Tuesday 26 December 2023

მილოცვა


ვულოცავთ ჩვენ ადვოკატ ხათუნა გრიგალაშვილს საადვოკატო საქმიანობის 25 წლისთავს. 

მის პროფესიონალიზმში ყველანი დავრწმუნდით სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პერიოდში.

ქალბატონმა ხათუნამ არა მარტო პროცესზე, არამედ პროცესის გარეთაც უამრავი საქმიანობა გასწია და მოიძია სხვადასხვა ჩვენთვის საჭირო დოკუმენტები, რაშიც საკუთარი ენერგია, ნერვები და ფინანსები უხვად დახარჯა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენი გამარჯვება სწორედ რომ ქალბატონი ხათუნას დამსახურებაა.

იქამდე იყო მერიაში გამარჯვება, როდესაც პოლიტიკურმა პარტიებმა და ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მოინდომეს ჩვენი მშენებლობისთვის ხელის შეშლა.

იქამდე საგადასახადო სამსახურთან ურთიერთობის დალაგება.

იქამდე, შიდა დაოირისპირების შემცირება და ჩვენი მშენებლობის იმიჯის შეცვლა, რათა საინტერესო ყოფილიყო ინვესტორებისთვის და ა.შ.

ვუსურვოთ ქალბატონ ხათუნას ჯანმრთელობა და მართლმაჯულების სფეროში მუდმივი საბრძოლო განწყობის შენარჩუნება კანონიერების,სამართლიანობისა და ჭეშმარიტების დადგენის გზაზე.


აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი პროცესი სააპელაციო სასამართლოში შედგება 2024 წლის 17 იანვარს, 14:00 საათზე.


No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.