Wednesday, 21 April 2021

 მოგესალმებით ყველას,


ჩვენმა ჭირვეულმა მეზობლებმა უკმაყოფილების ახალი ტალღა გააჩაღეს. იხ.:

https://www.manifest.ge/item/3263?fbclid=IwAR0HDo_l4seB3SL6UetUAiH8el4HH8qZbkInAfOYiOSz9hAk0hJ3gkrLseM


ამხანაგობის წევრებო, შებრძანდით ამ საიტზე და თქვენც გამოხატეთ საკუთარი მოსაზრება.


ძლიან ბევრ ტყუილებს და არასწორ ინფორმაციას აწვდიან გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს. 

განსაკუთრებით აქტიურობს ვინმე თეკო კაპანაძე, რომელსაც ვითომ ყიფშიძის ქუჩაზე შესტკივა გული. სინამდვილეში ბინის გაქირავება სდომებია და უცხოელებზე ვერ ვაქირავებო. გამოდის, რომ ადამიანს ფულის კეთება უნდა და ამისთვის მზადაა სულაც არ აშენდეს 40 წლის წინ დაწყებული მშენებლობა, ამდენი უბინაო ხალხი ისევ უბინაოდ დარჩნენ.

ჩვენ საიტს აქტიურად კითხულობენ და ნიშნის მოგებით აცხადებენ, რომ „ბაგები-504-ის“ თავმჯდომარე გვეუბნება თმენის ვალდებულება გაქვთო.

კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ, რომ თმენის ვალდებულებას ამხანაგობის თავმჯდომარე კი არ ითხოვს, არამედ კანონი გავალდებულებთ.

რაც შეეხება „კოდალას“ მუშაობას, აქაც შეგახსენებთ, რომ გაგიწიეთ ხათრი თქვენივე თხოვნით დავედით 1 „კოდალის“ მუშაობამდე. გაგაფრთხილეთ კიდეც, რომ 3 „კოდალის“ მუშაობის შემთხვევაში 15 აპრილისთვის ყველაფერი დამთავრდებოდა, არ მოისურვეთ. ცოტა წინდახედულობა იყო საჭირო და დღეს „კოდალები“ აღარ იმუშავებდნენ.

თქვენგან განსხვავებით, „მზერას“ შენობა თანახმა იყო 2 ან 3 „კოდალას“ ემუშავა და ჩქარა დამთავრებულიყო.

რაც შეეხება ე.წ. „დიპლომატების“ სახლის ეზოში ჯიუტად მდგარ 2 ავტომანქანას. ერთის მძღოლი ქალბატონი ყოფილა, რომელმაც ისეთი სიტყვებით აგინა მუშებს, რომ ისინი განცვიფრებულები იყვნენ _ კაცისგან არ გაგვიგია ასეთი გინებაო. ვიმედოვნებთ ეს ქალბატონი კაპანაძე არ იყო.

ნგრევის დროში გაწელვა თქვენი ბრალია. დღესაც კია შესაძლებელი, რომ 10-12 დღეში დამთავრდეს ნგრევა, თუ 2 „კოდალა“ მაინც იმუშავებს ერთდროულად.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს და დარწმუნდეს, რომ იმდენად დაბალი ენერგიით მუშაობს „კოდალა“, რომ შეუძლებელია ბზარები გაუჩინოს სახლებს. ხმაურიც განახევრებულია.

ყველანაირად ვითვალისწინებთ მეზობელი სახლების მოთხოვნებს (11:00-დან 18:00-მდე, კვირას ვისვენებთ, ნგრევისას ვრწყავთ) და მინიმალური ხმაურით ვმუშაობთ, მაგრამ მადლობლები მაინც არ არიან. 

პირიქით, იჩივლეს მერიაში მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით. 


No comments:

Post a Comment

Note: only a member of this blog may post a comment.