Saturday 30 December 2023

 ყველას

გილოცავთ შობა-ახალ წელს!


სულ სიხარული და ბედნიერება დაგბედებოდეთ!



გთავაზობთ ამ წლის ბოლო ფოტოებს , ძველ ფოტოებთან შედარებით.

1-ლი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისთვის დასრულების ეტაპზეა პირველი (გაერთიანებული) სართულის მშენებლობა. იანვრის დასაწყისში ჩაისხმება ბეტონი:








ამ ლოკაციის 2022 წლის 24 დეკემბრის ფოტო:



მე-4 („ი“), მე-5 („თ“) და მე-6 („ზ“) სადარბაზოებისთვის მიმდინარეობს შიდა სამუშაოები, ამიტომ გარედან არ ჩანს:






ამ სადარბაზოების 2022 წლის 24 დეკემბრის ფოტო:



იგივე ლოკაცია 2021 წლის დეკემბერს:



მე-7 („ვ“), მე-8 („ე“) და მე-9 („დ“) სადარბაზოებისთვის დამთავრდა არმატურის დაწნა ფილითვის.

4 იანვრამდე საახალწლო დასვენებაა. იანვრის პირველ დეკადაში ამ სადარბაზოებისთვის ჩაისხმება ბეტონის 1-მეტრიანი ფილა:









ამ ლოკაციის 2022 წლის 24 დეკემბრის ფოტო:



სულ ცოტა დარჩა სიმაღლეში ზრდა მე-10 („გ“), კომერციული („ბ“) და მე-11 („ა“) სადარბაზოებს:





ამ ლოკაციის 2022 წლის 24 დეკემბრის ფოტო:


იგივე ტერიტორიის 2 წლის წინანდელი (2021 წ, დეკემბერი) ფოტო:



გარაჟიდან ყიფშიძის ქუჩაზე გასასვლელი გზა 1-ლი-მე-6 სადარბაზოების უკანა მხრიდან:





ხედი აბულაძის ქუჩიდან:




მშენებლობის ხედი ყიფშიძის ქუჩიდან:








ყიფშიძის ქუჩიდან შეიცვალა ღობე, რადგან ველი ღობე დაზიანდა:




მშენებლობის დამთავრებამდე დარჩა 730 დღე.


კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ბედნიერებას!








No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.