Saturday, 24 December 2022

 მოგესალმებით მეგობრებო,


წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!

ბედნიერება და ჯანმრთელობა არ მოგკლებოდეთ!


წლის ბოლო სამუშაო შაბათ-კვირაა, რადგან მშენებლობა შეჩერდება 30 დეკემბერს და განახლდება 4 იანვარს.

აქედან გამომდინარე, გთავაზობთ დღევანდელ, ამ წლის დასკვნით ფოტოებს. ასევე, 1 წლის წინანდელ ფოტოებს თვალსაჩინოებისთვის.

მე-4-მე-5 („ი“, „თ“) სადარბაზოებისთვის გადაიხურა მე-9 სართული და დაიწყო მე-10 სართულის მშენებლობა:







მშენებლობა თითქმის ამწე „უკრაინის“ დონემდე ავიდა. ამიტომ, ამ დღეებში ამწე აიწევს სიმაღლეში:




ამ სადარბაზოების ხედი „კარფურის“ მხრიდან:








მე-10 სართული შენდება მე-6 („ზ“) სადარბაზოსთვისაც:







მე-10, კომერციული და მე-11 („გ“, „ბ“ და „ა“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა მე-8 სართულის მშენებლობა (გადახურვა) და დაიწყო მე-9 სართულის მშენებლობა:







ხედი „აგროჰაბიდან“:






მშენებლობის ხედები ყიფშიძის ქუჩიდან:
















ყუფშიძის ქუჩის მაცხოვრებლები აქტიურად იყენებენ ჩვენი ნაგვის ურნებს, თუმცა ზოგიერთი მათგანი ნაგავს მიზანში ვერ ყრის:





დღევანდელი და ერთი წლის წინანდელი მდგომარეობის შედარებით, ნათლად ჩანს მშენებლობის მაღალი ტემპი:

„ა“, „ბ“ და „გ“ სადარბაზოების ტერიტორია

2022 წლის დეკემბერი


 2021 წლის დეკემბერი


„ზ“, „თ“ და „ი“ სადარბაზოების ტერიტორია

2022 წლის დეკემბერი



 2021 წლის დეკემბერი



„კ“, „ლ„ და „მ“ სადარბაზოების ადგილზე არ იყო დაწყებული მიწისქვეშა სამუშაოები. ამჟამად მიწის სამუშაოები დამთავრებულია და ფილაც დაგებული. მარტიდან აქაც ამოიზრდება სართულები:

2022 წლის დეკემბერი


 2021 წლის დეკემბერი


„დ“-„ვ“ სადარბაზოებისთვის არ იყო დაწყებული მიწის სამუშაოები. დღეისთვის მიწისქვეშა სამუშაოები დამთავრებულია. ამ ადგილს დროებით სამშენებლო 
პოლიგონად იყენებენ. რამდენიმე თვეში აქაც დაიგება ფილა და 
აშენდება სართულები:

2022 წლის დეკემბერი



 2021 წლის დეკემბერი

.


კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს!


ინვესტორის თხოვნით, განმეორებით გიგზავნით ნაძვის ხის მოსაწვევს თქვენი პატარებისთვის



Friday, 23 December 2022

 ძვირფასო მეგობრებო,


ჩვენი მშენებელი _ კომპანია „გუმბათი“ ორშაბათს, 26 დეკემბერს, 20 საათზე, 55-ე სკოლის მოპირდაპირედ, ყოფილი კაფე „ფრანციის“ ტერიტორიაზე აწყობს საახალწლო ნაძვის ხეს და ეპატიჟება თქვენ ბავშვებს.




Saturday, 17 December 2022

 მოგესალმებით ყველას და გილოცავთ ბარბარობას!



გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

2 დღის წინ შეგატყობინეთ, რომ მე-4-მე-5 სადარბაზოებისთვის წლის ბოლომდე გადაიხურებოდა ბეტონით.  სწორედ ეს სამუშაოები მიმდინარეობდა დღეს _ დროზე ადრე.

ამრიგად, ამ სადარბაზოებისთვის გადაიხურა მე-9 სართული. რამდენიმე დღიანი გაშრობის შემდეგ დაიწყება მე-10 სართულის მშენებლობა:

 











გრძელდება მე-6 („ზ“) სადარბაზოს მე-9 სართულის მშენებლობა:





როგორც მშენებლები გეგმავენ, კიდევ რამდენიმე სართული უნდა აშენდეს მე-4-მე-5 სადარბაზოებისთვის, რომ დავიწყოთ 1-ლი-მე-3 („მ“, „ლ“, „კ“) სადარბაზოების მშენებლობა. ეს გამომდინარეობს მშენებლობის წესებიდან და მერიის აკრძალვებიდან. ამ სადარბაზოების მშენებლობა სავარაუდოდ მარტის თვეში უნდა განხორციელდეს. ისინი მალე წამოეწევა უკვე აშენებულ სადარბაზოებს.

გარდა ამისა, 3-5 თვის შემდეგ დაიწყება აშენებულ სართულებზე კედლების გადატიხვრაც (თქვენთან შეთანხმებით). ამიტომ, ცუდი არ იქნება, თუ იმ პერიოდისთვის მოაზრებული გექნებათ კედლების გადატიხვრის სავარაუდო ადგილები. ეს ეხება მე-4-მე-6 („ი“, „თ“, „ზ“) სადარბაზოებს.

იმედია ეს მოლოდინებიც გამართლდება.

მე-10-მე-12 (ყოფილი „ა“-„გ“) სადარბაზოებისთვის გუშინ ბეტონით გადაიხურა მე-8 სართულის დიდი ნაწილი და დაიწყო მე-9 სართულის მშენებლობა:






  • გთავაზობთ მცირე ვიდეო ჩანაწერებსაც:




Wednesday, 14 December 2022

 მოგესალმებით მეგობრებო,


დღეს შედარებით დათბა, მზეც გამოვიდა, თუმცა, როგორი ამინდიც უნდა იყოს, მშენებლობა არ ჩერდება.

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს:

მე-4-მე-6 სადარბაზოებისთვის შენდება მე-9 სართული, რომლის ბეტონით გადახურვა ახალ წლამდე მოხდება:









მე-9 სართულის მშენებლობა მიმდინარეობს „ზ“ (მე-6) სადარბაზოსთვისაც:





მე-11-მე-12 და კომერციული სადარბაზოებისთვის მიმდინარეობს მე-8 სართულის დამთავრების სამუშაოები. ამ კვირაში გადაიხურება ეს სართული, ჩაისხმება ბეტონი და დაიწყება მე-9 სართულის მშენებლობა:




მე-4-მე-6 სადარბაზოების ხედი „კარფურის“ მხრიდან:







მე-10-მე-11 და კომერციული კორპუსების ხედი „კარფურის“ მხრიდან: