Saturday, 16 November 2019

ძვირფასო მეგობრებო, მომავალო მეზობლებო,

მესამე დღეა, რაც ჩვენ მშენებლობაზე მიმდინარეობს შემოღობვის სამუშაოები.
ამხანაგობის წევრები ასე გახარებულები დიდი ხანია არ მინახავს. ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ამ საიტზე დადებულ ფოტოებს დღეში რამდენჯერმე ვუყურებთო.
მიუხედავად ამ დიდი წარმატებისა (მშენებლობის სეწყვეტის შემდეგ 11 წლიანი პაუზის დამთავრება და მშენებლობის გაგრძელება), ზოგიერთი ადამიანი („ბაგები 502-ის წევრი) ავრცელებს დეზინფორმაციას და ამით სხვა წევრებზე ზემოქმედებენ, რომლებიც შემდეგ ჩვენთან რეკავს და მოითხოვს დაზუსტებას.
იმ ურწმუნო „თომების“ გასაგონად, რომლების 2-3 ადამიანის მიერ არიან ზომბირებულები, რომელთაც იმ ხალხის ტყუილი ურჩევნია ჩვენ სიმართლესა და რეალობას, გთხოვთ, მიბრძანდეთ მშენებლობაზე და თქვენი თვალით დარწმუნდით, რომ მიმდინარეობს სამუშაოები.
ნუ იქნებით თომაზე უფრო ურწმუნო.
აქედან გამომდინარე აღარ დარეკოთ კითხვით: „მართლა დაიწყო მშენებლობა?“, „არ მჯერავს“ და სხვ.
დღევანდელი სიახლე:
დღეს დაიდგა დარაჯის ჯიხური (ევროსტანდარტის მოთხოვნის დონის) და ბიოტუალეტი:





მშენებლობასა და ყიფშიძის ქუჩას შორის ჩაბინძურებული, შპრიცებით გატენილი, მოსახლეობის მიერ დაყრილი ნაგავი ისე გასუფთავდა, რომ სასიამოვნო სასეირნო ალეა გაკეთდა:


ტომრებში ჩაყრილი ნაგვის ნაწილი გასატანია (ტერიტორიიდან გაიტანება პერმანენტულად):


მიმდინარეობს ღობის საყრდენი ბოძების ბეტონში ჩამაგრება და დადუღება:






პარალელურად მიმდინარეობს წინა დღეს დაყენებულ ბოძებზე ღობის გამართვა (იხ, სხვადასხვა რაკურსით):





დამეთანხმებით, რომ სამი დღის მუშაობისთვის საკმარისია.
გამგეობის თავმჯდომარე


Thursday, 14 November 2019

გთავაზობთ ღობის აღდგენის პირველი დღის ფოტოებს












ძვირფასო ბეგობრებო,

ინვესტორმა დაიწყო ღობის გაკეთება. ნებისმიერ მსურველს შეგიძლიათ მიხვიდეთ და თვალი ადევნოთ ამ ქმედებას.
ნახვა შეიძლება ყიფშიძის ქუჩიდან. იქ სადაც სრულდება ჩვენი ღობე _ „ზ“ კორპუსთან.
მე დღეს ვიყავი მშენებლობაზე და შევამოწმე ღობის კეთების მიმდინარეობა. გადავიღე ფოტოებიც.
იმედია შეუფერხებლად ვივლით წინ.

Tuesday, 12 November 2019


ძვირფასო მეგობრებო,

დღეს, 12 ნოემბერს ინვესტორი იწყებს ღობის მასალის შემოტანას. ხვალიდან კი, ღობის მონტაჟს.
ღობის გაკეთება იწყება ქვედა მხრიდან და დამთავრდება „კარფურის“ მხრიდან.
ასე, რომ ყველაფერი მიმდინარეობს გეგმაზომიერად.
ამ ეტაპზე მოგახსენებთ შემდეგს:
1.      ინვესტორმა განახორციელა ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარება. ამჯერად გთავაზობთ ამ ექსპერტიზის დასკვნას. ექსპერტიზის შედეგად გამოვლინდა, რომ პირველი კორპუსი დასანგრევია საძირკვლის დონემდე, სხვა კორპუსებში საჭიროა მზიდუნარიანობის აღდგენა-გაძლიერება. (ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნას ამ დრეებში განვათავსებთ საიტზე). პირველი კორპუსი დასანგრევი რომ იყო ისედაც ვიცოდით. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ სხვა კორპუსები დასანგრევი არაა, რადგან ინვესტორი სწორედ იმ პირობით შემოდიოდა, რომ ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად დასანგრევი არ იქნებოდა მთელი შენობა.
2.      პარასკევს, 15 ნოემბერს ინვესტორი, მშენებლობის ტერიტორიაზე დადგამს ჯიხურს და დააყენებს გუშაგს ეზოს და ქონების დასაცავად.
3.      ინვესტორის მიერ მომზადდა პროექტის ესკიზი.
4.      ამხანაგობის ზოგიერთი წევრი კვლავ მირეკვს და კრების მოწვევას ითხოვს ბოლო ინფორმაციის გაცნობის მიზნით. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ როგორც კი იქნება კრების ჩატარების აუცილებლობა ამას გავაკეთებთ, მაგრამ იქამდე ყველა ახალ ინფორმაციას (ძირითადად შედეგს და არა ჩვენ დახმარებას აინვესტორისადმი და ინვესტორის სირბილს სხვადასხვა ტექნიკურ საქმეებზე) შემოგთავაზებთ ამ საიტზე. იმ წევრების გასაგონად, რომლებსაც პრობლემა აქვთ კომპიუტერთან და მათივე თქმით არ იციან რა არის საიტი, გთხოვთ დახმარებისთვის მიმართოთ თქვენ შვილებსა და შვილიშვილებს. ამხანაგობის წევრებმაც დაეხმარეთ, ამობეჭდეთ საიტზე დანთავსებული ინფორმაცია და წააკითხეთ მათ.
ყველაფერი კარგად მიმდინარეობს და იმედია პროექტის შექმნისა და დამტკიცების შემდეგ კიდებ უფრო სწრაფად და წარმატებით გაგრძელდება საქმიანობა.
პატივისცემით,
სანდრო ჯორბენაძე 


Sunday, 3 November 2019


ბმა „ბაგები 502-სა“ და „ბაგები-504-ის“ წევრებს
ძვირფასო მეგობრებო და მომავალო მეზობლებო!
უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც გამგეობის ბოლო სხდომის ოქმის გამოქვეყნების შემდეგ შემოგვეხმიანეთ და შემოგვთავაზეთ თქვენი დახმარება და მხარდაჭერა.
დახმარება გვინდოდა იმ საბუთების მერიისთვის გადაცემაზე, რომლებიც საჭირო იყო ინვესტორისთვის მშენებლობის ნებართვის მისაცემად. ამ ეტაპზე საჭირო დოკუმენტები როგორც იქნა მოვიპოვეთ (პირადი გავლენებისა და შესაბამისი თანხების ხარჯვით) და გადავეცით თბილისის მერიას. ამხანაგობის იმ წევრების სიჯიუტის გამო (სანაცვლოდ გარკვეული პირობების დაკმაყოფილების მოთხოვნა, რაზეც ჩვენგან კატეგორიული უარი მიიღეს), რომლებმაც არ მოგვცეს ეს დოკუმენტები, მერიის მოთხოვნების შესრულება გაიწელა, რამაც გამოიწვია თვეზე მეტი ხნით პროცესის გაჭიანურება. ინვესტორმა ჩაატარა 2 ექპერტიზა, რაც ასევე მერიის მოთხოვნა იყო.
დღევანდელი სიტუაცია ასეთია:
ყველა საბუთი, ექსპერტიზის დასკვნები, ნებართვები და ა.შ., რაც ძრითად საბუთებთან ერთად, აგრეთვე დამატებითი საბუთები გადაეცა თბილისის მერიის შესაბამის კომისიას 1 ნოემბერს.
კომისია სავარაუდოდ ნოემბრის პირველ დეკადაში განიხილავს და იმედს ვიტოვებთ, რომ დადებით გადაწყვეტილებას გამოიტანს და კომპანია „გუმბათს“ მისცემს მშენებლობის ნებართვას.
როგორც იცით მესამე პირების (თ.ჩარკვიანის მიერ გაყიდული ფართები) რაოდენობა იყო 58. ამჟამად, მესამე პირად ყოფნაზე პრეტენზიას აცხადებს 62 ადამიანი. სულ რამდენიმე დღეა, რაც გამოჩნდა ვინმე სერგო ჯაბუა, რომელმაც მოიტანა თ.ჩარკვიანთან დადებული ხელშეკრულება. სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არავინ შეგვატყობინა და ინვესტორტან ურთიერთობაში გვიქმნის პრობლემებს.
მესამე პირების საბუთების სისწორეს შეისწავლის ინვესტორი.
ყველას მიმართ მაქვს ასეთი თხოვნა, თუ გაქვთ რაიმე მსგავსი ინფორმაცია შეგვატყობინეთ დროულად; თუ ვინმეს გაქვთ რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენ მშენებლობასთან _ მოგვაწოდეთ. თუ გამგეობის ყოფილი წევრებივით ვერ თმობთ ამ დოკუმენტებს, მაშინ ასლები მოგვაწოდეთ, ან ასლებს ჩვენ გადავიღებთ. თქვენ მიერ დოკუმენტების დამალვა ჩაითვლება საერთო საქმის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად.
მერიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ინვესტორი იწყებს ღობის გაკეთებას (შესაბამისი მასალები შეკვეთილია და მზადდება), შემდეგ შიდა ეზოს მოწესრიგებას. პარალელურად მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა, რომელიც ალბათ იანვარ-თებერვალში დამთავრდება.
პროექტის დამტკიცების შემდეგ მოიხსნება ყადაღა (დაკმაყოფილდება ის 8 მესამე პირი, რომლებმაც იჩივლეს სასამართლოში) და დაიწყება მშენებლობა.
პროექტის დამტკიცების შემდეგ „ბაგები 502-ის“ წევრები საჯარო რეესტრში დაარეგისტრირებთ თქვენს ფართებს (ღიად რჩება გულუას საკითხი, რომელსაც თანხა არ აქვს გადახდილი ბოლომდე).
ძვირფასო „ბაგები 502-ის“ წევრებო! დღე არ გავა, რომ რომელიმე წევრმა არ დამირეკოს და მთხოვოს მათ შვილიშვილზე ან შვილზე ბინის გადაფორმება.
თქვენი მიღებულია „ბაგები 502-ის“ დებულება, რომლის მიხედვითაც ამის პრეროგატივა აქვს ამხანაგობის საერთო კრებას. რატომ მიიღეთ ეს ნორმა არ მესმის, მაგრამ ასეთი იყო თქვენი ნება. რამდენიმე თვის წინ ამხანაგობის წევრმა დ.აფციაურმა მოითხოვა მის მაგივრად შვილიშვილი გამხდარიყო ამხანაგობის წევრი. ეს გავიტანეთ საერთო კრებაზე, დავამტკიცეთ ნოტარიულად და ა.შ., თუმცა შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა კრებაზე ნოტარიუსის დასწრება და სხვა საბუთები, რომელთა წარდგენაც შეუძლებელი გახდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ნოტარიუსის მოწვევა და სხვა ქმედებებისთვის თანხის გადახდა მოგიწევთ და ამის შემდეგაც შეიძლება შემოსავლების სამსახურმა მაინც შექმნას პრობლემები, ჩემი თხოვნა იქნება, რომ მოვიცადოთ ცოტა ხანი. 40 წელია შენდება ჩვენი ბინა, 3-4 თვე არაა ის დრო, რომ ვერ მოვითმინოთ.
ბინების რეესტრში დარეგისტრირების შემდეგ გადააფორმეთ ვიზეც გინდათ, ეს დაგიჯდებათ 51 ლარი.
აქედან გამომდინარე, ვინც ფიქრობთ, რომ სიბერის გამო გინდათ შვილებზე გადაფორმება _ გიკრძალავთ სიკვდილს. ეს ჯერ ადრეა. უნდა იყოთ ჯანმრთელად და ყოჩაღად.
გიკრძალავთ სიკვდილზე საუბარს, ჯანმრთელობაზე წუწუნს.
სულ რამდენიმე თვეში თვითონ მიხვალთ საჯარო რეესტრში და თქვენივე ხელით გადაუფორმეთ ბინა შვილებს ან შვილიშვილებს.
პატივისცემით,
სანდრო ჯორბენაძე