დაკავებული და დიდ კაპიტალს აგროვებდი.

საკრებულოს თავმჯდომარეობაზე გაქვს პრეტენზია და იმ ქალბატონს მერობაზე და არც კი შეგისწავლიათ საკითხი და ისე გამოდიხართ პოპულისტური სიტყვით. ფანტასტიკის სფეროა, მაგრამ დავუშვათ თქვენ გაიმარჯვეთ, ჩვენ (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ პროფესორ-მასწავლებლების) უფლებებს არ იცავთ?

თუ პარტიის ლიდერები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, წარმომიდგენია როგორი იქნება ქვედა რგოლები.

აქედან გამომდინარე, თუ ოდნავ მაინც შეგრჩენიათ მოქალაქეობრივი (და არა პარტიული) სინდისი, გამოდით და ბოდიში მოიხადეთ 3 სექტემბერს, ყიფშიძის #1-თან გამოთქმული თქვენი გადაუმოწმებელი და შეუსწავლელი ინფორმაციის გაჟღერების გამო.


სანდრო ჯორბენაძე

პროფესორი, ადვოკატი,

ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტი,

ამხანაგობა „ბაგები 502 (504)-ის“ თავმჯდომარე


Saturday, 21 August 2021

 ძვირფასო მეგობრებო,


მშენებლობა მიდის თავისი გზით.

ისევ გრძელდება ხიმინჯებისთვის ბეტონის ამოჭრა:






„კოდალა“ ასუფთავებს ჩამოსასვლელი გზის კედლებს:




„გ“ სადარბაზოს ადგილზე ხიმინჯებისთვის ყველა ორმო ამოჭრილია ბეტონის დონეზე:














ამოჭრილია „ბ“ სადარბაზოს ნახევრის ორმოებიც:





მოტანილია არმატურის ახალი მასალა, რომლითაც იწნება ხიმინჯები:



დაწნული ხიმინჯების ოდენობაც იზრდება და ელოდება თავის ორმოებს:





საერთო ხედი ყიფშიძის ქუჩის მხრიდან:



შემდეგი ინფორმაცია დაიდება სექტემბერში.


Monday, 16 August 2021

 მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო!


    ბევრი თქვენგანი ვეღარ ითმენს და ყოველდღე უნდა სიახლე, მაგრამ ეს პოლიტიკა არაა _ მშენებლობაა და ასე სწრაფად ვერ განვითარდება მოვლენები.

    ადრეც ვთქვით და კიდევ ვიმეორებთ, რომ სართულების აშენება უფრო სწრაფად წავა, ვიდრე ხიმინჯები და საყრდენები შენდება. მთელი სიმძიმე აწვება ხიმინჯებს, ამიტომ ხიმინჯები ჩაბეტონებული უნდა იყოს მყარად, რასაც სჭირდება დრო (დეტალურად ვინმე მშენებელ-ნათესავი აგიხსნით).

    მშენებლობის ვადაა 4 წელი, რაც 48 თვეს ნიშნავს. ასე, რომ ჯერ რემონტზე ფიქრი ადრეა. 

    გთხოვთ, გამოამუშავებინოთ თქვენ ორგანიზმს 4-წლიანი მოთმინების უნარი.

    გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს:

    სამშენებლო მოედნის ხედი ზემოდან:



უწყვეტად მიმდინარეობს ხიმინჯების ორმოების ამოჭრა _ ჯერ პლიტა-ბეტონის დონეზე:




პარალელურად არმატურისგან მზადდება (იწნება) ხიმინჯები:





ყველაზე მთავარი და სასიხარულოა ის, რომ საქმე წინ-წინ მიდის და არ ჩერდება.


ჩვენი ამხანაგობის რამდენიმე წევრს დაემართა კორონა.

ვუსურვოთ მათ გამოჯანმრთელება და მხნეობა!



Wednesday, 11 August 2021

 მოგესალმებით მეგობრებო,


    როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მშენებლობაზე დაგებულია ბეტონის „პლიტა“, რომელსაც ინვესტორი არ იღებს, უბრალოდ პლიტაში ხიმინჯები უნდა განთავსდეს.

    ხიმინჯები უნდა ჩავიდეს 10-11 მეტრზე. პირველ ეტაპზე კეთდება ხიმინჯების ორმოები ამ „პლიტაში“. „პლიტის“ ქვეშ მიწის გაბურღვასა და ამოჭრას გააგრძელებს „ბაუერის“ ტექნიკა.

    გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

    ზედხედი ასეთია:




    ამ ეტაპზე კეთდება „ა“, „ბ“ და „გ“, იგივე 1-ლი, მე-2 და მე-3 სადარბაზოების ადგილზე ხიმინჯების ორმოები:





ხიმინჯების დასაწნავად (ასაკინძად) მოტანილია არმატურა და სხვა მასალა:



გაკეთებულია ფანჩატურის მსგავსი სამუშაო (სიცხეში, წვიმაში) სივრცე:




ხიმინჯებისთვის ამოჭრილია (ბეტონის დონეზე) ორმოები. თუ კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ კედლამდე გრძელდება:



ორმოები რამდენიმე რიგშია:




ზოგიერთი ორმო წყლითაა სავსე, რადგან ორმოების ამოთხრა (ბეტონის გაჭრა) ხორციელდება წყლის დასხმით, რათა მეზობლები არ შეწუხდნენ:



მუშაობის მიმდინარეობის პროცესი შეგიძლიათ ნახოთ ადგილზე _ 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

Thursday, 5 August 2021

 ძვირფასო მეგობრებო,


    გუშინ, 4 აგვისტოს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შედგა განხილვა ჩვენი „ძვირფასი“ მეზობლების საჩივართან დაკავშირებით.

    მომჩივანთა 6 პირიდან _ სამი (ნ. ალხაზიშვილი, მ.ირემაშვილი და თ.მაკენზი) ყიფშიძის 2-ის მაცხოვრებელია, ხოლო 3 (ნ.ჯავაშვილი, ნ.ადეიშვილი და ი.ბაკურიძე) ჩვენგან გამოყოფილი ე.წ. „თარგამაძის“, კლინიკა „მზერას“ კორპუსის მაცხოვრებელი.

 გასაკვირი მხოლოდ ის იყო, რომ ჩვენგან გამოყოფილი „მზერას“ კორპუსის თავმჯდომარესთან, სხვა მაცხოვრებლებთან, ჩვენთან და ინვესტორთან ერთობლივი შეხვედრის დროს შევთანხმდით გარკვეულ თანამშრომლობაზე. მათ შორის, ამ კორპუსისთვის გარკვეული სამუშაოებვის ჩატარებაზე (მაგ., კანალიზაციის მილების მოწესრიგება და სხვ.) შეღავათიან ფასად და ა.შ.

    ფაქტია, რომ თვითონ არღვევენ ხელშეკრულებას.

    ამ სამი მომჩივნიდან ერთი ბრძანდება თსუ პროფესორის, აწ გარდაცვლილი გიორგი წიბახაშვილის რძალი. გ.წიბახაშვილი ბრძანდებოდა „ბაგები 502-ის“ წევრი. მის მიერ ამხანაგობა „ბაგები 502-ში“ შეტანილია თანხა მთლიანად.

    ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენგან გამოყოფილი სახლი არაა მიღებული ექსპლოატაციაში, შესაბამისად, დღესაც მშენებარის სტატუსი აქვს, დარღვეულია წითელი ხაზები ჩვენი ეზოს მხარეს.

    ამ სახლის თავმჯდომარესთან ჩამოყალიბდა კეთილმეზობლური ურთიერთობა (მათი თხოვნით იქნა შემოყვანილი მეორე და მესამე „კოდალა“ ნგრევის პროცესში და სხვ.).

    ჩვენი მხრიდან მიიღეს თანხმობა, რომ მივცემდით უფლებას ექსპლუატაციის ჩაბარების თაობაზე, მშენებლობის დასრულებისკენ წასვლის პროცესში, მაგრამ იმ პირობით, თუ ნორმალურად მოიქცეოდნენ და უსაფუძვლოდ არ შეგვიშლიდნენ ხელს მშენებლობაში. სამწუხაროა, რომ ნ.ადეიშვილმა, ი.ბაკურიძემ და ნ.ჯავაშვილ-წიბახაშვილმა ეს პირობა დაარღვიეს. აქედან გამომდინარე, ჩვენგან თანხმობის მიღება აღარ მოხდება ჩვენი სახლის ექსპლოატაციაში გადაცემამდე.

ექვსივე მომჩივანის სახელით, დავის განხილვაში მონაწილეობდა არასამთავრობო ორგანიზაცია _ ა(ა)იპ „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (დირექტორი თამთა მიქელაძე).

    მათი მოთხოვნა იყო: შეჩერებულიყო არქიტექტურის სამსახურის # 5451341 ბრძანება (მშენებლობის ნებართვა) დავის დასრულებამდე და ამ ბრძანების ბათილად ცნობა.

    სხდომას ესწრებოდნენ: მომჩივნები _ ნ.ალხაზიშვილი და სხვა მომჩივნების რწმუნებით აღჭურვილი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ვლადიმერ ქუთათელაძე. ჩვენი მხრიდან _ ამხანაგობის თავმჯდომარე სანდრო ჯორბენაძე და ქალბატონი ხათუნა გრიგალაშვილი, რომელიც წარმოადგენდა არა მარტო „ბაგები 504-ს“, არამედ ინვესტორსაც (იმის გამო, რომ საჩივარი ჩვენ გადმოგვეცა 29 ივლისს, ქალბატონი ხათუნა იძულებული გახდა გადაედო დასასვენებლად წასვლა).

    სხდომა გაგრძელდა საკმაოდ დიდხანს (1 საათი და 15 წუთი).

    არქიტექტურის სამსახურმა შესაბამისი პასუხი გასცა მომჩივანთა პრეტენზიებს.

   მათ მიერ წარმოდგენილი, ვინმე სალომე ბერეჩიკიძის ინსოლაციის ანალიზი სიღრმისეულად მიმოიხილა ხ.გრიგალაშვილმა და სხდომის თავმჯდომარეს მიმართა თხოვნით, რომ გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ ქალბატონი ბერეჩიკიძე (მაინც ვერ გავარკვიეთ ვინაა ეს ქალბატონი, რა განათლება აქვს და რა სტატუსი) არაა ექსპერტი. მას უწერია _ სპეციალისტი. რისი, რომელი დარგის და ა.შ. არაფერია მითითებული. გარდა ამისა, კანონმდებლობით არაა მოწესრიგებული და გათვალისწინებული ინსოლაციის კრიტერიუმები.

    მართალია ამას დიდი ხანი არ ეთანხმებოდა მომჩივანი მხარე, მაგრამ ბოლოს ვლ. ქუთათელაძემ აღიარა, რომ მათ ვერ მოასწრეს ექსპერტიზის ჩატარება, რითაც აღიარა, რომ ბერეჩიკიძის ანალიზს არავითარი ძალა არ აქვს.

    კამათი მიმდინარეობდა მომჩივნების მიერ დაყენებულ სხვა საკითხებზეც:

1. დასახლების მდგრადი განვითარება;

2. საგზაო ბოძრაობის ორგანიზება;

3. მშენებლობის გავლენა მომიჯნავე შენობებზე;

4. საკუთრების უფლება;

5. ადმინისტრაციული კანონმდებლობის დარღვევა

    ინსოლაციის (ტერიტორიის ზედაპირის ან/და შენობის შიდა, სამყოფი ნაწილების მზის სხივებით განათება) ძირითად საკითხთან ერთად ამ საკითხებმაც საკმაო სამართლებრივი პაექრობა და კამათი გამოიწვია. თუმცა, მათი არგუმენტები ძირითადად ბელეტრისტიკა და ზოგადი ფრაზები იყო, რომელიც ყველა საქმისთვის ერთია _ ადამიანის უფლებები (თითქოს ჩვენ ადამიანები არ ვართ და ჩვენი უფლებები არ ირღვევა), კონსტიტუციის უზენაესობა და ა.შ. 

    ყველა შემთხვევაში ჩვენი მხარე რჩებოდა გამარჯვებული.

    დიდი მადლობა ქალბატონ ხათუნა გრიგალაშვილს!

    არქიტექტურის სამსახურმა მომჩივან ნატო ალხაზიშვილს და დანარჩენ 5 ადამიანს ყველა მოთხოვნაზე უარი უთხრა და არ დააკმაყოფილა.

    ეს იყო ამ ხალხის მეორე საჩივარი. ვნახოთ კიდევ რამდენჯერ გვიჩივლებენ. დაგვპირდნენ, რომ # 3 საჩივარი შეტანილი იქნება სასამართლოში. ეს მათი ნებაა. არსებობს ასეთი არაოფიციალური სტატუსი _ ქრონიკული მომჩივანი _ ასეთად მიიჩნევა მესამე საჩივრის შემტანები.

    მერიის გადაწყვეტილება მიღებული იქნება ამ თვის ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში, რომელსაც აქვე შემოგთავაზებთ.

    სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!