Saturday 2 December 2023

 მოგესალმებით მეგობრებო,


ვისაც გიყვართ ზამთარი _ გილოცავთ ზამთრის დადგომას!

დარჩა 2 წელი ჩვენი მშენებლობის დამთავრებამდე. უნდა ჩაბარდეს 2025 წლის დეკემბერში.

იქამდე გრძელდება მშენებლობა.

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.


1-ლი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისთვის გრძელდება სვეტებისა და ლიფტის შახტების ყალიბებში ბეტონის ჩასხმა:




ამ სადარბაზოების უკანა მხარესაც ისხმება ბეტონი. ბეტონამრევი ტექნიკა ეზოდან შემოდის:


  

1-ლი-მე-6 სადარბაზოების უკან, ღობემდე კეთდება სამანქანო გზა, რომლითაც ისარგებლებენ ავტოსადგომებზე მდგომი ავტომანქანები.  მათ აღარ მოუწევთ წრის დარტყმა ყიფშიძის ქუჩაზე. ამ გზით გავლენ პირდაპირ ყიფშიძის ბოლოში _ ბენზოგასამართ სადგურთან:




:მე-4 („ი“)-მე-5 („თ“) სადარბაზოებისთვისაც მიმდინარეობს შიდა სამუშაოები. აქ ბეტონის დასხმა დამთავრებულია;



მე-7 („ვ“), მე-8 („ე“) და მე-9 („დ“) სადარბაზოების ადგილზე მოიშალა დროებითი გზა. მიმდინარეობს ამ ტერიტორიის მოსუფთავება ფილის დასაგებად:





მე-10 („დ“), კომერციული („ბ“) და მე-11 („ა“ ) სადარბაზოები იმდენად მაღლა ავიდა, რომ კადრში თითქმის ვეღარ ეტევა:







მშენებლობის ხედი უკანა _ აბულაძის მხრიდან:







გ.ძასოხოვის სარჩელთან დაკავშირებით სიახლე არაფერია. სასამართლო დუმს.














No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.