Monday, 25 December 2023

 ძვირფასო მეგობრებო,


კომპანია „გუმბათი ჰოლდინგი“ ავავაძის პრ. # 23 (ნიკოლოზ მუსხელიშვილის ძეგლის მიმდებარე სკვერიდან) გვილოცავს დამდეგ ახალ წელს და რეკლამას უკეთებს ჩვენ სახლს.

მადლობა კომპანია „გუმბათს“ უწყვეტი, შეუჩერებელი მშენებლობისთვის და ყველა დაპირების შესრულებისთვის.







Saturday, 16 December 2023

 მეგობრებო,


კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას!

საამაყო გვექნება ის, რომ ჩვენი სახლი ევროსტანდარტების შესაბამისად იქნება აშენებული.


დღეს ბრწყინვალე, შემოდგომის დარი ამინდი იდგა. მშენებლობა სრული დატვირთვით მიმდინარეომდა.

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.


1-ლი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისთვის მიმდინარეობს კომერციული სართულის გადახურვისთვის ყალიბების დამონტაჟება:








ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს მე-4 („ი“), მე-5 („თ“) და მე-6 („ზ“) სადარბაზოების შიდა სამუშაოები:




მე-7 („ვ“), მე-8 („ე“) და მე-9 („დ“) სადარბაზოებისვის სიმაღლეში ამოდის არმატურები. ფილის დასაგებად ხორციელდება არმატურის დაწნა. ცოტა ხანში ფილაც დაიგება:





ასევე, მაღალ ტემპში მიმდინარეობს მე-10 („გ“), კომერციული („ბ“) და მე-11 (ა“) სადარბაზოების ბოლო სართულების მშენებლობაც:


ხედი მიქელაძის ქუჩიდან:






მშენებლობის („ა“ კორპუსის) ხედი ჭაჭავაძის პროსპექტიდან:

ტყუპი შენობების შუაში:




სხვა რაკურსი:

 











Friday, 15 December 2023

Tuesday, 12 December 2023

 ახალი ინფორმაცია


როგორც იცით, გ.ძასოხოვმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიტანა სააპელაციო საჩივარი. 

ჩაინიშნა სასამართლო პროცესი, რომელიც შედგება 2024 წლის 17 იანვარს 14 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში. მის.: თბილისი გრიგოლ რობაქიძის 7ა (დიღმის მასივი. პოლიციის სამმართველოს უკან). 

პროცესამდე 1 თვეა დარჩენილი. 

ამ დღეს სხვა არაფერი დაგეგმოთ!

Saturday, 2 December 2023

 მოგესალმებით მეგობრებო,


ვისაც გიყვართ ზამთარი _ გილოცავთ ზამთრის დადგომას!

დარჩა 2 წელი ჩვენი მშენებლობის დამთავრებამდე. უნდა ჩაბარდეს 2025 წლის დეკემბერში.

იქამდე გრძელდება მშენებლობა.

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.


1-ლი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისთვის გრძელდება სვეტებისა და ლიფტის შახტების ყალიბებში ბეტონის ჩასხმა:




ამ სადარბაზოების უკანა მხარესაც ისხმება ბეტონი. ბეტონამრევი ტექნიკა ეზოდან შემოდის:


  

1-ლი-მე-6 სადარბაზოების უკან, ღობემდე კეთდება სამანქანო გზა, რომლითაც ისარგებლებენ ავტოსადგომებზე მდგომი ავტომანქანები.  მათ აღარ მოუწევთ წრის დარტყმა ყიფშიძის ქუჩაზე. ამ გზით გავლენ პირდაპირ ყიფშიძის ბოლოში _ ბენზოგასამართ სადგურთან:




:მე-4 („ი“)-მე-5 („თ“) სადარბაზოებისთვისაც მიმდინარეობს შიდა სამუშაოები. აქ ბეტონის დასხმა დამთავრებულია;



მე-7 („ვ“), მე-8 („ე“) და მე-9 („დ“) სადარბაზოების ადგილზე მოიშალა დროებითი გზა. მიმდინარეობს ამ ტერიტორიის მოსუფთავება ფილის დასაგებად:





მე-10 („დ“), კომერციული („ბ“) და მე-11 („ა“ ) სადარბაზოები იმდენად მაღლა ავიდა, რომ კადრში თითქმის ვეღარ ეტევა:







მშენებლობის ხედი უკანა _ აბულაძის მხრიდან:







გ.ძასოხოვის სარჩელთან დაკავშირებით სიახლე არაფერია. სასამართლო დუმს.














Sunday, 19 November 2023

ძვირფას ო მეგობრებო!


გარდაიცვალა ჩვენი ამხანაგობის წევრი.

თსუ პროფესორი ცეცილია დონაძე.



ცოტა ხნის წინ შეგვატყობინეს, რომ გარდაცვლილა ჩვენი ამხანაობის კიდევ ერთი წევრი _ ნელი მესხიშვილი.


ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს.

ნათელში ამყოფოს ღმერთმა!