Saturday 16 December 2023

 მეგობრებო,


კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას!

საამაყო გვექნება ის, რომ ჩვენი სახლი ევროსტანდარტების შესაბამისად იქნება აშენებული.


დღეს ბრწყინვალე, შემოდგომის დარი ამინდი იდგა. მშენებლობა სრული დატვირთვით მიმდინარეომდა.

გთავაზობთ დღევანდელ ფოტოებს.


1-ლი („მ“), მე-2 („ლ“) და მე-3 („კ“) სადარბაზოებისთვის მიმდინარეობს კომერციული სართულის გადახურვისთვის ყალიბების დამონტაჟება:








ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს მე-4 („ი“), მე-5 („თ“) და მე-6 („ზ“) სადარბაზოების შიდა სამუშაოები:




მე-7 („ვ“), მე-8 („ე“) და მე-9 („დ“) სადარბაზოებისვის სიმაღლეში ამოდის არმატურები. ფილის დასაგებად ხორციელდება არმატურის დაწნა. ცოტა ხანში ფილაც დაიგება:





ასევე, მაღალ ტემპში მიმდინარეობს მე-10 („გ“), კომერციული („ბ“) და მე-11 (ა“) სადარბაზოების ბოლო სართულების მშენებლობაც:


ხედი მიქელაძის ქუჩიდან:






მშენებლობის („ა“ კორპუსის) ხედი ჭაჭავაძის პროსპექტიდან:

ტყუპი შენობების შუაში:




სხვა რაკურსი:

 











No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.