Thursday, 29 April 2021

 ძვირფასი მეგობრებო,


გთავაზობთ დღევანდელი დილის და საღამოს ფოტოებს.

დილი|თ დაახლოებით 12:00 საათზე გადაღებული ფოტოები:

სანაგვე ურნასთან შეგვხვდა დასუფთავების სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც გვითხრა, რომ მდგომარეობა გაუმჯობესებულია , ხალხი ნელ-ნელა სწავლობს, რომ ნაგავი ურნაში უნდა ჩაყაროს. ის დღეში რამდენჯერმე ჩამოივლის და ყრის ურნაში და იმედი აქვს, რომ რამდენიმე კვირაში გარეთ აღარავინ დაყრის:



ფოტოები გადაღებული ყიფშიძის ქუჩის მხრიდან „ზ“ სადარბაზოსთან:




ნგრევის პროცესი დღეს დილის 12:00 საათისთვის:




უკანა მხარის საავტომობილო გზა თითქმის დანგრეულია. დარჩენილია სულ მცირედი მოსანგრევი:




მესამე სართულის ფოტოები დილის 12:00 საათზე:




ფოტოები საღამოს 18:00 საათისთვის, სადაც მე-3 სართული აღარ არსებობს. დარჩა მხოლოდ ავტოსადგომები დასანგრევი:





სააღგომო დღეებში (პარასკევიდან) მშენებლობაზე იქნება სიწყნარე. ნგრევის პროცესი განახლდება სამშაბათს.


დღეს, დღის მეორე ნახევარში დაგვიკავშირდა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი ნინო გაბისონია, რომელმაც განაცხადა, რომ აკეთებს გადაცემას ჩვენ მშენებლობასთან დაკავშირებით და სურვილი ჰქონდა ორივე მხარის პოზიციები დაეფიქსირებინა.

ჩვენი ამხანაგობიდან რამდენიმე ადამიანი შეხვდა ჟურნალისტს და ყუფშიძის ქუჩის მაცხოვრებლების პრეტენზიებთან დაკავშირებით გასცეს პასუხი.

რამდენიმე ადამიანმა ეჭვი გამოთქვა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ობიექტურ გაშუქებაში, თუმცა ჟურნალისტ ნ.გაბისონიას შესაქებად უნდა ითქვას, რომ მან ფაქტობრივად დაარწმუნა ამხანაგობის წევრები მასალის ობიექტურად გაშუქების დაპირებაში.

ვნახოთ. იმედია ახალგაზრდა ჟურნალისტი თავის პირობას შეასრულებს. გადაცემა კი, „ფორმულას“ ეთერში უნდა გავიდეს შაბათს, 1 მაისს 20:00 საათზე.

არაობიექტური გაშუქების შემთხვევაში უფლებას ვიტოვებთ გავასაჩივროთ თვითრეგულირების მექანიზმით ან სასამართლოში.

ძვირფასო მეგობრებო,

ჩვენი ამხანაგობის წევრებო,

ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლებო,

წინასწარ გილოცავთ დამდეგ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

გფარავდეთ უფალი!

ქრისტე აღსდგა!

ჭეშმარიტად!

No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.