Saturday, 16 September 2023

  •  მოგესალმებით მეგობრებო,


ბევრი თქვენგანი ისევ მრავალ კითხვას სვამს სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ არაა ძალაში შესული., რადგან ძასოხოვს აქვს გასაჩივრების ვადა.

რაც შეეხება მის მიერ სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას, ძნელია ისაუბრო იმაზე, თუ რას ფიქრობს სხვა.

ბევრი თქვენგანი საუბრობს ადამიანურ გრძნობებზე, სირცხვილზე და ა. შ.

თქვენ იცით, რომ გ.ძასოხოვს დამთავრებული აქვს თსუ იურიდიული ფაკულტეტი (მის მატრიკულში, ალბათ ჩვენი პროფესორ-მასწავლებლის ხელით ჩაწერილი შეფასებაც იქნება), თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის ეჩივლა თავისი ლექტორებისთვის.

ასე, რომ ყველაფერია მოსალოდნელი.

ჩვენ, სამართლებრივად 200 % მართლები ვართ.


ჩვენ კი, ვაგრძელებთ სახლის მშენებლობას.

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

1-ლი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისთვის მზადდება ავტოსადგომის მე-2 სართულის გადასახური ყალიბების მომზადება:








მე-4 („ი“) და მე-5 („თ“) სადარბაზოებისთვის ბეტონით გადაიხურა ბოლო სართული, რითაც ამ ლოკაციაზე ბეტონ-არმატურის სამუშაოები დამთავრებულია.

გ ი ლ ო ც ა ვ თ  ა მ  ს ა დ ა რ ბ ა ზ ო ე ბ ი ს  მ ა ც ხ ო ვ რ ე ბ ლ ე ბ ო !









გრძელდება სამშენებლო სამუშაოები მე-6 („ზ“) სადარბაზოსთვისაც:




ასევე ადის სიმაღლეში მესამე პირთა სადარბაზოებიც (მე-10 („გ“), კომერციული („ბ“) და მე-11 („ა“)):




ლოკაციების ხედი ყიფშიძის ქუჩიდან:






ამ ბოლო დროს განსაკუთრებით ღელვა ეტყობა იმ სადარბაზოების მაცხოვრებლელბს, რომლებიც „ჯერ არ დაწყებულა“ _ მე-7 („ვ“), მე-8 („ე“) და მე-9 („დ“).

პირველი შეცდომა ისაა, რომ მიწის სამუშაოები შესრულებულია. ასე, რომ „არდაწყება“ არასწორი ტერმინია.

ასაღელვებელი არაფერია, რადგან ეს სადარბაზოები ზუსტად იმ სიმაღლისაა, რაც მე-4 და მე-5 სადარბაზოები _ 16 სართული.

მშენებლობის დამთავრებამდე დარჩა 2 წელი და 3 თვე.

მოდით შევადაროთ მე-4-მე-5 სადარბაზოების მშენებლობის ტემპი:

ასეთი მდგომარეობაა დღეისთვის _ 2023 წლის 16 სექტემბრისთვის:



ასეთი მდგომარეობა იყო 1 წლისა და 2 თვით ადრე _ 2022 წლის ივლისში:



მე-7-მე-9 სადარბაზოები უფრო სწრაფად აშენდება, რადგან აღარ იქნება პარალელურად 6 სადარბაზოს აშენება.

ჩაბარება მოხდება ყველა სადარბაზოსი ერთობლივად.

ამრიგად, არც ღელვაა საჭირო და არც დაბოღმვა.



Monday, 11 September 2023

 ძვირფასო მეგობრებო,


კიდევ ერთხელ გილოცავთ გამარჯვებას!

გთავაზობთ, სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს.

არაიურისტებისთვის განვმარტავთ, რომ სარეზოლუციო ნაწილია ის, რაც გადაწყვიტა სასამართლომ _ ე. ი.  შედეგი.

სამოტივაციო ნაწილი, ანუ სასამართლოს მსჯელობა, დასაბუთებულობა ჯერ არ დაწერილა.




Monday, 4 September 2023

 მოგესალმებით მეგობრებო,


კიდევ ერთხელ გილოცავთ სასამართლოში გამარჯვებას. 

შეიძლება ბევრს ვერც კი წარმოგიდგენიათ რა მნიშვნელობისაა ეს გამარჯვება, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალაში არაა შესული.

ბევრ თქვენგანს აინტერესებს საკითხი იმის შესახებ, გაასაჩივრებს თუ არა ძასოხოვი სააპელაციო სასამართლოში.

ამაზე პასუხი იქნება 15 ოქტომბრამდე. მაშინ გავიგებთ გაასაჩივრებს თუ არა.

ის ყოფილი სპორტსმენია. ოლიმპიური პრინციპის შესაბამისად, მას შეუძლია აღიაროს დამარცხება და აღარ გააგრძელოს დავა თსუ პროფესორ-მასწავლებლებთან, რომლებიც 42 წელზე მეტია ელოდებიან ამ სახლის აშენებას. თუ არ შეიტანს, ეს იქნება რეალისტური, ადამიანური მიდგომა საქმისადმი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ის, გარდა სპორტსმენობისა და იურისტობისა _  ბიზნესმენია, რომელსაც იურისტები უმტკიცებენ (არა უფასოდ), რომ მას შეუძლია პროფესორ-მასწავლებლებს მოსთხოვოს 3-4 მილიონი აშშ დოლარი, რომ ის მართალია და გაიმარჯვებს.

ამიტომ, ძალიან ძნელია ამ ეტაპზე იმის თქმა რას იზამს გ. ძასოხოვი.

ნებისმიერი შემთხვევისთვის ჩვენ მზად ვართ.

თუ შეიტანს აპელაციას, გადაწყვეტილების ძალაში შესვლა გადაიწევს. 42 წელია ვითმენთ და ამასაც მოთმინებით დაველოდებით.

დიდი მადლობა ამხანაგობის ყველა იმ წევრს (მათ მემკვიდრეებს), რომლებიც ესწრებოდით სასამართლო სხდომებს.

სასამართლოს არა მარტო კანონიერი, არამედ სამართლიანი გადაწყვეტილების შეფასება იყო ის ტაში, რომლითაც გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ გავაცილეთ მოსამართლე და ის ცრემლები, რომელიც ზოგიერთ ქალბატონს გადმოსცვივდა.

სასამართლო პროცესისთვის მომზადებამ იმდენი დრო წაიღო, რომ სულ დაგვავიწყდა მშენებლობის მიმდინარეობაზე მონიტორინგი.


გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.

პირველი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისთვის გრძელდება ავტოსადგომის მე-2 სართულის მშენებლობა. ისხმება ბეტონი ყალიბებში:






დასრულების ფაზაშია მე-4 („ი“) და მე-5 („თ“) სადარბაზოების მშენებლობა. ამ ლოკაციებზე დამთავრდა სიმაღლეში კორპუსის შენება. ამ კვირაში დაისხმება ბეტონი ბოლო სართულზე და ამ სადარბაზოების ადამიანური რესურსი გადანაწილდება პირველი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოების სწრაფი ტემპით აშენებაზე.

მართალია, ამ ორი სადარბაზოს სიმაღლეში ზრდა დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ჩაბარება მოხდება სხვა სადარბაზოებთან ერთად 2025 წლის დეკემბერში:








  

ხედი „კარფურის“ მხრიდან:








ხედი ყიფშიძის მხრიდან:





პარალელურად მიმდინარეობს მე-6 („ზ“) სადარბაზოს მშენებლობა. ამ ლოკაციაზე დარჩენილია 5 სართულის აშენება, რომელიც სავარაუდოდ წლის ბოლომდე დამთავრდება:

 





ამ ლოკაციის ხედი „კარფურის“ მხრიდან:




ხედი ყიფშიძის ქუჩიდან:




მე-10 („გ“), კომერციული („ბ“) და მე-11 („ა“) სადარბაზოების მშენებლობაც სწრაფ ტემპში მიმდინარეობს. დარჩენილია 9 სართულის აშენება:




ხედი „კარფურიდან“:





ყიფშიძის მხრიდან:



















Friday, 1 September 2023

 გ ი ლ ო ც ა ვ თ !




გღეს, 1 სექტემბერს, 12:00 საათზე დაწყებული სასამართლო სხდომა 5 საათის შემდეგ დამთავრდა ჩვენი გამარჯვებით.

სასამართლომ არ დააკმაყოფილა გოჩა ძასოხოვის სარჩელი არცერთი მოთხოვნის მიმართ.

ამასთან ერთად მოხსნა ყადაღაც.

მართალია ეს გადაწყვეტილება ძალაში ჯერ არაა შესული, მაგრამ ეს, ჩვენი უდიდესი წარმატებაა.

უღრმესი მადლობა ჩვენ ადვოკატ ხათუნა გრიგალაშვილს, რომელმაც თავისი პროფესიონალიზმის შესაბამისად, ბრწყინვალედ წარმართა პროცესი, საკუთარი ენერგიის, ჯანმრთელობის, ნერვებისა და ფინანსური დანაკარგების ხარჯზე.

გილოცავთ!

გილოცავთ!

გილოცავთ!