Monday, 19 April 2021

 ძვირფასო მეგობრებო,


გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო ინფორმაცია მოწოდებული იყო პარასკევს, გთავაზობთ დღევანდელ ინფორმაციას.

დღეს, ჩვენ მშენებლობაზე მიმდინარეობდა ნანგრევების გატანა ეზოდან:





„კოდალა“ ანგრევდა გარაჟში ჩასასვლელ საავტომობილო ძველ გზას:




ყიფშიძის ქუჩასთან სიახლოვეზე დარჩენილია ყოფილი „ზ“ სადარბაზოს მცირე ნაწილი მხატვრების მხარეს (მიწის გამყოფი კედელი უცვლელად რჩება):





როგორც იცით, ჩვენი კეთილი ნებით მერიას დავუთმეთ ტერიტორია ჩვენ წითელ ხაზებში _ სანაგვე ურნების დასადგმელად. ურნები ჩაბეტონდა და ამოქმედდა. რადგან ჯერ ჩვენი სახლი არ აშენებულა, ნაგვის გამოყენების საშუალება, კეთილმეზობლური ურთიერთობიდან გამომდინარე, დავუთმეთ ყიფშიძის 2-ის მაცხოვრებლებს. ისინიც იყენებენ ამ ურნებს, მაგრამ სამწუხაროდ შიგნით არ ყრიან და გვერდზე აწყობენ, რომელსაც შემდეგ ჩვენი მუშები და დარაჯი ყრიან შიგნით.

გვინდა მივმართოთ ყიფშიძის 2-ის მაცხოვრებლებს და მომჩივან ნატო ალხაზიშვილს: ცოტა უხერხულია, როცა ვანის რაიონის მაღალი მთის სოფლიდან ჩამოსული ჩვენი დარაჯი, ყიფშიძის ქუჩაზე, ვაკეში მცხოვრებ, მაღალ მატერიებზე მოსაუბრე ადამიანებს ელემენტარულ შენიშვნებს, რომ გაძლევთ, უფრო შესტკივა გული დანაგვიანებულ ქალაქზე და თავისივე ინიციატივით ასუფთავებს ურნის მიმდებარე ტერიტორიას თქვენი დაყრილი ნაგვისგან. 

ქალბატონო ნატო, იქნებ აუხსნათ თქვენი სახლის მაცხოვრებლებს, რომ მხოლოდ ფეხის დაჭერა და ურნაში ნაგვის ჩაყრაა საჭირო:




მშენებლობის ხედი ყიფშიძის ქუჩის ქვედა სამანქანო გზის მხრიდან:



ამხანაგობის წევრები ხშირად გვეკითხებიან იმის თაობაზე, თუ რატომ ამატებს ინვესტორი 4-მეტრიან ღობეს უკანა მხარეს მხატვრების სახლიდან, ე.წ. „დიპლომატების“ კორპუსის მხრიდან.

საქმე იმაშია, რომ ნგრევის დროს, ე.წ. „დიპლომატების“ კორპუსის მხარეს შეიძლებოდა გადავარდნილიყო მცირე კენჭები და ეს კენჭები მოხვდებოდა გარაჟის ქვეშ მყოფ 2 ავტომობილს, რომელთაც ცხვირი აქვთ გამოყოფილი სახურავის გარეთ. ჩვენმა მშენებლებმა სთხოვეს, რომ სხვა ადგილას გაეყვანათ ან უკან, ნახევარი მეტრით დაეხიათ ავტომობილები, მაგრამ ჯიუტად არ გაჰყავთ (ალბათ ტაქსით დადიან):




ამ მანქანების არგაყვანის გამო კეთდება 4-მეტრიანი ღობე _ დარჩენილი დასანგრევი ნაწილის უკან მთელ სიგრძეზე:








აქვე გვინდა მივმართოთ ე.წ. „დიპლომატების“ კორპუსის იმ მაცხოვრებლებს, რომლებიც გადმოხედავენ ჩვენ მშენებლებს, უყვირიან, აგინებენ და შუბლის გახვრეტით და ფეხების დაცხრილვით ემუქრებიან: ჩვენთვის უცნობია, რომელ ქვეყანაში მუშაობდნენ ან მუშაობენ დიპლომატებად და სად ისწავლეს ასეთი დიპლომატიური ენა, მაგრამ მსგავსი ქმედება დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით:

მუხლი 151. მუქარა  

1. სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, –

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი:

ა) ჯგუფურად;

ბ) არაერთგზის;

გ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან არასრულწლოვნის მიმართ, –

დ) ოჯახის წევრის მიმართ, −

ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ


უკანა მხარის დასანგრევი ნაწილის ფოტოები:





მშენებლობის საერთო ხედი ყიფშიძის ქუჩიდან:






No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.